არქივი

ორიგინალური სასტუმროები

180cc4cbe9a2
მსოფლიოში არაერთი ისეთი სასტუმროა, რომელიც სტუმრებს განსაკუთრებულ მომსახურებას სთავაზობს. მათი ოთახების ინტერიერი განსხვავებულია მიღებული სტანდარტებისაგან, რაც მსგავს სასტუმროებს მიმზიდველს ხდის.

Dog Bark Park Inn
7b70b9aa3203
ეს უცნაური ფორმის სასტუმრო აიდაჰოს შტატში, ქალაქ კოტონწუდში მდებარეობს. მისი მფლობელები მხატვრები არიან. მათ გადაწყვიტეს თავისი ორიგინალური იდეა განეხორციელებინათ. ხისგან დამზადეს ძაღლის ფორმის სასტუმრო, ხოლო მისი ექსტერიერის გაფორმებაზე რათქმაუნდა თვითონ იზრუნეს. სასტუმრო კლიენტებს სთავაზობს 2 ჯერად კვებას. პირველ სართულზე გახსნილია სუვენირების მაღაზია, სადაც სტუმრებს სამახსოვროდ პატარა ხის ძაღლები შეუძლიათ შეიძინონ.

Safari Land Farm
42ec57a5ddf4
ეს სასტუმრო ინდოეთში მდებარეობს. შენობა განთავსებულია ხეებს შორის და თვითონაც ხისგან არის დამზადებული . სასტუმროს გარშემო კი ფერმაა, სადაც მოყვანილი პროდუქტებით უმასპინძლდებიან სტუმრებს. ეს კომპლექსი ტყესთან ახლოს მდებარეობს და არსებობს იმის შანსიც, რომ ღამით ოთახში მაიმუნები გესტუმრნონ. ბუნებაში დასვენების მოყვარულებს შეუძლიათ ისარგებლონ ამ სასტუმროს სერვისით.

Drain Pipe Hotel
475fc644732d
როცა ამ სასტუმროს ნომერში გძინავს, გგონია რომ გადაბრუნებულ სოდის ქილაში იმყოფები. ეს სასტუმრო ავსტიელი თანამედროვე ხელოვნების მიმდევრების ქმნილებაა. მისი ინტერიერი მდიდრულადაა მოწყობილი.

Alcatraz Hotel
4c2c9f37a3b5
თუ ოდესმე ,,ოცნებობდით” რომ ციხეში რამდენიმე დღე გაგეტარებინათ, ეს სასტუმრო ოცნების ახდენის შესაძლებლობას გაძლევთ ( ოღონდ კვება უფასო არ არის :) . სასტუმროს ინტერიერზე ვერ ვიტყვით რომ ძალიან მდიდრულია, თუმცა ციხისას ბევრად ჯობია. სასტუმროს დერეფანი ისეა მოწყობილი როგორც ციხეში. ნომერში ოთახებში ფანჯრებზე ზუსტად ისეთივე გისოსებია როგორც ციხეში.

Poseidon Undersea Resort
4bdaa8de98f5
ეს სასტუმრო ფიჯის კუნძულებზეა განთავსებული. მისი ორიგინალობა იმაში გამოიხატება, რომ წყლის ქვეშაა განთავსებული. ერთი შეხედვით ეს უტოპიური იდეაა, თუმცა თანამედროვე არქიტექორები უკვე უტოპიური იდეების განხორციელებასაც ახერხებენ. სტუმრებს შეუძლიათ დაიძინონ ოკეანის ქვეშ და დატკბნენ წყალქვეშა სამყაროს მშვენიერებით.

Back to top button