არქივი

კატრინა-დამანგრეველი ქარიშხალი

045f155d2a56
კატრინა ამერიკის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი ძალის ქარიშხალია,რომელიც 2005 წლის აგვიტოში დაფიქსირდა.კატასტროფის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა ქ.ახალი ორლეანი,სადაც ქალაქის 80% წყლით დაიფარა.სტიქიური უბედურების შედეგად დაიღუპა 1836 მცხოვრები;მეტად დიდი იყო ფინანსური ზარალიც.
ffbe6cbc4e2f
ქარიშხალმა ფორმირება 2005 წლის 23 აგვისტოს ბაჰამის კუნძულებთან ახლოს დაიწყო.მანამ,სანამ ქარიშხალი აშშ-ის სანაპიროს მიუახლოვდებოდა,მისი საშიშროების დონე მე-5 კატეგორიას მიეკუთვნებოდა,12 საათით ადრე კი მისი საშიშროების დონე მე-4 კატეგორიამდე დავარდა.27 აგვისტოს ქარიშხალმა ფლორიდის სანაპიროები გაიარა და მექსიკის ყურისკენ გადაუხვია.29 აგვისტოს კატრინამ აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთის სანაპიროს მიაღწია.მისი მოქმედების ზონაში მოექცნენ ლუიზიანას,ჯორჯიას,მისისიპის და ალაბამას შტატები.აშშ-ის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ეს შტატები სტიქიური უბედურების ზონებად გამოაცხადა.2005 წლის აგვისტოს ბოლოს ახალი ორლეანის ევაკუაციის აუცილებლობა გამოცხადდა.

იხილეთ ასევე
Close
Back to top button