გართობაკულტურაუცნაური

ზოგჯერ ვიგებთ, ზოგჯერ კი ჭკუას ვსწავლობთ!

539094 438168066303014 1329589542 n

გამარჯობათ. რომელიმეს თუ გიფიქრიათ რაიმე უნიკალურის გაკეთება, რომელიც სახელსა და დიდებას მოგიტანთ ? რაოდენ მრავალფეროვანია ადამაინი, მიკროსკოპული სიღრმეებისკენ და ტელესკოპური სიმაღლეებისკენ მიიწევს მისი გონება. ყველაფერს რაციონალურად უდგება ჰომოსაპიენსი და დღითიდღე ხდება ჭეშმარიტი პრაგმატისტი, რაც დიდად მისასალმებელია. დღითიდღე ადამიანთა შორის იმართება შეჯიბრები და ამ კონკურენციამ შვა გლობალიზაცია და ეს დიდი განვითარება. იმედია ეს ყველა “შერკინება” კაცობრიობისთვის სასიკეთო იქნება და ადამიანთა პროგრესირებას შეუწყობს ხელს.

ერთმა ამერიკელმა სწორედაც, რომ მოიფიქრა გაეკეთებინა არაორდინალური რამ, რაც გინესის წიგნში შეიყვანდა. მეთევზე ჯონი უილკინსს ჰქონდა მცდელობა მსოფლიო რეკორდი მოეხსნა თევზჭერაში, თუმცა, სამწუხაროდ, განიცადა კრახი. მას 24 საათის განმავლობაში უნდა დაეჭირა 2649 ნებსიმიერი სახის თევზი. ამ, თავის საქმეში დიდად დახელოვნებულმა ამერიკელმა 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 2011 თევზის ანკესზე წამოგებაღა მოასწრო და მსოფლიო რეკორდის მაჩვენებელი ვერ შეცვალა. აი მდინარეში თევზის რაოდენბა კი ….

John Wilkins did not break the world record for most fish caught in 24 hours, but still came in above the 2,000 mark.

სტატისტიკურად ამ ადამიანს 1,8  თევზი უნდა დაეჭირა წუთში. საქმე თავიდან იდეალურად მიმდინარეობდა, ის გრაფიკს უსწრებდა კიდეც და ყველას ეგონა მორიგი გინესის ლაურიატს დავყურებთო. მაგრამ, საქმე ყველაფერი იდეალურად როდი წავიდა, თურმე იმ ადგილას სადაც ჯონიმ ანკესი ჩაუშვა და აპირებდა საოცრად ბევრი თევზის დაჭერას , გამოჩნდა ერთი “გაღლენძილი” ახმახი თევზი, რომელმაც ახლომახლოდ მყოფ ყველა თევზს კუდით ქვა ასროლნა და თავისდაუნებურად იხსნა თევზები “ჩამოხობისგან”. ამ თევზმა ჯონს ცხვირწინ ააწკიპნა გინესის რეკორდსმენი სტატუსი.

ამ სპორტის სახეობაში, ასე თუ შეიძლება დაერქვას, თევზის ჭერა მიმდინარეობს უბრალო ანკესითა და მატყუარით. მოქმედი გინესის რეკორდსმენი თევზის ჭერაში არის ჯეფრი კოლიჯინსკი, რომელმაც 2011 წელს 2649 თევზს თავგზა აწყევლინა.

chicago trout fishing suburbs

ილინოისის შტატის ერთ-ერთი სკოლის თევზჭერის კურსის მასწავლებელი, ჯონ უილკინსი არ აპირებს ამ დამარცხებას შეეგუოს და ფარხმალი ასე უბრალოდ დაყაროს. მან პირობა მისცა თავის სტუდენტებს, რომ გაისად ამ თვეს უსიკვდილოდ გახდება გინესის რეკორდსმენი თევზჭერაში. მისი თქმით: ჩემი მიზანი არ არის უბრალოდ თევზის ჭერის, ამ ინსტიტუტის ისტორიაში შესვლა, არამედ მე მინდა ყველა ადამიანს გავუზიარო ის გრძნობა, რაც თან სდევს თევზჭერას(ერთი თევზებს ვკითხოთ  როგორი სიამოვნებაა?!), ეს არის ხელოვნება, რომელიც ყველა სხვა გრძნობას აჭარბებს და ყველაზე მეტ ერუდიციას მოითხოვს. ეს არის ხელოვნება ინტელექუალებისათვის, ესაა ყველაზე დიდი წიგნი, რაც კი შეიძლება ვინმემ წაიკითხოს”- ამბობს ჯონი. რამდენად გამოუვა ამ პიროვნებას დაპირება წინასწარ პროგნოზბის თქმა შეუზლებელია, მაგრამ იმის თქმა ნათლად შეიძლება, რომ დამარცხება ადამიანს აძლევს სტიმულს. ერთ ბრძენს უთქვამს: ზოგ შემთხვეებში ვიგებთ, ზოგში კი ჭკუას ვსწავლობთო!

იხილეთ ვიდეო:

მსგავსი ამბები

Back to top button