საკითხავისამხედროსასარგებლო

კასტინგი ანტიკურად

გამარჯობა მკითხველო, დღეს მე მინდა მოგიყვეთ მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ძლიერ მხედართმთავარზე ალექსანდრე მაკედონელის ერთი მეთოდის შესახებ. ალექსანდრე მაკედონელი მოგხსენებათ იმდროისთვის აღმოჩენილი თითქმის ყველა კონტინენტის  დამპყრობელი გახლდათ, მან მართლაც  რომ გმირული ბრძოლებითა და ვაჟკაცობით სამუდამო ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიო ისტორიის ფურცლებზე. თუმცა ალექსანდრე რა ალექსანდრე იქნებოდა, რომ არა მისი ერთგული და გასაოგნებლად მამაცი მეომრები. მართლაც, რომ რას გაგიხდებოდათ ეს მართველი გვერდით რომ არ ყოლოდა ლომთა ლომი თანამებრძლები.

თუმცაღა, მიუხედავად ალექსანდრეს მამის ფილიფეს სიძლიერისა, მისგან რამდენიმე მეომარიღა შერჩა და სხვები კი მან თავისით აირჩია. მე კი მნდა მოგიყვეთ როგორი კრიტერიუმებით არჩევდა ახალგაზრდა მმართველი თავის ერთგულ მეომრებს, რომლებმაც მთელი მსფოლიო რამდენიიმე წელში დაიპყრეს.

ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ალექსანდრე მაკედონელი თავის მეომრებს ასე ირჩევდა: ადამიანი შეჰყავდათ ლომთან გალიაში და თუ გაფითრდებოდა, მათ იწუნებდნენ, ხოლო თუკი გაწითლდებოდა ისინი ირიცხებოდნენ უძლეველი არმიის რიგებში. თანამედროვე მედიცინას თუ მოვიშველიებთ, ეს ასე აიხსნება: თუკი ადამინი გაფითრდება, ე.ი სისხლი ტოვებს ტვინს,რადგან მას არ მიეწოდება ჟანგბადი, რაც ნიშნავს, რომ ის ვერ მოიფიქრებს გამოსავალს კრიტიკული სიტუაციიდან, ხოლო გაწითლებისას, პირიქით, სისხლი მიეწოდება ტვინს, ე.ი მდიდარია ჟანგბადითა და გონება სხარტად მუშაობს.

ამგვარი შემოწმება ბევრმა გაიარა და ფაქტიც სახეზეა, უძლეველ მაკედონელს გარს ეხვია ლომებივით უშიშარი და ძლიერი ხალხი.

აი ამგვარი მეთოდით ირჩევდა ერის დამცველებს. მართლაც რომ კრეატიული და უტყუარი მეთოდი გახლდათ ეს “ტესტი” და ჩვენს საამაყო “კარანტინს”, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება არ ჩამოუვარდება. უფრო მეტიც კარანტინგამოვლილი რამდენი გაქცეულა ბრძოლის ველიდან. ხოლო ალექსანდრეს მეომრები კი ბრძოლის ველს ორი გზით ტოვებდნენ: სიკვდილი ან გამარჯვება.

თქვენ შეგიძლიათ იხილოთ დიდი მეომრის ალექსანდრე მაკედონელზე გადაღებული კინოშედევრი, რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა კინოს რეჟისორს. გთავაზობთ ამ მართლაც უძლიერესი  მხედართმთავრის ცხოვრების ილუსტრაცია :

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close