გართობაუცნაური

საშიში ისტორიები ნაწილი 8

tumblr lmngenf1jF1qzlic2o1 500

შეშლილი ქალის დღიურები
ნაწილი I
ჩემი სახელია ლაშა 25 წლის ვარ ეს ამბავი რომ მოხდა 18 წლის ვიყავი მეგონა საგიჟეთში დავასრულებდი სიცოცხლეს მაგრამ უფლის განგებითა და დახმარებით შევძელი მდგომარეობიდან გამოვსულიყავი თუმცა მივხვდი რომ ამ ამბავზე არავისთან კრინტი არ უნდა დამეძრა თუ მსურდა ადამიანებს შეშლილი არ ვგონებოდი რადგან გაინტერესებთ ჩემი ამბავი მოგითხრობთ თავად განსაჯოს მკითხველმა ჭეშმარიტია თუ არა იგი ამ ამბის შემდეგ მივხვდი რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში რომლის შესახებაც თითქმის არაფერი ვიცით ჩვენ ყოველ დღე ვეხებით იდუმალ და მისტიურ არსებებს რომელთა დანახვაც არ ძალგვიძს მე მივხვდი რომ ჩვენ ფართოდ დახუჭული თვალებით ვცხოვრობთ
თბილისში დავიბადე წარმოშობით ხევსურეთიდან ვარ თუმცა ჩემი ოჯახი მშობლები და ძმა თბილისში ვცხოვრობთ მხოლოდ ზაფხულობით თუ ჩავიდოდით ხოლმე ხევსურეთში ბებოსთან და პაპასთან განსაკუთრებით მიყვარდა ხევსურეთი ცხენზე ჯირითი ბებიაჩემი მზევინარის უცნაური ამბების მოსმენა საღამოობით მიყვარდა ქვეყნიერების ყურება ღრუბლებს ზემოდან
პაპა რომ გარდაიცვალა 15 წლის ვიყავი მშობლების დაჟინებული თხოვნის მიუხედავად ბებიაჩემმა ხევსურეთში დარჩენა და მარტო ცხოვრება გადაწყვიტა თუმცა ჩვენს სოფელში სულ რამდენიმე ოჯახიღა იყო დარჩენილი და ხანდახან ზამთრობით, თითქმის შეუძლებელი იყო იქ მიღწევა მზევინარი მიუხედავად ასაკისა და მარტოხელობისა მაინც ახერხებდა ცხოვრებას და ხანდახან ჩვენც კი გვეხმარებოდა რითიც შეეძლო მე კი როგორც კი არდადაგები მეწყებოდა, მაშინვე ხევსურეთში გავრბოდი ბებოსთან, ვეხმარებოდი და საღამოობით უცნაურ ამბებს ვაყოლებდი ბებოს ოთახში მიყვარდა ყოფნა, მის ძველ საწოლზე წამოწოლა და მთების ყურება მაგრამ ბებო არასდროს მრთავდა ნებას მასთან ერთად დამეძინა, ყოველთვის სხვა ოთახში მიშვებდა ხოლმე თავიდან მწყინდა მაგრამ მერე გავუგე ის ხომ ძველი ყაიდის ხევსური ქალი იყო და ალბათ მაინც უხერხულობას გრძნობდა ჩემ გამო
18 წლის ვიყავი, მაისის ბოლო იყო. იმ წელს ჩაბარებას ვაპირებდი და სულ ვმეცადინეობდი სოფელში წასვლას მხოლოდ გამოცდების შემდეგ თუ შევძლებდი. თუმცა უკვე მენატრებოდა ამწვანებული მთების ყურება, ჩემი ცხენი, მზევინარის გაკეთბული ხინკალი.
დაგვირეკეს, გვითხრეს მზევინარი ცუდად არის, ახლავე თუ წამოხვალთ იქნებ მოუსწროთო დედას არ უნდოდა ეს ამბავი გამეგო, იცოდა როგორ მიყვარდა ბებო და სწავლას გულს ვეღარ დავუდებდი რამე რომ მომხდარიყო ბებოს მეზობელს დავურეკე, ხევსურმა პირდაპირ მითხრა, ახლავე წამოდი თუ კაცი ხარ, სულ შენს სახელს ახსენებს მზევინარიო. მეც ჩემი გადანახული თანხითა და მეგობრების დახმარებით შევძელი მაშინვე მეშოვა ტაქსი და ხევსურეთისკენ გავემგზავრე, სახლში არავისთვის არაფერი მითქვამს.
სოფელში რომ მივედი უკვე დაბინდებული იყო. სახლთან მეზობლებს მოეყარათ თავი. ბებოს ოთახში შევვარდი თავს ქალები ადგნენ. ბებოს თვალები დახუჭული ჰქონდა, ხელები გულზე დაკრეფილი. რა ხდება-მეთქი? – ვიყვირე. ქალებმა მითხრეს, რომ მზევინარი რამდენიმე საათს ბოდავდა, ჩემს სახელს ახსენებდა, მერე ერთი ამოიოხრა და გაჩუმდა. ზოგი ამბობდა მოკვდაო, ზოგიც ამბობდა ჯერ კიდევ აქვს სუსტი პულსი და ჯერ კიდევ ცოცხალიაოექიმს ელოდებოდნენ. ბებო ჯერ კიდევ თბილი იყო, მის საწოლთან დავიჩოქე. მინდოდა ხმამაღლა მეღრიალა, მაგრამ ხევსურეთში ხევსური კაცი ქალებთან ხომ არ დავიწყებდი დიაცურად მოთქმას. ხალხს ვთხოვე მარტო დავეტოვებინე მზევინართან.
ყველა გაიკრიფა, მარტო დავრჩი. მისი ხელები ავიღე, ვაკოცე. ცრემლები წამომივიდა. ხმამაღლა ვტიროდი.
ნუ ტირი, შვილო“- მითხრა ბებიაჩემმა და თავზე ხელი გადამისვა. ცოცხალი ხარ. ცოცხალი ხარ, ბებო. ხელზე ვაკოცე ვიფიქრე ალბათ გული წაუვიდა და ახლა გამოფხიზლდა, ჩემი მოსვლა იგრძნო-მეთქი
მალე მოვკვდები, არ ინერვიულო, ოდესმე ისევ შევხვდებით. ეს სახლი შენია, შეგიძლია ყველაფერი წაიღო, მაგრამ ხელს ნუ ახლებ სკივრს და დღიურს. ის დღიური ამ სახლში უნდა დარჩეს სამუდამოდ. დაიმახსოვრე – მითხრა მზევინარმა.
მე ძალიან აღელვებული ვიყავი, მისი საწოლის წინ დაჩოქილმა თავი მუცელზე დავადე, როგორც ბავშვობაში ვიცოდი ხოლმე. ბებო აღარ მეფერებოდა. „შენ რომ მომკვდარიყავი გამოცდებს ვეღარ ჩავაბარებდი, გეფიცები – ვუთხარი მე მზევინარი დუმდა თავი რომ ავწიე, მას კვლავ დახუჭული ჰქონდა თვალები, ხელი კი ძირს ჩამოვარდნოდა. ბებო, ბებო, ვყვიროდი მე. ის კი ხმას არ მცემდა. ოთახში ხალხი შემოვიდა. ექიმი მოსულიყო.
ექიმმა თქვა, რომ მზევინარი ამ დროისთვის, სავარაუდოდ უკვე 3-4 საათის გარდაცვლილი იყო მე ვამტკიცებდი, რომ ეს შეუძლებელი იყო, რადგან რამდენიმე წუთის წინ მელაპარაკა, მაგრამ ჩემი არ სჯეროდათ. სამედიცინო დასკვნა სხვა რამეზე მეტყველებდა.
ჩემები გვიან ჩამოვიდნენ. ქართული ადათის მიხედვით დავკრძალეთ ბებო, პაპას გვერდით. უზომოდ დამამწუხრა მისმა სიკვდილმა. მამაჩემი ექიმია, სამსახურიდან ძლივს გაენთავისუფლა, მალე უნდა დაბრუნებულიყო. ჩემი უფროსი ძმაც მუშაობდა. მე სოფელში დარჩენა მინდოდა იმ წელს ჩაბარებას აზრი აღარ ჰქონდა, მეცადინეობას გულს ვერ დავუდებდი. დედას და მამას გამოვუცხადე, რომ სოფელში დავრჩებოდი, ორმოცამდე მაინც ძალიან არ უნდოდათ ჩემი მარტო დატოვებამითუმეტეს ახლა, როცა მზევინარიც აღარ იყო. მაშინ დავპირდი, რომ ჩემს მეგობარ ნუკრის დავაძინებდი ხოლმე ჩემთან ერთად, რათა თავი მარტო არ მეგრძნო და ძალიან არ მედარდა, ამ ცივილიზაციიდან მოწყვეტილ ადგილას, სადაც არც ინტერნეტი იყო და ტელეფონიც მხოლოდ კონკრეტულ ადგილებში იჭერდა.
ჩემები გავაცილე თუ არა, ჩემი ლოგინი ბებოს საწოლზე გადავიტანე. გადავწყვიტე ტრადიცია დამერღვია და პირველად ამდენი წლის შემდეგ ნატვრა მესრულებინა, ბებოს ოთახში მის საწოლზე დამეძინა ცხადია ნუკრისთვის არაფერი მითქვამს, ისღა მაკლდა ვიღაცას ეფიქრა ამხელა კაცს სახლში მარტო დარჩენის ეშინიაო. თანაც მინდოდა მარტო ყოფნა.
დაძინებამდე ცოტა ვიკითხე, მარა აზრს ვერ ვატანდი. სინათლე ჩავაქრე და ფიქრს მივეცი თავი თან ვარსკვლავებს ვუჭვრეტდი ფანჯრიდან. არ მახსოვს როგორ ჩამეძინა. ხმაურმა რომ გამომაღვიძა სრული სიბნელე სუფევდა ირგვლივ.©  ვერ მივხვდი რისი ხმაური იყო, ან საიდან მოდიოდა, რადგან ახლა არაფერი ისმოდა. ჩამთვლიმა როცა კვლავ შემომესმა რაღაც. თითქოს ვიღაც აკაკუნებდა. დავაყურადე. სრული სიბნელე და სიჩუმე მეფობდა. ვიფიქრე ალბათ მეჩვენება მეთქი. შემდეგ კი სრულიად გარკვევით გავიგონე კაკუნის ხმა და ამ ხმამ საწოლიდან წამომაგდო. გული გამიცივდა შიშისგან. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ეს კაკუნის ხმა საწოლის ქვემოდან მოდიოდა. საწოლიდან წამოვხტი, სიბნელეში მაგიდას დავეჯახე. მაგიდაზე ჭიქა იდგა, რომელიც გადმოვარდა და გატყდა ამ საშინელ აურზაურში გული შემეკუმშა შიშისგან სიბნელით იყო სავსე ოთახი. ყველგან სიბნელე და იდუმალი კაკუნი სუფევდა. სუნთქვა შემეკრა კვლავ სრული სიჩუმე. ცოტა დავმშვიდდი და სიბნელეში საგნების გარჩევა დავიწყე. ძლივს ძლიობით ფარანი ვიპოვე მაგრამ სინათლე არ იყო. მერე საიდანღაც სანთელი გამოვძებნე და ხელის კანკალით ავანთე. სინათლემ ბებოს ოთახს ძველი მშობლიური ელფერი შესძინა. კიდეც გამეცინა საკუთარ თავზე, როგორ შემეშინდა ალბათ კატა იყო, ან რაღაც ცხოველი. ბებოს საწოლის ქვეშ შევიხედე არაფერი იყო.
კაკუნი. კვლავ კაკუნი. ეს ხმა იატაკიდან მოდიოდა. თითქოს იქ ვიღაც იყო კვლავ შიშმა დამრია ხელი. თითქოს ადგილზე გავქვავდი, ნაბიჯს ვეღარ ვდგამდი. სრული სიჩუმე ჩამოწვა სანთელი დნებოდა. როგორღაც ძალა მოვიკრიბე, დავიხარე და იატაკზე მეც დავაკაკუნე.. და ერთი, ორი, სამი წამის შემდეგ იმანაც დააკაკუნა მე ახლა განსხვავებულად დავაკაკუნე ორჯერ გადაბმით და შემდეგ ერთხელ. რამდენიმე წამის შემდეგ, მანაც იგივე თანმიმდევრობით დააკაკუნა. ეჭვი არ იყო, იქ ქვემოთ ვიღაც თუ რაღაც იყო, რომელსაც ჩემთან კონტაქტში შემოსვლა სურდა.

 

შეშლილი ქალის დღიურები
II ნაწილი
ჩვენი სახლი მთის წვერზე იდგა, ერთი მხრიდან კლდე ჰქონდა, მეორე მხრიდან ჩვეულებრივ ეზო. © Nimpa სახლი ტერასული პრინციპით იყო ნაშენი და პირველი სართული ერთი მხრიდან თუ პირველი სართული იყო, მეორე მხრიდან მეორე სართულს წარმოადგენდა. სახლს სარდაფიც ჰქონდა, © Nimpa მაგრამ არ მახსოვს ოდესმე იგი ვინმეს გამოეყენებინოს, ამიტომ დიდი ხნის დავიწყებული მქონდა მისი არსებობა და მხოლოდ ახლა გამახსენდა, რომ შეიძლება ეს რაღაც სარდაფში იყო. გულზე მომეშვა,© Nimpa ალბათ კატა ან ძაღლი შეძვრა სარდაფში, ვეღარ გამოდიოდა ჩემი ფეხის ხმა გაიგო და ამ გზით ცდილობდა ხმა მიეწვდინა სულიერი არსებისთვის. ცხოველები ძალიან მიყვარს და მაშინვე გადავწყვიტე გამენთვისუფლებინა საბრალო ცხოველი,© Nimpa როცა წარმოვიდგინე რა საშინელი სიკვდილი ელოდა. შიმშილით სიკვდილი უკაცრიელ სარდაფში.
ჩავიცვი. © Nimpa ფანარი ავიღე და სახლს მოვუარე. სარდაფის შესასვლელი სახლის უკანა მხარეს იყო, საითაც ძალიან იშვიათად გავდიოდი ბებოს სიცოცხლეშიც. სარდაფს უზარმაზარი ბოქლომი ეკიდა.© Nimpa გამიკვირდა, ნეტავ რას ინახავდნენ ამისთანას ამხელა ბოქლომი რომ ჩამოეკიდათ ამ ღვთისგან დავიწყებულ ადგილას,© Nimpa სადაც სულ რამდენიმე კომლიღა ცხოვრობდა და არათუ ქურდი, იქ მაცხოვრებლებიც აღარ აკითხავდნენ საკუთრ სახლებს.
გასაღები არ მქონდა,© Nimpa როგორღაც პაპას ლომი ვიპოვე და ბოქლომი ჩამოვგლიჯე, სარდაფის კარი ძალიან ძველი იყო, ხე დარბილებულიყო, თითქმის დამპალი იყო უკვე.
სარდაფის ორივე კარი გაიღო და იქიდან სიბნელე და სიძველის სუნი გამოვარდა. ტანში გამაჟრჟოლა, © Nimpa თითქოს უეცრად აცივდა.
სარდაფში სანამ შევიდოდი მზევინარის სიტყვები გამახსენდა რაღაც სკივრზე, რომელიც მთელი© Nimpa ამ დროის მანძილზე არც კი მომგონებია. შესანიშნავად ვიცოდი სახლის ყოველი კუთხე კუნჭული და იქ არანაირი სკივრი არ მეგულებოდა. იქნებ სწორედ აქ იყო ეს სკივრი,© Nimpa რომელიც ახსენა სიკვდილის წინ მზევინარმა. ამ ყველაფერზე რომ დავფიქრდი, კიდევ ერთხელ გამაჟრჟოლა ტანში და შიშმა ამიტანა. ვიფიქრე გათენდება და მერე შევალ-მეთქი ამ სარდაფში.© Nimpa ჩემს ოთახში დავბრუნდი, გავიხადე და დავწექი.
გამთენია იქნებოდა რომ გამეღვიძა. იატაკიდან უკვე არა კაკუნის არამედ დარტყმების ხმა ამოდიოდა. © Nimpa თითქოს რაღაც ძალიან ღონიერი იყო ქვემოთ და ზემოთ ამოსვლას ლამობდა. ასეთი ხმაურის გამოწვევა არც ერთ ცხოველს არ შეეძლო. ძალზედ შემაფიქრიანა ამ ამბავმა.© Nimpa მაშინვე ავდექი და გარეთ გავედი. შიშით დაზაფრული და სიცივისგან გაყინული დავხვდი მზეს.© Nimpa რომ გათენდა შიშმა უკან დაიხია და წუხანდელი ბრახუნი გაზვიადებულად მომეჩვენა, თუმცა ოთახში შესვლა მაინც მეშინოდა. © Nimpa ასე ვიწრიალე რამდენიმე საათს, ბოლოს კი გადავწყვიტე რაც იქნებოდა იქნებოდა.© Nimpa სარდაფში უნდა შევსულიყავი და მენახა რა ხდებოდა.

 

შეშლილი ქალის დღიურები
III ნაწილი
გარეთ დღე იყო, მაგრამ სარდაფში მაინც ბნელოდა, თუმცა იმდენად აღარ მეშინოდა. ფანარი ავიღე, ხელში კეტი დავიჭირე და თამამად შევედი ნესტიან, ობობიან სარდაფში. საგნების გარჩევა რომ შევძელი დავინახე რომ არაფერი იყო. ველოდი რომ რაღაც განსაკუთრებული დამხვდებოდა, რაღაც უცნაური, ან ცხოველი, ან ფრინველი ან რაიმე სხვა, მაგრამ იქ არაფერი იყო. ძველი ბოთლები და ქილებიც კი არ იყო. გამიკვირდა. როგორც ჩანს ჩემი ბებია და პაპა მას თავისი დანიშნულებისამებრ არ იყენებდნენ და არც არასდროს გამოეყენებინათ, რადგან არანაირი კვალი არ ჩანდა. ირგვლივ მხოლოდ ცარიელი კედლები იყო, რომლებიც ობობის ქსელებს დაეფარა. ბებოს ოთახში ამოვბრუნდი. ვიფიქრე ალბათ რამე ცხოველი იყო და კარი რომ გავაღე უკვე გავიდა-მეთქი. საჭმელს ვჭამდი, როცა კვლავ შემომესმა ბრახუნის ხმა. ეს უკვე აღარ იყო სახუმარო. ცოტა დამაკლდა მეზობლებთან არ გავიქეცი დასაძახებლად, რომ თვითონაც გაეგოთ ეს უცნაური ხმა, მაგრამ კვლავ იმაზე დავიწყე ფიქრი, ვაითუ მეჩვენება, გავგიჟდი და ხალხმა სასაცილოდ ამიგდოს მეთქი. სხვა გზა არ მქონდა, ისევ იმ წყეულ სარდაფს მივაშურე.
ქვემოთ რომ ვიყავი, ვცდილობდი გამომეცნო სახლის რა ნაწილი იყო ეს და ჩემდა გასაოცრად აღმოვაჩინე, რომ ბებოს ოთახში გასასვლელის ადგილას კედელი იყო ამოშენებული. ის ადგილი საიდანაც მოდიოდა ხმა ვიღაცას კედლით ამოეშენებინა. ან იქნებ არც იყო იქ არაფერი, მაგრამ მაშინ საიდან მოდიოდა ხმა. გაცოფებულმა და გაკვირვებულმა პაპას ლომს დავავლე ხელი და რაც ძალი და ღონე მქონდა კედელს დავცხე. რამდენიმე დარტყმის მერე, როცა იმედი გადამეწურა, რომ კედლის მიღმა მართლა რამე დამხვდებოდა, რამდენიმე აგური გადავარდა. კვლავ რამდენჯერმე გამეტებით დავცხე ლომი. მალე კედელში პატარა ხვრელი გაჩნდა, საიდანაც ჩემს გასაკვირად სინათლე გამოდიოდა. ამ ხვრელში ვერ გავეტეოდი, დანგრეულმა აგურებმა მტვერი დააყენა და არაფრის გარჩევა არ შემეძლო. საღამომდე ვმუშაობდი, მანამ სანამ კედელში იმხელა ნახვრეტი არ გაჩნდა შიგ შესვლა რომ შემძლებოდა. უკვე ბნელოდა მუშაობას რომ მოვრჩი. სარდაფში სინათლე არ იყო. გადავწყვიტე ხვალ დილით ადრე მენახა ჩემი აღმოჩენა. მანამდე კი ჩემს ძველ ოთახში დამეძინა, სადაც ხმაური არ შემაწუხებდა.

 

გაგრძელება იქნება…

წყარო: facebook-ის გვერდი: იდუმალი და საშიში ისტორიები

sali

me var salome
Back to top button