არქივი

ლარსენის მყინვარის რღვევა ანტარქტიდაში

image10642107

ათეულობით წლები დასჭირდა გლობალურ დათბობას, რათა ნელ-ნელა გამლღვარიყო ლარსენის შელფური მყინვარი ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე, რომელმაც დაახლოებით 3000 ტბა წარმოშვა. მაგრამ 2002 წლის ანტარქტიკული ზაფხულის ბოლოს, ყველა ტბა დაშრა ერთ კვირაში. სწორედ მაშინ 2700 კვადრატულ კილომეტრზე გადაშლილი 220 მეტრი სისქის შელფური მყინვარი, რომელიც შესაძლოა არსებობდა 12000 წელიწადი, სწრაფად დაიშალა პატარ-პატარა აისბერგებად და გლაციოლოგებს დაუტოვა მოვლენა, რომელზეც დაფიქრება ღირს.

“ეს ყოველივე ნასროლი ქვისგან მინის ჩამსხვრევას წააგავდა”, განაცხადა ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა Douglas MacAyeal პეკინში შეკრებილ International Glaciological Society-ში.

მკვლევარებს აინტერესებთ ყველაფერი, რაც კი ამ მოვლენას უკავშირდება. მაგალითად, რამ გამოიწვია ტბების ასეთი სწრაფი დაშრობა და გახდა თუ არა იგი შელფური მყინვარის რღვევის მიზეზი. დღეისთვის კვლევითი ჯგუფი, რომელსაც MacAyeal-ი ხელმძღვანელობს, მზად არის პასუხი გასცეს ამ შეკითხვებს.

image10707237

image10719390

image14145359

გამოიყენეს რა მათემატიკური მოდელი, რომელიც თავდაპირველად რუსმა მეცნიერებმა შექმნეს, რათა გაეგოთ გაყინულ მდინარეებზე როგორც ემართათ დატვირთული მანქანები, MacAyeal-მა და მისმა ჯგუფმა შენიშნეს, რომ ერთი ტბის დაშრობა შელფურ მყინვარზე ცვლის დაძაბულობას მეზობელ ოლქებში, და ტბის ირგვლივ რღვევის წრეს აძლევს დასაბამს.

როგორც მეცნიერმა განმარტა, ეს გამოწვეულია ყინულოვანი ელასტიურობით. ყინული იდრიკება მძიმე წონის გამო და ნორმაში მოდის, როდესაც ტვირთი სცილდება. ტბის დაშრობით თითქოსდა ის მოხსნესო მყინვარის ზურგიდან.

მეცნიერები ასევე მივიდნენ დასკვნამდე, რომ ერთი ტბის გაუჩინარებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაპრალები სხვა ადგილებშიც, და ეს ჯაჭვური რეაქცია მთელს მყინვარზე გავრცელდება. სწორედ ამით აიხსნება ყველა ტბის თითქმის ერთდროული დაშრობა.

ტბების უმეტესი ნაწილის სიგანე 1000 მეტრი იყო, იუწყება კვლევის თანაავტორი Alison Banwell. იმის შემდეგ, რაც ტბა შრებოდა, მის კვალზე რჩებოდა 4000 მეტრის ნაპრალი. როდესაც ტბებით მჭიდროდ ესაზღვრებიან ერთურთ, როგორც ეს იყო Larsen B-ს მყინვარზე, ნაპრალების ჯაჭვი ახალი აისბერგების აღმოცენებას იწვევს.

image10843130

ამ მტკიცებულებას ეთანხმება მეცნიერის მრავალი კოლეგა. მაგრამ, ახალი ზელანდიის შტატ ოტაგოს უნივერსიტეტის გეოფიზიკოსის Christina Hulbe-ს აზრით, საჭიროა დეტალურად იქნეს განხილული ნაპრალების ბუნებრივი გავრცელება, რომელსაც ხანგრძლივი ლღობა იწვევს და ოკეანეთა მუდმივად მზარდი ტემპერატურის ვარიანტი. სხვათა შორის, ცნობილ მხატვრულ ფილმ-კატასტროფაში “დღე ხვალის შემდეგ” (The Day After Tomorrow) ბუნების საშინელი კატაკლიზმები სწორედ ლარსენის მყინვარის რღვევიდან იწყება.

 

წყარო : http://apocalypse.ge

Back to top button