საკითხავისასარგებლოსაქართველო

საქართველო-უძველესი გზაჯვარედინი


ევროპასა და აზიას შორის მდებარე საქართველო მრავალი განსხვავებული კულტურის გადაკვეთის ადგილი იყო.არქეოლოგიური აღმოჩენები მოწმობს,რომ საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანი უძველესი დროიდან ცხოვრობდა და კავშირი ქონდა შორეულ ქვეყნებთან.აქ გადიოდა აღმოსავლეთოდან დასავლეთიკენ და სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიმავალი მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები,მათ შორის ჩინეთიდან ევროპისკენ მიმავალი აბრეშუმის გზა.


აფრიკიდან ევრაზიისკენ

ქვემო ქართლში დმანისთან ახლოს,ფეოდალური ნასახლარის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა დაახლ.1,8 მილიონი წლის წინ აფრიკიდან მოსული ადამიანის უძველესი წინაპრის ჰომო ერგასტერის,სამყოფელი აღმოაჩინეს.”დმანისელებს” მხოლოდ უმარტივესი იარაღის დამზადება შეეძლოთ,ნადირობდნენ სპილოზე,ჟირაფზე,დათვსა და ვეფხვზე.ამ აღმოჩენის საფუძველზე მეცნიერები ვარაუდობენ,რომ ადამიანის წინაპარი ევრაზიის კონტინენტზე დმანისიდან გავრცელდა.


უზარმაზარი სამარხები

აღმოსავლეთ საქართველოში აღმოჩენილია შუა ბრინჯაოსხანის უზარმაზარი სამარხები-ყორღანები.

შუა ბრინჯაოსხანის ადამიანზე,მის საქმიანობაზე,რწმენასა და ხელოვნებაზე ნათელ წარმოდგენას გვაძლევს თრიალეთის დიდ ყორღანებში აღმოჩენილი ნივთები.აშკარაა,რომ იმ პერიოდში აქ არსებობდა მაღალგანვითარებული კულტურა,რომელსაც შორეულ ქვეყნებთან ქონდა კავშირი.

ამ უზარმაზარ საფლავებში მიცვალებულს ზოგჯერ ხის ეტლით კრძალავდნენ და თან უამრავ ნივთს-ოქროს,ვერცხლის,ბრინჯაოსა და კერამიკის ჭურჭელს,სამკაულს,იარაღსა და საჭმელ-სასმელს ატანდნენ.

მეტალურგიის სათავეებიდან

ცივილიზაციისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მეტალურგიის ჩასახვა-განვითარებას.ლითონისგან ადამიანი ამზადებდა როგორც სამეურნეო,ისე საბრძოლო იარაღს.

საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უძველესი მაღაროები,მადნის სადნობი ხელსაწყოები,ყალიბები,ბრინჯაოსა და რკინის უამრავი ნივთი და ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული  ფუფუნების საგნები.ქართველური წარმოშობის ტომები,ხალიბები,ძველ საბერძნეთშიც  იყვნენ  ცნობილი,როგორც დაოსტატებული მეტალურგები.მათ სახელს ზოგი ფოლადის წრთობის გამოგონებასაც უკავშირებს.

პირველი სოფლები

ქვემო ქართლში არქეოლოგებმა დაახლოებით ძვ.წ. 6000-5000 წლის წინანდელი რამდენიმე ნეოლითური ნასახლარი არმოაჩინეს.ამ უძველეს სოფლებში სახლები ალიზით იყო ნაგები,ჰქონდა წრიული ფორმა,პატარა ეზო და სხვადასვა დანიშნულების სათავსო.

ნასოფლარებზე სამეურნეო იარაღი და ორნამენტიანი თიხის ჭურჭელი აღმოჩნდა მაგრამ ყველაზე საინტერესო შულავრის გორაზე ნანახი ნახევრად ველური ყურძნის წინაპრებია – ჯერჯერობით უძველესი მსოფლიოში.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close