Yandex-ის ოფისი ყაზანში
ყაზანი (Qazan)— თათრეთის დედაქალაქია და იგი მდებარეობს მდ. ვოლგასა და კაზანკას შესართავთან რუსეთის ცენტრალურ ევროპულ ნაწილში.
თათრეთის დედაქალაქში კი კომპანია „Yandex“-ის ოფისი მდებარეობს მე-16 სართულზე ბიზნეს-ცენტრ «Suvar Plaza»-ში. მის დიზაინზე მუშაობადა საპროექტო სალონი «Za bor architects». ოფისი განთავსებულია 647 კვ.მ-ზე, იგი მოიცავს სულ 41 სამუშაო ადგილს.
ოფისის ფორმა მოგვაგონებს ტრაპეციას, ხოლო ცენტრში მდებარეობს დერეფანი, რომელიც ძირითადი შესასვლელიდან გადის სახანძრო გასასვლელისკენ.
დერეფნის თითოეული მხარე აღჭურვილია ოთხი ბლოკით, რომელიც გათვლილია 6-14 სამუშაო ადგილზე;
ოფისის შესასვლელში არის მიმღები, 2 მოსათათბირებელი ოთახი, სასადილო, აგრეთვე აუდიტორიაც; ცოტა მოშორებით კი მდებარეობს IT-მომსახურების ოფისი…
სახანძრო გასასვლელთან განთავსებულია სავარჯიშო დარბაზი (ფიტნესი) , საშხაპეები და სხვ.