არქივი

ისრაელში კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა შეიმუშავეს

28574 4fad14fc26b6d

ებრაულმა კომპანია “ვაქსილ ბიოთერაპევტიკსმა” შეიმუშავა თერაპიული ვაქცინა, რომელსაც კიბოსთან ბრძოლის საქმეში, ნამდვილი გარღვევის მოხდენა შეუძლია. 

ებრაულმა კომპანია “ვაქსილ ბიოთერაპევტიკსმა” შეიმუშავა თერაპიული ვაქცინა, რომელსაც კიბოსთან ბრძოლის საქმეში, ნამდვილი გარღვევის მოხდენა შეუძლია.

მისი შემქმნელები ვარაუდობენ, რომ ვაქცინის დახმარებით, კიბოზე ნამკურნალებ პაციენტთა 90 პროცენტი, დაავადების დაბრუნებისგან დაცული იქნება.

კიბოსთან ბრძოლა ძალიან ძნელია ერთი მიზეზის გამო – ადამიანის იმუნიტეტს არ შეუძლია მისი, როგორც უცხო სხეულის ამოცნობა, რისი მიზეზიც ისაა, რომ კიბოს უჯრედები, გადაგვარებული ნორმალური უჯრედებია. ასე რომ არ იყოს, იმუნიტეტი მათ ისევე შეებრძოლებოდა, როგორც უცხო სხეულებს, ან ვირუსებს.

“ვაქსილ ბიოთერაპევტიკსის” სპეციალისტების მიერ შემუშავებული ვაქცინა კლინიკურ გამოცდებს გადის იერუსალემის ჰადასას უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში. თუ ტესტების პროცესი კარგად წარიმართა, მაშინ ვაქცინის მასობრივი წარმოება ექვს წელიწადში დაიწყება. “ვაქსილი” ირწმუნება, რომ ამ ვაქცინით შესაძლებელია არამხოლოდ კიბოს ეფექტური მკურნალობა, არამედ მისი დაბრუნების პრევენციაც.

ამ ეტაპზე, ვაქცინა ტესტირებას, სისხლის კიბოს სახეობა მრავალჯერადი მიელომათი დაავადბულ პაციენტებზე გადის. თუ წამალმა კარგად იმუშავა და ყველა ნიშანია იმისა, რომ ასეც იქნება, “ვაქსილი” მის საფუძველზე სხვა ვაქცინებსაც დაამზადებს, რომლებიც კიბოს ცნობილ სახეობათა 90 პროცენტის (მათ შორის, პროსტატის და ძუძუს კიბოს) სამკურნალოდ გამოდგება. “როცა ორგანიზმი კიბოთია დაავადებული, იმუნურმა სისტემამ იცის, რომ რაღაც ისე არ ხდება, მაგრამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლას ვერ ახერხებს, რადგან მისი გამომწვევის დადგენა არ შეუძლია. არადა, თეორიულად იმუნიტეტს კიბოს ისევე ადვილად განადგურება შეუძლია, როგორც ვირუსების და ინფექციების. ამის მიზეზი ისაა, რომ კიბოს უჯრედი, ორგანიზმის გადაგვარებული უჯრედია და იმუნიტეტი მას უცხო სხეულად ვერ აღიქვამს. ამის გამო, კიბოთი დაავადებული პაციენტის იმუნიტეტი ერთგვარად დეპრესიულ მდგომარეობაშია, რასაც დაავადების გარდა, ქიმიოთერაპიით მკურნალობაც იწვევს”, – ამბობს “ვაქსილის” მთავარი ფინანსური მოხელე ჯულიან ლევი.

მკვლევარებმა ეს საკმაოდ დიდი ხნის წინ გაიგეს და მას შემდეგ, მათი ძალისხმევა იქითაა მიმართული, რომ იმუნიტეტი კიბოს უჯრედებთან ბრძოლაში ჩართონ. ამ მიზნით, ბევრი საინტერესო მეთოდი გამოიცადა, მათ შორის, ყველაზე იმედისმომცემი – ვირუსებით ინფიცირებისაც, მაგრამ რეალური შედეგის მიღწევა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

ებრაული კომპანიის მიერ შემუშავებულ ვაქცინას “იმმუცინი” უწოდს. ის იმუნიტეტს, ნივთიერება მუცინ 1-ის (MUC1) წინააღმდეგ რეაგირებაში ეხმარება. ეს ცილა იმითაა ცნობილი, რომ ის კიბოს უჯრედის ზედაპირს აკრავს. ითვლება, რომ სწორედ ამ ცილას შეუძლია სიმსივნის განვითარების ზრდის სტიმულირება. ორგანიზმში ვაქცინის შეყვანის შემდეგ, იმუნიტეტი და მისი T-უჯრედები, მხოლოდ დაავადებულ უჯრედებთან ბრძოლას იწყებს და ჯანმრთელებს ხელუხლებლად ტოვებს. ეს კი ნიშნავს, რომ ვაქცინას გვერდითი ეფექტები არ უნდა ჰქონდეს. ამ მეთოდის უნივერსალობას ის ფაქტი განაპირობებს, რომ MUC1 ცილა, კიბოს სახეობათა 90 პროცენტშია დაფიქსირებული. როგორც წესი, ვაქცინებს ძირითადად დაავადების პრევენციისთვის იყენებენ. მაგრამ თერაპიული ვაქცინები დაავადებულ ადამიანებში, წამლის სახით გამოიყენება. ასეთია “იმმუცინიც”. ამასთან, ამ ვაქცინას კიბოს უჯრედის მუტაციასთან ბრძოლაც შეუძლია, რადგან სახეშეცვლილ უჯრედს თან სდევს ცილა MUC1.

ლევი ამბობს, რომ განვითარებული კიბოს დროს, ოპერაცია მაინც საჭირო იქნება, რადგან ორგანიზმში გადაგვარებული უჯრედების რიცხვი შემცირდეს. ამ შემთხვევაში, იმუნიტეტი დამოუკიდებლად მოახერხებს თავისი მოვალეობის შესრულებას. ამგვარად, ის მეტასტაზებთან ბრძოლისთვისაც გამოდგება. ასევე ნამკურნალებ პაციენტებს, რამდენიმე თვეში ერთხელ ვაქცინას გაუკეთებენ, რათა იმუნიტეტი მუდმივად მობილიზებული იყოს და გამოირიცხოს დაავადების დაბრუნება. ვაქცინაციას კი გვერდითი ეფექტები არ ექნება.

წყარო:  გაზეთი-24საათი

RaTi3

cnobismoyvare.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button