საკითხავისასარგებლოუცნაური

ტყეში მარტო მგელი როდია საშიში!

ტყეში მხოლოდ მგლების და დათვების არ უნდა გვეშინოდეს, თურმე საშიში ყოფილა, ყველაზე ჰუმანური და სხვის საქმეში ჩაურეველი მწერები, დიახ  – ფუტკრები.

ფუტკარი – მწერებს შორის ყველაზე შრომიმოყვარე და თუ შეიძლება ასე ითქვას ჭკვიანი არსებაა. იმის გარდა, რომ ისინი შესანიშნავი კონსტუქტორები და „მეწარმეები“ არიან, ასევე ეკოსისტემისთვის მთავარ ჯაჭვურ როლს ასრულებენ, ისინი ყვავილების განაყოფიერებაში ღებულობენ მთავარ როლს და ჩვენს გარემომცველ ბუნებას უფრო ჯამთელსა და მიმზიდველს ხდის.

ამის გარდა რამდენი დადებითი სამკურანლო თუ გამაჯანსაღებელი თვისების ჩამოთვლა შეგვიძლია. ამ პატარა, საოცარი არსების მიმართ, ჩვენ სათანადო მადლიერების გრძნობა არ გაგვაჩნია. ეს ისე!

მაგრამ მის უარყოფით მხარეზე ცოტა თუ საუბრობს და ბევრ ჩვენგანს ის სუპერ–მწერად მიგვაჩნია.

თუ გსმენიათ ამგვარი ფაქტის შესახებ : კაცს თაფლი ეჭამოს და დამთვრალიყოს. ალბათ ზოგიერთ გაუგია, ზოგიერთს კი მწარე გამოცდილებაც მიუღია.

თქვენ წარმოიდგინეთ ამ საოცარ არსებას შეუძლია ადამიანი მძიმე სიტუაციაში ჩააგდოს.

კერძოდ, თუ ფუტკარი ნექტარს აგროვებს იელის და დეკას(შქერის) ყვავილებისგან და თქვენ მისი თაფლის გასინჯვა მოგიწიათ, ჩემო მეგობარო, დარწმუნებით გეუბნებით, მშვიდად დღის დამთავრების იმედი არ გქონდეთ. ამგვარი თაფლის ჭამამ შეიძლება გამოიწვიოს მოშხამვის მოვლენები, ანუ მოწამვლა გამოიწვიოს. ამაზე შეგვიძია ვთქვათ: ყველა თაფლი, თაფლი არააო. ამგვარი თაფლით პროდუქცირებს ველური ფუტკრები.

თუ წახვედით სალაშქროდ ტყეში, მრავალჯერ ნაქებ და გამოცდილ გიდს თუ აებნა გზა, გაპროწიალათ მთელი ორი სამი დღე, ტყეში უშედეგოდ და საკვების მარაგი დაგეხარჯა და გჭირდებათ ძალების მომცემი საჭმელი და გააწყდით ყავისფერ ყუთს(ცვილს), თაფლით სასვეს და ზედ ფუტკრები ახვევია, ჩემი რჩევაა გზა განაგრძოთ და თავს საფრთხეში ნუ ჩაიგდებთ(ყველა თაფლი, ხომ თაფლი არაა). გაიარეთ და სხვაგან ეძიეთ საკვები.

თუ მე არ დამიჯერებთ და გასინჯავთ ამ თაფლს და თუ ის იელის ან დეკას ყვავილისგან იქნა დამზადებული ჩემი სიტყვები მართლა არ გემახსოვრებათ. თუმცა გახსოვდეთ მთავარი, ეს თაფლი არ მოგკლავთ, უბრალოდ ერთდღიან ჯოჯოხეთ გამოგატარებთ, რის შემდეგაც თაფლზე და კერძოდ, ფუტკრებზე წარმოდგენა შეგეცვლებათ(ამას მე გპირდებით).

თუ მიირთვით „ გარეული“ თაფლი რამდენიმე ხანში ზოგადი აღგზნება და მოუსვენრობა შეგაწუხებთ. ეს მოწამვლის პირველი ეტაპია.

ამის შემდეგ, სიმთვრალის მაგვარი სურათი განვითარდება: ცნობიერების დაბინდვა, ძილიანობა, ბოდვები, ძლიერი საერთო სისუსტე, გულისრევა და პირღებინება.

ჯობია ასეთ შემთხვევაში უსაფრთხო ადგილას მოთავსება, რათა გარეულმა მტაცებელმა თქვენი სისუსტე არ გამოიყენოს, და დაძინე.მეორე დღეს უკვე „ნაბახუსევზე“ იქნებით და შეგეძლებათ მსუბუქად დატვირთვა და გზის გაგრძელება.

თუ თაფლი სახლში მიირთვით და იგივე დაგემართათ დაუყოვნებლივ სასწრაფო დახმარების გამოძახება არ დაგავიწყდეთ! ყოველი შემთხვევისთვი!

აი, ასეა, მეგობრებოო ყველაფერი, უნიკალური არაფერია, მითუმეტეს თაფლი. ყველაფერს აქვს ორი მხარე, მთავარია დაკვირვებულობა და თავშეკავება, სხვა ყველაფერი თავისთავადად მოხდება.

იხილეთ ვიდეო:

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close