არქივი

ძილი და სიზმარი

fl0r

ჩემი ეს პოსტი შეეხება ძილსა და სიზმარს. მოგონი საინეტერესო იქნება თქვენთვის. 

სიცოცხლის მესამედის ძილში გატარება თითქოს დროის უქმად ხარჯვად გვეჩვენება, მაგრამ ძილი ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. მაგალითად 12 წლის ადამიანს 4 წელი ძილში აქ გატარებული. იგი, ასევე, უდიდესი აქტივობის პერიოდია, რომელიც უამრავ არაბუნებრივ საოცრებას მოიცავს.

სამი-ოთხი წლის ბავშვების უმეტესობას მთელი ღამე მშვიდათ სძინავთ, დაახლოებით 12 საათის განმავლბაში და დღისითაც იძინებენ. ექვსი წლის ბავშვს ღამით ათი საათი სძინავს, ხოლო თორმეტი წლის მოზარდისთვის ღამით 9 საათი ძილიც საკმარისია. ეს არის ზოგადი მცნება ძილის შესახებ, მაგრამ ყველა ადამიანს ძილის ინდივიდვალური დრო გააჩნია.

ჩვეულებრივ, ღამის განმავლობაში, ორგანიზმი ცვალებადობას განიცდის ორი ტიპის ძილს შორის, ესენია ღრმა ნელი და პარადოქსული სწრაფი ძილი.

მეცნიერებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა სწრაფი, პარადოქსული ძილი. ლაბორატორიებში მოხალისეები მეცნიერებს შესაძლებლობას აძლევენ საკუთარი ტვინი ტალღები ელექტროენცოფალოგრამაზე დააფიქსირონ. ასე, რომ მკვლევარებს მეტის გაგება შეუძლიათ.

მიჩნეულია, რომ ყველა ჩვენგანი ღამე სიზმრებს ხედავს და ეს ძირითადად სწრაფი ძილის დროს ხდება. გახსოვთ თუ არა სიზმარი ეს ნაწილობრივ იმაზეა დამოკიდებული თუ როდის გაიღვიძებთ. თუ სწრაფი ძილის დროს იღვიძებ სიზმარი კარგად გახსოვს.

სიზმრის დამახასიათებელი ნიშნებია ძირითადად ვიზვალურია, არ არის ფერები სუნი გემო და ა.შ. საუკუნეების განმავლობაში ადამიანები ცდილობდნენ სიზმრის ახსნას. ერთ-ერთი ახსნის მიხედვით კი ის მისტიკური მოვლენაა, რადგან სიზმრის დროს გონებას შეუძლია სხვადასხვა დროში, ადგილსა და განზომილებაში გადავიდეს. ზოგჯერ კი მომავალსაც ნახულობენ, რომელსაც წინასწარმეტყველური სიზმრები ეწოდება.

(პ.ს. ძაანაც ნუ გამაკრიტიკებთ რადგან ეს ჩემი პირველი პოსტია)

 

მსგავსი ამბები

Back to top button