არქივი

5 მიტოვებული ჩინეთის სასწაული

4a0c298b2f0b
ქალაქები-მოჩვენებები, მიტოვებული გასართობი პარკები და სავაჭრო ცენტრები – გაეცანით 5 მიტოვებულ ჩინეთის სასწაულს:
1. ჩენგუნი (Chenggong): 100 000 ახალი ბინები მაცხოვრებლების გარეშე;
0315cbcf1405
ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი-ჩრდილი აზიაში, ჩენგუნის (Chenggong) მშენებლობა დაიწყო 2003 წელს, როგორც ქალაქი-სატელიტი, ახლოს მდებარე კუნმინა (Kunming) ქალაქისათვის, რომლის მოსახლეობა შეადგენს 6,5 მილიონ ადამიანს. ამ დროისათვის მდიდრული ვილები, საცხოვრებელი კომპლექსები, თანამედროვე სტადიონი, საბავშვო ბაღები, სავაჭრო ცენტრები და ცათამბჯენები 100,000-ზე მეტი ახალი ბინებით რჩება ცარიელი.
ნახეთ ვიდეო:

2. ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი მსოფლიოში : თითქმის დაცარიელებულია 2005 წლიდან…
0d840b1df104
ახალი სამხრეთ ჩინეთის სავაჭრო ცენტრი (New South China Mall), რომელიც მდებარეობს ქალაქ დონგუანის (Dongguang) გარეუბანში 10 მილიონიანი მოსახლეობით, არის არა მარტო ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი მსოფლიოში, არამედ ყველაზე ცარიელიც…
როგორც ცნობილია, სავაჭრო ცენტრი უნდა იყოს გადავსებული კლიენტებით, თუ გავითვალიწინებთ ასეთ დიდი რაოდენობით მოსახლეობას- 10 მილიონიან მოსახლეობას, მაგრამ სამწუხაროდ, უმრავლესობა 1500 ბუტიკებიდან ცარიელია 2005 წელს მშენებლობის დასრულების მომენტიდან. ერთადერთი მიზეზი, რომ სავაჭრო ცენტრმა ვერ მოიზიდა ხალხი არის ცუდი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.
ნახეთ ვიდეო:

3.გასართობი პარკი „საოცრებათა ქვეყანა“ (Wonderland Amusement Park): ყველაზე დიდი დაუმთავრებელი გასართობი პარკი აზიაში.

22c33daa5201
1990-იან წლებში, სამშენებლო კომპანია დაპირდა უდიდესი გასართობი პარკის “Wonderland”-ის აშენებას აზიაში, ძირითადად ქალაქ ნანკოუში (Nankou);
თუმცა, პროექტი შეჩერდა 1998 წელს, მას შემდეგ, რაც სამშენებლო კომპანია ვერ შეთანხმდა ტერიტორიის ფასზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ფერმერებთან.
ამ დროისათვის ამ გასართობი პარკის – დისნეის „Disney“ ციხე-სიმაგრე და შუა საუკუნეების სიმაგრეების ბურჯები (სანგრებით გამაგრება) პეკინიდან ჩრდილოეთით რჩება მიტოვებულ ტერიტორიად, ხოლო ადგილობრივი ფერმერები ზრდიან მსხვილფეხა საქონელს ცარიელ შენობებში.
ნახეთ ვიდეო:

4. ქალაქი ტემზა (Thames Town): ძველ -ინგლისური ქალაქის ცარიელი რეპროდუქცია;
218c7688574a
Tudor-სტილის შენობები, ქვაფენილით მოკირწყლული ქუჩები, წითელი სატელეფონო ჯიხურები და გოთური (Gothic) ეკლესია- ეს ყველაფერი გამოიყურება, როგორც პატარა ქალაქი დიდ ბრიტანეთში, მაგრამ სინამდვილეში ეს არის „ქალაქი ტემზა“ (City of the Thames), რომელიც მდებარეობს ცენტრ შანხაიდან (Shanghai) 30 კილომტრში.
რეპროდუქცია გაიხსნა 2006 წელს და შედგება ძირითადად ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, რამოდენიმე კომერციული დაწესებულებების და სოციალური სფეროს ობიექტებისგან.
ამ დროისათვის, „ქალაქ ტემზა“ -ში ცხოვრობს ძალიან ცოტა ადამიანი. თუმცა ტურისტები, განსაკუთრებით ახალდაქორწინებულები მოდიან ამ ქალაქში ულამაზესი ტაძრის და ცენტრალური მოედანის ფონზე ფოტოების გადასაღებად .
ნახეთ ვიდეო:

5.ქალაქი კანგბაში (Kangbashi) : ამჟამად 28 000 ადამიანი ცხოვრობს ქალაქში, არადა შექმნილი და გათვალისწინებულია 2 მილიონ ადამიანზე.

bcecdb88f1ec
რაიონ ორდოს (Ordos) , ქალაქ კანგბაში (Kangbashi), რომელიც გათვალიწინებულია 2 მილიონ ადამინზე, დიდწილად რჩება დაუსახლებლად. 2010 წლისთვის გათვლილი იყო, რომ ქალაქში იცხოვრებდა, სულ მცირე 500 000 ადამიანი, მაგრამ აღრიცხვის მონაცემებით, მოსახლეობა შეადგენს მხოლოდ 28 000 ადამიანს;
სახლებზე მაღალი ფასები ხშირად განიხილება, როგორც მთავარი მიზეზი, რის გამოც პოტენციური მყიდველები თავს იკავებენ, მაგრამ როცა სახლებზე ფასი საგრძნობლად დაეცა ($11 000 დოლარიდან 1 კვ.მ- $4 700 დოლარამდე 1 კვ.მეტრში), ხალხმა ჩათვალა ქალაქი კანგბაში (Kangbashi) უპერსპექტივოდ და უიმედოდ…
ნახეთ ვიდეო:

blogerlady

age: 14
Back to top button