გამოგონებავიდეოებისასარგებლო

ყველა დროის ტექნოლოგიური გიგანტები (ნაწილი 1)

ამ პოსტში თქვენ ნახავთ ტექნიკის მწარმოებელ გიგანტებს (SIEMENS, PANASONIC, TOSHIBA)

SIEMENS

სიმენსი არის გერმანული ტექნიკის მწარმოებელი კომპანია,რომელსაც უდიდესი ისტორია გააჩნია რადგან სამყაროს უკვე 1847 წელს მოევლინა ,შტაბბინები მიუნხენში და ბერლინში არიან განთავსებული. ის არის ევროპის უდიდესი ტექნიკის მწარმოებელი კომპანია.

კომპანია ძირითადად ორიენტირებულია ინდუსტრიაზე, ტრანსპორტირებაზე და ჯანდაცვაზე. კომპანიას თავისი წარმომადგენლობები გააჩნია მსოფლიოს 190 ქვეყანაში და დასაქმებული ჰყავს 360 ათასზე მეტი ადამიანი.სიმენსის წლიური ბრუნვა შეადგენს დაახლოებით 73 მილიარდ ევროს.

PANASONIC


პანასონიკი იაპონური კორპორაციაა,ის დაარსდა 1918 წელს,რის შემდეგაც ძლიერ გაიზარდა და გაუტოლდა სხვა იაპონურ ფირმებს როგორებიცაა Sony, Toshiba, Sharp Corporation.პანასონიკის საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ელექტრო ტექნიკის წარმოებით, რადგან მის მომსახუროებებში შედის კერძო სახლების რემონტიც. კომპანია მსოფლიში მეოთხე ადგილზეა ტელევიზორების წარმოებაში.კომპანიის შემოსავალმა 2013 წელს 76 მილიარდ დოლარს მიაღწია. პანასონიკის შტაბბინა განთავსებულია იაპონიის ქალაქ კადომაში.

TOSHIBA

ტოშიბა არის იაპონური ელექტრონიკის მწარმოებელი კომპანია. ის დაარსდა 1939 წელს, მისი შტაბბინა არის ტოკიოში. კომპანია გამოირჩევა მრავალ მილიარდიანი შემოსავლით და დასაქმებული ჰყავს 209 ათას ადამიანზე მეტი მტელი მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიას თავდაპირველად ეწოდებოდა Tokyo  Shibaura Electric  K. K.  შემდეგ კი 1978 წელს სახელი გადაარქვეს და ეწოდა TOSHIBA.

ტოშიბა დიდ ყურადღებას აქცევს ასევე სამედიცინო სფეროს და ინოვაციურ ტექნოლოგიებს. იაპონიის ერთერთ უდიდეს იპოდრომზე  არის ტოშიბას რეკორდული ზომის ეკრანი რომელზეც მაყურებლებს შეუძლიათ ადევნონ თვალყური დოღს თვალების დაძაბვის გარეშე

ტოშიბას ნოუთბუქის კრეატიული რეკლამა

Sharp Corporation

შარპიც გახლავთ იაპონური ტექნიკის მწარმოებელი კომპანია რმელიც დაარსა 1912 წელს ტოკუში ჰაიაკავამ. 2011 წლის მონაცემებით შარპს 55 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 2000 წლიდან კომპანიამ ხელი მიჰყო LCD პანელების წარმოებას რომელშიც საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია, ძალიან პოპულარულია შარპის სამოც ინჩიანი და უფრო დიდი პანელები. (პატარა ინფორმაცია ფეხბურთის ფანებისათვის – შარპი 1983 წლიდან 2000 წლამდე იყო ცნობილი ინგლისური კლუბის მანჩესტერ იუნაიტედის სპონსორი, შარპის ლოგო იყო მაისურის წინა მხარეს გამოსახული. ამ 17 წლის განმავლობაში კლუბმა მოიგო მრავალი პრესტიჟული თასი მათ შორის ჩემპიონთა ლიგის თასიც)

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close