ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

მსახიობის კარიერა და სიყვარული : ჯულია


ჯულია რობერტსი მეტეორივით გაიჭრა ჰოლივუდის ცაზე და ლამის უკან მოიტოვა ტიტულოვანი ვარსკვლავები მერილ სტრიპი, მიშელ პფაიფერი და კიმ ბესინჯერი.აწოწილი, გამხდარი, ჩვეულებრივი გოგო ჯორჯიის შტატიდან ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ მსახიობად იქცა.ფილმისათვის რენეგატა მან შვიდი მილიონი დოლარი ჰონორარი აიღო.რეჟისორები ოცნებობენ მის გადაღებაზე.რადგან ჯულია რობერტსის სახელი აფიშაზე ფილმის წარმატების უტყუარი საწინდარია ამიტომ ჰოლივუდი ორ ნაწილად გაიყო: ერთში ის რეჟისორები არიან, რომლებსაც შეუძლიათ თავს ამის უფლება მისცენ, მეორეში კი ისინი, ვინც მხოლოდ ოცნებას სჯერდება.“

მსახიობმა მტკიცედ დაიმკვიდრა რეპუტაცია ისეთი ქალია, რომელსაც ადვილად უყვარდება ყველა თავისი პარტნიორი და ასევე ადვილად სცილდება მათ გადაღების დამთავრებისთანავე .ასე შეიყვარა და გადაიყვარა მან ლაი ნისონი თავის პირველ და ძალზე მნშვნელოვან ფილმში „;დაკმაყოფილება“,შემდეგ დილან მაკდერმოტი ქალურ ჭორებში, ისინი დაქორწინებასაც კი აპირებდნენ,მაგრამ გადაღების დამთავრებამდე ერთი თვით ადრე ჯულიამ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება. ლამაზმანზე მუშაობისას მას რიჩარდ გირი შეუყვარდა. პატრიკ ბერგინს, რომელიც მისი პარტნიორი იყო სურათში „:სევდიანი რამეევი“ როგორღაც ასცდა ეს ბედი , თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ დროისთვის ჯულია რობერტსი უკვე შეხვდა საზერლენდს. ნამდვილ ორომტრიალში მოხვედრილ მსახიობს , როგორც არასოდეს, ისე სჭირდებოდა სიმშვიდე და მხარდაჭერა.

საზერლენდს იგი აკრძალული გამოცდილების გადაღების სამზადისის დროს გაეცნო და უმალვე მოხიბლა მისმა მშვიდმა თავდაჯერებულობამ.
„- ისეთი გრძნობა მიჩნდება , თითქოს იგი 1000 წლისაა, თუმცა, მკხოლოდ ერთი წლით არის ჩემზე უფროსი.მას სული აქვს მობერებული“-ამბობს ჯულია

საზერლენდისგან მიძღვნილი ასიათასდოლარიანი ბრილიანტის ბეჭედი მათი სიყვარულის ოფიციალურ დასტურად იქცა.მოჩვენებითი კეთილდრეობის მიუხედავად ისინი მოულოდნელად დასცილდნენ ერთმანეთს, ამდენ ფილმში მონაწილეობამ ჯულია უზომოდ დაქანცა. ამას ზედ დაერთო გადაღება სტიველ სპილბერგის ახალ სურათში ანკესი, სადაც მისი პარტნიორები იყვნენ დასტინ ჰოფმანი და რობინ უილიამსი . მიოუხედავად 4 მილიონი ჰონორარისა მსახიობს გაუჭირდა შეგუებოდა მეტად მკაცრ და მომთხოვნ პარტნიორთან მუშაობის პროცესი და ყველასთვის მოულოდნელად წყვილმა ქორწილი დანიშნა, საშინელი გადაღლილობის გამო, რომელსაც საქორწინო სამზადისისც თან დაერთო , ჯულია საავადმყოფოში მოხვდა. იგი ხარკს უხდიდა თავის პოპულარობას .ამას გარდა მას არარ სჯეროდა საქმროს ერთგულებისა, რომელიც სტრიპტიზიორთან ერთად უნახავთ

ქორწილზე მოიწვიეს 600 კაცი.მზად იყო საქორწინო კაბაც რიჩარდ ტაილერის მოდელით.საპატარძლოსთვის სიამოვნება რომ მიენიჭებინა სპილბერგმა შეცვალა გადაღები განრიგი, რომ მას თაფლობისთე ჰქონოდა.თუმცა ქორწინებამდე 3 დღით ადრე ჯულიამ უარი განაცხადა ცერემონიაზე. საქმრო ჩვეულ ცხოვრებასთან გამოთხოვებას სხვა ქალებთან ერთად აღნიშნავდა, რითაც ჯულიასთვის მიცემული პირობა დაარღვია. საზერლენდი ამბობდა, რომ ქორწილი მხოლოდ გადაიდო, თუმცა ყველამ იცოდა რომ ეს ცერემოანიალი სამუდამოდ ჩაიშალა.გადასაღები მოედანი საგულდაგულოდ ჩაკეტეს ამ დღის მერე, ჯულია სტრესულ მდგომარეოიბაში იყო და ირლანდიაში გაემზავრა და უარი თქვა 20 კაციან ვახშამზე, რომელიც მისი ქორწილის წინა დღეს უნდა გამართულიყო

manowar

I'm new here

მსგავსი ამბები

Close
Close