ოპერის დაბადება
ოპერა პირველად რენესანსის დროინდელ იტალიაში გამოჩნდა, როგორც გართობის ელემენტი. მან ხალხში სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და მალე ავროპის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა.
ოპერა სინთეზური ჟანრია, აერთიანებს მუსიკის, დრამატურგიის მხატვრობისა და ქორეოგრაფიის ელემენტებს. ოპერის მიმდინარეობის დროს სცენურ დიალოგებს ვოკალური ანსამბლები და უნდები ცვლის, მნიშვნელოვანია ასევე ორკესტრი. ასეთი ტიპის ოპერა პირველად XVI საუკუნის იტალიაში დაიბადა.
რენესანსი პერიოდში ადამიანებს მოსწონდათ ყველაფერი, რასაც საერთო ჰქონდა ანტიკურ საბერძნეთთან და რომთან. ასე რომ, როცა ფლორენციაში სწავლულთა პოეტთა და მუსიკოსთა ჯგუფები დრამის შექმნის გზებს ეძებდნენ, აზრად მოუვიდათ ძველი ბერძნებისთვის მიებაძათ, რომლებიც, როგორც მათ სჯეროდათ, კი არ ლაპარაკობდნენ, არამედ მღეროდნენ. 1597 წელს შეიქმნა საოპერო ჟანრის პირველი ნამუშევარი ,,დაფნე” , იაკოპო პერის მუსიკაზე.
ჩვენამდე ,,დაფნეს” მხოლო მცირე ფრაგმენტებია მოღწეული. კიდევ ერთ უძველეს საოპერო ნიმუშს წარმოადგენს ,,ევრიდიკე” (1600) პერისა და კაჩინის მუსიკაზე. ეს ოპერა დადგმულია ბერძნული მითის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, ევრიდიკე, პოეტისა და მუსიკოსის ორფევსის საყვარელი მეუღლე კვდება და მიწისქვეშეთში მიდის. მისი გადარჩენის სურვილით შეპყრობილი ორფევსი მეუღლის გადასარჩენად მიდის. თავისი სიმღერის ძალით ორფევსი იმქვეყნიურ სიძნელეებს ებრძვის. მიუხედავად იმისა რომ ოპერა მითის მიხედვითაა შექმნილი, მასში ზოგიერთი დეტალი შეცვლილია. ასეთი თავისუფალი მიდგომა საოპერო ჟანრში ტრადიციად იქცა.
პირველი ოპერები არისტოგრატულ საკითხებს ეხებოდა და სპეციალურად დიდგვაროვნებისათვის იდგმებოდა. ხშირად ოპერები იმართებოდა სპეციალური ღონისძიებების დროს, მაგალითად სამეფო ქორწილებში და დიდებულების სხვადასხვა მეჯლისებზე.
პირველი ოპერები ძირითადად სიმღერებისაგან შედგებოდა . 1607 წელს დიდმა კომპოზიტორმა მონტევერდიმ პირველად გამოიყენა ორკესტრი და ის სიმღერას შეურწყა. XVIII საუკუნის დასაწყისში კომპოზიტორი ალესანდო სკარლეტი ქმნიდა ისეთ ოპერებს, სადაც მთავრი მუსიკა იყო, ხოლო არიები ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.
ოპერა იტალიიდან ევროპის სხვა ქვეყნებში გავრცელდა. საფრანგეთში ის წარმოშობით იტალიელმა კომპოზიტორმა ლულიმ შეიტანა. ლული თვლიდა რომ თავისი მდიდრული და არისტოგრატული ხასიათის გამო ოპერა საფრანგეთის სამეფო კარს აუცილებლად მოეწონებოდა. არაერთი ოპერა დადგმულა სპეციალურად ლუი XIV -ისათვის ხოტბის შესასხმელად.
ინგლისში ოპერის ჟანრის ერთ-ერთი პირველი კომპოზიტორი ჰენრი პერსელი(1659-95) იყო. მისი პირველი საოპერო ნაწარმოები დაიდგა გოგონების სკოლისათვის, ეს იყო – ,,დიდონა და ენგეა” (1689) , ეს ნაწარმოები საპერო დარგში ერთ-ერთ შედევრად ითვლება. პერსელის შემდეგ ინგლისში იტალიური საოპერო სტილი დამკვიდრდა, რაც დღესაც წარმატებით სარგებლობს.