ახალი ამბებისაკითხავიუცნაური

ცხოველების ახალი, უცნაური ტიპები

ახლა გაჩვენებთ ცხოველებს, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს და იმდენად სიმპატიურად გამოიყურებიან, რომ გადაწყვიტეს ისინი ჩვენთვის უფრო ახლოს გაეცნოთ. რათქმაუნდა ამის გაკეთება ცოცხლად შეუძლებელია, მაგრამ სავსებბით შესაძლებელია სოციალური ქსელის საშუალებით.

ალინგუიტო – ენოსტისებრთა ჯიშის ყველაზე პატარა წარმომადგენელი, რომელიც რაღაცით მოგვაგონებს პატარა სათამაშო დათვს ან საყვარელ კნუტს. ალინგუიტო ითვლება ყველაზე პირველ ხორცისმჭამელ ძუძუმწოვრად, რომელიც აღმოჩენილი იქნა უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში. ის აღმოაჩინეს ეკვადორში 2006 წელს.

მუნგო დარელლა – მტაცებელი ძუძუმწოვარი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მადაგასკარის კუნძულზე ბინადრობს. იწონის დაახლოებით 500 გრამს. ეს ტიპი აღმოჩენილის იყო 2004 წელს , მაგრამ საბოლოო დახასიათებისა და თვისებების აღმოჩენას დაახლოებით 6 წელი დააგვიანდა.

Styloctenium mindorensis – ითვლება ხილის ღამურად, თუმცა ბევრი მას ფრთოსნებსაც მიაკუთვნებს. ის აღმოჩენილია 2007 წელს ფილიპინების კუნძულ მინდოროზე. ამ მომენტში მისი ნახვა მხოლოდ მანდაა შესაძლებელი

საოლუ – მას აზიურ მარტორქას ეძახიან. ექსპერტებს თვალში ის მხოლოდ 1992 წლიდან მოხვდათ თვალში. ის ფართოდ ბინადრობს ლაოსისა და ვიეტნამას ჯუნგლებში.

Cheirogaleus lavasoensis – თაგვისებრთა ლემურის ჯიში, რომელიც აღმოჩენილ იქნა ჯერ კიდევ 12 წლის წინ. მიუხედავად ამისა აღწერილ იქნა მხოლოდ წელს. ეს კუნძულ მადაგასკარის კიდევ ერთი უნიკალური ბინადარია.

ბირმანული კურნოსა მაიმუნი, ბუნებისათვის ცნობილია მხოლოდ 3 წელია. ცხვირის ამ უცნაური აგებულების გულისთვის საბრალო წვიმის დროს მუდამ აცემინებს. ის ბინადრობს ბირმის სამხრეთ ნაწილში.

Cercopithecus lomamiensis – უკვე დიდიხანია ცნობილია ლესულას სახელით, მაგრამ მიუხედავად ამისა ექსპერტებმა მას მიაგნეს მხოლოდ 2007 წელს. ეს საოცრადუცნაური გარეგნობის პრიმატი ყოველთვის დიდი და ჩაფიწრებული თვალებით იყურება. ის მაიმუნისებრთა ჯიშს მიეკუთვნება.

საბოლოოდ კი გაგაცნობთ მსოფლიოს ყველაზე პატარა ბაყაყს, რომელიც ასევე ყველაზე პატარა ქვეწარმავლადაც ითვლება. მისი სახელია – Paedophryne amanuensis. აღმოჩენილ იქნა 6 წლის წინ. ასეთი ბაყაყის მაქსიმალური სიგრძეა – 7,7 მილიმეტრი. ასეთი ბაყაყის ტიპი ჯერჯერობით მხოლო ახალ გვინეაშია. ამ ბაყაყის ყიყინი უფრო მწერის წრიპინს გავს.

თეგები

Mary_kiki

lalala nana

მსგავსი ამბები

Close
Close