საკითხავიუცნაური

პარაფსიქოლოგია


ვის არ ჰქონია ამგვარი შემთხვევა:

ფიქრობ ნაცნობზე,რომელზეც დიდი ხანია არაფერი გსმენია -რამდენიმე წამის შემდეგ კი გირეკავს ტელეფონზე.რაღაცას ფიქრობ და მოსაუბრე ზუსტად იმაზე იწყებს ლაპარაკს;კონცენტრირებას ახდენ კამათელზე,რომ ექვსიანი გაგორდეს და მართლაც-ექვსიანი ჯდება !!
საუკუნეებია ხალხი ასეთ რამეებზე ლაპარაკობს.ყველა შემთხვევისათვის საერთოა ის,რომ მათ შეიმეცნეს ან იგრძნეს ისეთი რამ,რაც ჩვეულებრივი ხუთი გრძნობის ორგანოთი (ხედვით,სმენით,ყნოსვით,გემოვნებით,შეხებით) არ აღიქმება.ზოგი თვლის,რომ აქვს ,,ზებუნებივი” ნიჭი და გააჩნია ,,მეექვსე გრძნობა”,რომლითაც წინასწარ გრძნობს ისეთ რამეს,რაც ხდება ძალიან შორ მანძილზე ან მოხდება მომავალში.დიდხანს ასეთ შესაძლებლობებს ეშმაკთან ან სულებთან კავშირით ხსნიდნენ.მხოლოდ რამდენიმე ათასწლეულია,რაც ამით სერიოზული მკვლევარები დაინტერესდნენ,ისინი თავიანთ თავს ,,პარაფსიქოლოგებს” უწოდებენ.ბერძნული ანბანის ბოლოსწინა ასოს
მიხედვით ამ საიდუმლოებით მოცულ უნარებს ,,PSI-ძალებს” ანუ ,,ზეგრძნობით აღქმასაც” ეძახიან.
მეცნიერებისთვის დღემდე უცნობია რაიმე სხვა საშუალება,რომლის დახმარებითაც ტრადიციული გრძნობის ორგანოების ჩარევის გარეშე შევძლებდით ინფორმაციის ტვინიდან ტვინში გაცვლას,მომავლის ხედვას ან გონების დაძაბვით საგნების,მაგალითად კამათლების გადაადგილებას. ზეგრძნობითი შესაძლებლობის არსებობა ნათლად რომ დაესაბუთებინათ, მოხდებოდა სენსაცია,რაც დიდ გავლენას მოახდენდაჩვენს დღევანდელ წარმოდგენაზე სამყაროს შესახებ

დამთხვევა თუ PSI ?
რაინის ექსპერიმენტის იდეა შემდეგში მდგომარეობს: სუფთა სტატისტიკის ვალსაზრისით,მოსალოდნელია,რომ ყოველ თამაშში მოხდეს ხუთი კარტის ამოცნობა და 20-ის აცდენა.ბევრად უფრო მეტის ამოცნობის შემთხვევაში საქმე შეიძლება გვქონდეს Psi-სთან.თუმცა,ასეთი შედეგის მისაჭცევად ძალიან ბევრი ცდის ჩატარებაა საჭირო.როგორც კამათლების გაგორებისას, როცა ზედიზედ სამჯერ და ოთხჯერაც კი მიყოლებით ექვსიანი ჯდება, ასეთივე დამთხვევა შეიძლება მოხდეს კარტების ამოცნობის დროსაც.ყოველ შემთხვევაში,აქამდე ყველა ცდა დამთხვევის და არა Psi ფენომენის სასარგებლოდ მეტყველებს.

P.S წინა ოთხშაბათს ექიმ ჰაუსს ვუყურებდი…ესეთი სერია იყო:ექიმი ჰაუსი კომპიუტერით ელაპარაკებოდა მის პაციენტს რომელიც ქალაქიდან შორს იყო სად არ მახსოვს ხოდა ჰაუსი ელაპარაკებოდა კომპიუტერით პაციენტს და ჰაუსმა თქვა კავშირი წყდებაო,დაამთავრა თუ არა წინადადების თქმა და მაშინვე შუქები ჩაქვრა :D . 10 წუთი აზრზე ვერ მოვდიოდი :D
თუ რამე საინტერესო ამბავი მოგსვლიათ (პოსტიდან გამომდინარე) დაწერეეთ :yes:

თეგები
Close
Close