ახალი ამბებიგასართობიუცნაური

უცნაური და საინტერესო ამბები, ნაწ 62


1. ყველაზე გრძელი ფატა.ყველაზე გრძელი ფატა დაფიქსირდა ომსკში, რომლის სიგრძე შეადგენს 3კმ და 686 მეტრს; ფატის სიგრძეს ადასტურებს ოფიციალური სერთიფიკატი, რომელიც გაცემულია რუსეთის რეკორდების წიგნის ჩანაწერების სააგენტოს მიერ…

ასეთი უჩეულო კაბა რეგისტრირებული იყო Tatyana და Vyacheslav Brovko-ს ქორწილის დღეს, რომლის ქორწილის კორტეჟიც შედგებოდა 33 ლიმუზინით (ლიმუზინისაგან); რეკორდი, რომელიც დაამყარეს ახალდაქორწინებულებმა
300 მეტრით აღემატებოდა ბრიტანელების რეკორდს, რომელიც ოფიციალურად დაფიქსირებული იყო გინესის რეკორდების წიგნის ჩანაწერებში
ახალგაზრედებს რა თქმა უნდა, შეეძლოთ განცხადების შეტანა გინესის რეკორდის წიგნის ჩანაწერებში, მაგრამ ეს საქმე საკმაოდ ხანგრძლივი და ძვირადღირებულია: ექსპერტების მოწვევა ხელმეორედ გაზომვისათვის ხორციელდება საკუთარი ხარჯებით, და ეს გაცილებით ძვირი ეღირება, ვიდრე თვით ფატა…


გიგანტურ ფატას კერავდნენ ჩებოკსარაში (Cheboksary): 7 მკერავი 2 კვირის განმავლობაში კერავდა 89-კილოგრამიან ქორწილის კაბის აქსესუარს, რომელიც ღირს 200. 000 რუბლი
მთელი სამუშაო გადაიხადა შემოქმედებითმა სახელოსნომ, რომელმაც ორგანიზება გაუწია ამ ქორწილს…
საქორწილო ცერემონიის შემდეგ, ფატას გააგზავნიან “Kontinetal”-ის სავაჭრო ცენტრში, სადაც მას ორად დაახვევენ და ყველა მსურველს შეეძლება დაამაგროს მასზე თავიანთი ქორწილის და ოჯახის ფოტოსურათები. ამის შემდეგ, უჩვეულო ექსპოზიციას დაკიდებენ კედელზე !

2. მიწისქვეშა გასასვლელი სპილოებისათვის:

ამ თვეში კენიაში, პირველად მიწისქვეშა გასასვლელის გახსნის შემდეგ, გამოსცადეს ეს გასასვლელი სპილოებისათვის… დაათვალიერეთ-
გვირაბი, რომლის მშენებლობაც დაჯდა 130 000 ფუნტი სტერლინგი, გახდა ადამიანის ჩარევის (ინვენტიციის) პრობლემის გადაწყვეტა გარეულ ბუნებასთან; მისი მიზანია – გავაერთიანოთ სპილოების ჯგუფი, რომლებიც ცხოვრობენ უდაბნოს ტერიტორიებზე და ამ გვირაბის გავლით, ისინი საცხოვრებლად დარჩებიან კენიის მთების, დაბლობებსა და ტყეების მიმდებარე არემარეში…


თითოეული ეს ჯგუფი შედგება 2-იდან 5, 000 სპილოებისაგან. აქამდე, მათი მიგრაცია ვერ ხერხდებოდა იმის გამო, რომ გზები გადავსბული იყო ჩქაროსნული ავტოსტრადებით…
ხოლო 6-მეტრიანმა გვირაბმა , რომელიც ნაგები იყო შემოწირულობების თანხით, დაეხმარა ამ საკითხის გადაწყვეტას…


3. მსოფლიო ჩემპიონატი სახელწოდებით „დიდი ცხვირი“ იმართება გერმანიის ქალაქ Langenbruck-ში 1961 წლიდან.

აქ, როგორც თქვენ უკვე მიხვდით სახელწოდებიდან, ტარდება მსოფლიოში ადამიანის ყველაზე „დიდი ცხვირის“ კონკურსი…
კონკურსი ტარდება ყოველ 5 წლის განმავლობაში და მისი მთავარ პირობას წარმოადგენს არავითარი ქირურგიული ჩარევის არარსებობა და სხვა მოწყობილობები, რომელიც ხელს შეუწყობს ცხვირის გაზრდას…


ამ წელს გამარჯვებული გახდა მამაკაცთა შორის ცხვირის მფლობელი, რომლის ზომა შეადგენს 12,7 სმ-ს, ხოლო ქალთა შორის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა ცხვირის მფლობელი – ზომით 10,1 სმ.

4. ტრანსფორმერის ნამდვილი სრულფუნქციონარული კოსტიუმი- ნახეთ ვიდეოც:

ამერიკელ მაყურებელთა შორის ცნობილმა ახალგაზრდა გამომგონებელმა Drew Byume-მ შექმნა სრულად ფუნქციონალური სატრანსფორმატორო კოსტუმი ავტომობილის ნაწილებისაგან; ყველაფერ ამაზე მან მოანდომა დაახლოებით მუშაობის 8 კვირა, მაგრამ ეს ამად ღირდა !!! ახალგაზრდა გამომგონებელს გამოუვიდა ძალიან შთამბეჭდავი და ორიგინალური ფუნქციონალური კოსტუმი.. დაათვალიერეთ და ნახეთ ვიდეოც:

5. ყველაზე გრძელი სიგარა:


ეს სიგარა ყველაზე გრძელია მსოფლიოში, რომელიც სიგრძეში შეადგენს 81,80 მეტრს; სიგარების დამზადების ოსტატმა კაიროდან – Jose Castelar-მი ანაწევრებდა და ასე ახვევდა სიგარას.
ამ გიგანტურ კუბურ სიგარაზე მუშაობა ხოსემ და მისმა თანაშემწეებმა დაიწყეს აპრილის ბოლოს და დაასრულეს მხოლოდ 3 მაისს;



6. როდესაც მეხანძრეები მოცლილები არიან…
ნახეთ ვიდეო !

7. R2D2 სტილის კრეატიული მუზარადი

ჩვენს დროში, მუზარადი – ეს არა მარტო უსაფრთხოების აქსესუარია, არამედ თანამედროვე და მოდური აქსესუარიცაა !
ამის მტკიცებულებაა – R2D2 სტილის კრეატიული მუზარადი.
ამ პროექტის შემქმნელია – 25 წლის ნიჭიერი მხატვარი ჯენ ჰოლი (Jen Hall) ფილადელფიიდან.


ჯენიმ გამოიყენა წებოვანი ლენტი და ბალონის საღებავი და გააკეთა მუზარადი
ნებისმიერი ბაიკერის „ოცნება“…


8. ამერიკის პრეზიდენტის-ბარაქ ობამას საპრეზიდენტო ლიმუზინი აშშ-ის საელჩოს ჭიშკარში გაიჭედა.
ეს ინციდენტი ირლანდიაში მოხდა. საპრეზიდენტო “ლიმუზინი”, რომელსაც აფეთქებების გამძლეობის გამო “მხეცსაც” უწოდებენ, აშშ-ის საელჩოს გამოსასვლელ ჭიშკარში ვერ გაეტია… ლიმუზინის ძარა ამაღლებულ ასფალტს გამოედო და პრეზიდენტმა ამის გამო ვერ მოახერხა სამშობიაროს სახლის ნახვა ირლანდიის საგრაფოში…


ავტომობილი სპეციალურად აშშ-ის პრეზიდენტისთვის- ბარაქ ობამასათვის, კომპანია გენერალ მოტორს-მა შექმნა.
9. წყალქვეშ დაივერების ქორწილი:

დაივერების ქორწილი – ეს არის ქორწინების ორიგინალური ცერემონია წყლის ქვეშ…შეყვარებულმა მვინთავმა წყვილმა გადაწყვიტა ეს მნიშვლელოვანი დღე ორიგინალუად აღენიშნათ, რაც საკმაოდ წარმატებულად განახორციელეს…

მაგრამ ერთი ნაკლი ქონდა ამ ქორწინებას- ხელის მოწერის შემდეგ, ახალდაქორწინებულებმა ვერ შეძლეს ერთმანეთისათვის ტუჩებში კოცნა…




10. დელფინი თავს დაესხა ქალბატონს. მახეთ ვიდეო:
ზოგიერთ ადამიანი დარწმუნებულია, რომ დელფინები – ეს ჭკვიანი და კეთილი არსებები, არასოდეს ზიანს არ მიაყენებს ადამიანს. ირლანდიის ქალაქ დულინის (Doolin) მაცხოვრებელს მოუხდა დარწმუნება საპირისპიროდ;

სახელგანთქმული და საზოგადოების ფავორიტი, სახელად დასტი (Dusty), მოულოდნელად თავს დაესხა მობანავე გოგონას, რომელიც ცურავდა პირსის ( ნავმისადგომთან) ახლოს – იტყობინება „The Telegraph“…
თავდაპირველად, არ შეინიშნებოდა რაიმე საფრთხე, ადამიანები ცურაობდნენ დელფინთან ახლოს , რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა დიდი ხანია შეჩვეულები იყვნენ. თუმცა, რაღაც მომენტში, დასტიმ (Dusty) დაიწყო უცნაურად მოქცევა ; მან მკვეთრად მოიქნია კუდი, რომელიც გამოსცემდა ხმამაღალ ხმებს და თავს დაესხა ქალს, რომელიც მიცურავდა ნავმისადგომისაკენ
დულინას მაცხოვრებელს დასტიმ (Dusty)-იმ მიაყენა ორი მკვეთრი დარტყმა
თირკმელების მიდამოში. საბედნიეროდ, ქალის გვერდით აღმოჩნდა მამაკაცი, რომელიც დაეხმარა შეშინებულ ქალბატონს ხის პლატფორმაზე ასვლაში. მალე ის გადაიყვანეს საავადმყოფოში…
ბიოლოგები გვაფრთხილებენ, რომ დასტი (Dusty) – ველური დელფინია, მიუხედავად იმისა, რომ დელფინები – ეს ჭკვიანი და კეთილი არსებები, თითქოს არასოდეს ზიანს არ მიაყენებენ ადამიანს და ბევრი ფილმიცააა გადაღებული ამ ძუძუმწოვარ არსებებზე, მაგრამ მათი საქციელი ხშირად არაპროგნოზირებადი და გაუთვალიწინებელი ხდება..
ექსპერტები ურჩევენ ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეძლებისდაგვარად არ მიუახლოვდნენ ამ ცხოველს, რომელიც ცოტა ხნის წინ თავს დაესხა რამოდენიმე ადამიანს;
ნახეთ ვიდეო:

11. სატვირთო მანქანა ცეცხლწაკიდებული
ნახეთ ვიდეო:

თეგები

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close