გასართობისაკითხავისასარგებლო

მონათვაჭრობა

კაცობრიობა მონათვაჭრობას უძველესი პერიოდიდან მისდევდა, მაგრამ მე-16 საუკუნის 50-იან წლებსი ამ სამარცხვინო საქმიანობის მასშტაბები მკვეთრად გაიზარდა. მილიონობით აფრიკელი დაატყვევეს და ოკეანის გაღმა, ამერიკასი გადაიყვანეს. ისინი ვინც მოგზაურობას ცოცხალი გადაურჩა , მონებად გაყიდეს. მონებს ისეთ მძიმე პირობებში ამუშავებდნენ, რომ უმრავლესობა რამდენიმე წელიწადში იღუპებოდა.

მე-16 საუკუნიდან ევროპიდან მოსულ ახალმოსახლეებს ვესტ-ინდოეთსა და სამხრეთ ამერიკაში შაქარი და თამბაქო მოჰყავდათ. თავიდან უზარმაზარ პლანტაციებში სამუშაოდ ადგილობრივ მოსახლეობას იყენებდნენ, მაგრამ 1550 წლისათვის იმდენი ადამიანი დაიღუპა რომ ახალი მუსახელი გახდა საჭირო.

პორტუგალიელებს აფრიკის დასავლეთ სანაპიროებზე კოლონიები ჰქონდათ. სწორედ პორტუგალიელებმა დაიწყეს მეტოქე ტომების მიერ დატყვევებული აფრიკელების შესყიდვა. ტყვეებს ერთმანეთზე ჯაჭვებით აბავდნენ და სანაპიროსკენ მიჰყავდათ , საიდანაც ამერიკაში გზავნიდნენ.

მე-17 საუკუნის დასაწყისისთვის მონათვაჭრობას ბევრი ევროპული ქვეყანა შეუერთდა. მათი გემები სამსაფეხურიან მოგზაურობას ახორციელებდენ, რომლის მარშრუტსაც სამკუთხედის ფორმა ჰქონდა .თავდაპირველად გემებს აფრიკაში იარაღი და ქსოვილი ჩაჰქონდათ. ამ საქონელს მონებზე ცვლიდნენ და ამერიკაში მიჰყავდათ. ამერიკასი მონებს შაქარზე, თამბაქოსა და ბამბაზე ცვლიდნენ და უკან ევროპასი ბრუნდებოდნენ. ამ სავაჭრო სამკუთხედს მონათვაჭრებისათვის დიდი სიმდიდრე მოჰქონდა.

გემებზე , რომლითან მონები გადაჰყავდათ, საშინელი პირობები იყო. მონები რვაკვირიანი მოგზაურობის დროს სიბნელესა და სიმჭიროვეში ჰყავდათ. ამიტომ სწაფად ვრცელდებოდა დაავადებები და მათი მესამედი იღუპებოდა .

მონების უმრავლესობა ვესტ-ინდოეთისა და სამხრეთ ამერიკის პლანტაციებში მუსაობდა. დანარჩენებს კი აშშ-ში ბამბის და თამბაქოს პლანტაციებში სამუშაოდ გზავნიდნენ. იშვიათი იყო ბატონი, რომელიც თავის მონას ლმობიერად ექცეოდა. მონებს როგორც წესი სასტიკად ეპყრობოდნენ და მთელი დღის განმავლობასი სრომას აიძულებდნენ.

ყველაზე გამბედავი მონები თავიანთი ბატონების წინააღმდეგ აჯანყებებს აწყობდნენ, თუმცა ასეთი ამბოხებები როგორც წესი მონებისთვის ცუდად სრულდებოდა. მიუხედავად ამისა, 1791 წელს ჰაიტიზე მომხდარი აჯანყება წარმატებით დასრულდა და მისი მეთაური ტუსენ ლუვერტური ჰაიტის მმართველი გახდა.

1780 წელს მრავალი ევროპელი უკმაყოფილო იყო მონათვაჭრობით. 1792 წელს დანიამ პირვემა შეწყვიტა მონათ ვაჭრობა. მომდევნო 40 წლის განმავლობაში კი მონათვაჭრობა ეტაპობრივად მთელს ევროპაში შეწყდა.

1804 წელს შეერთებულ შტატებში მონათვაჭრობა აკრძალეს, თუმცა სახრეთის შტატებში მონებს კიდევ 60 წელი იყენებდნენ. უკანასკნელი მონები 1888 წელს გაათავისუფლეს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close