საკითხავისასარგებლოუცნაური

ცნობილი ადამიანების ფობიები: ნაწილი 1

თუკი გულწრფელები ვიქნებით, ნუთუ შეიძლება ახლა ამ პოსტს ისეთი ადამიანი კითხულობდეს ვისაც არაფრის ეშინია? მიუხედავად იმისა, რომ ბევრს შეიძლება აღიარება არ სურდეს, ეს თითქმის შეუძლებელია. მაგრამ იმაში, რომ გქონდეს ერთი, ორი ან თუნდაც მეტი ფობია სამარცხვინო არაფერია, ეს ბუნებრივიცაა, ადამიანის არსებობის ნაწილი.
ასე, რომ გამონაკლისი არც ის ადამიანები არიან რომლებსაც მთელი მსოფლიო იცნობს, ისინიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან. მოდით ვნახოთ თუ რისი ეშინიათ ჩვენს საყვარელ განთქმულ ადამიანებს:

განთქმულს ადვოკატს ტიმოტი ლერის (Timothy Leary) ჰქონდა პარიკმახერების სასიკვდილო შიში. მან საკუთარი თმების შეჭრა 9 წლის ასაკიდან დაიწყო. ის სალონში შესვლაზეც კი უარს ამბობს.

გუსტავ ეიფელს (Gustave Eiffel) ეიფელის კოშკის დიზაინერს საშინელი შიში ჰქონდა სიმაღლის.

ჯონი დეპს (Johnny Depp) სასტიკად ეშინია კლოუნების. ჯონი ამბობს: “საქმე ალბათ უფრო შეღებილ სახეშია, ყალბი ღიმილი.ყოველთვის თითქოს რაღაც ბნელი და იდუმალია დაფარული ამ სახეზე, ნამდვილი სიბოროტის პოტენცია.”

მეგან ფოქსს (Megan Fox) ეზიზღება ქაღალდი. მეგანი ამბობს, რომ ეს მთლად ფობია არ არის, ეს დაახლოებით იმას გავს, როგორც ადამიანებს ჟრუანტელი უვლით დაფაზე ფრჩხილის ჩამოსმის დროს. ის ამბობ, რომ მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს გარშემო წყლის ჭიქა, რომ თითები დაისველოს სცენარის ან წიგნის ფურცების გადაშლის დროს. მას ეზიზღება მშრალი ქაღალდი.

მეთიუ მაქკონაგის (Matthew McConaughey) ეშინის მბრუნავი კარებების. ის ახლოსაც არ მივა მბრუნავ კარებებთან. მას ასევე ეშინია ტუნელების. ძალიან უცნაურია, მაგრამმას არ ეშინია ტუნელში ყოფნის, მას ეშინია იმ წერტილში დგომის სადაც ტუნელში შესასვლელი იწყება.

ალფრედ ჰიჩკოკი (Alfred Hitchcock) ცუად ხდება კვერცხებზე. შეიძლება ცოტა სასაციოდაც მოგვეჩვენოს, რომ Psycho – ს რეჟისორს ასე სძულს კვერცხები, რომლებიც ადამიანებისთვის ჩვეულებრივი საკვებია, მას განსაკუთრებით ეზიზღება თხევადი და ლორწოვანი.

როჯერ მურს (James Bond) – დიახ, თვით განთქმულ 007-ს არ შეუძლია ურალო დატენილი იარაღის ხელში ისე აღება, რომ განსაკუთრებულად არ იყოს დაცული.

ლეგენდის მიხედვით სტეფან სპილბერგს (Stephen Spielberg) ძალიან ეშინოდა მწერების.

პამელა ანდერსონს (Pamela Anderson) (ნამდვილად ირონიულია) საშინლად ეშინია სარკეების.

ეს ფობია კი ალბათ ყველასათვის ცნობილია, ჩვენი ბავშობის გამლამაზებელს ლეგენდარული მიკი მაუსის შემქმნელ უოლტ დისნეის (Walt Disney) ძალიან ეშინოდა თაგვების.

თეგები

Mary_kiki

lalala nana

მსგავსი ამბები

Close
Close