არქივი

იხტა და პოპო: ვულკანების ლეგენდა

59db3a0de5fc

აცტეკური ლეგენდა, რომელიც მოგვაგონებს “რომეო და ჯულიეტას” ისტორიას და რომელიც საუკუნეების მანძილზე გადაეცემოდა თაობებს.

პოპოკატეპეტი(Popocatépetl) და იხთაციუჰატი (Ixtaccíhuatl) მექსიკაში, მეხიკოს სამხრეთით და აღმოსავლეთით ხეობის აქეთ-იქით აღმართული მთებია. მთები ქალაქის განაპირას არის, შესაბამისად ადვილად შეიძლება დედაქალაქიდან მათი დანახვა.

პოპო მოქმედი ვულკანია, რამდენიმე წლის წინ ამოიფრქვა კიდეც, რაც შეეხება იხტას ის ჩამქრალი ვულკანია და შესაძლებელია გააქტიურდეს მომავალში, ამის წინასწარ განსაზღვრა ამჯერად შეუძლებელია.

fbacc63f1d6a

პოპო-5465 მეტრი
იხტა – 5286 მეტრი

5e5e425c6142
ამ მთებთან დაკავშირებულია ლეგენდა, რომლესაც ადგილობრივი მცხოვრებლები საუკუნეების განმავლობაში გადასცემენ ერთმანეთს და შეიქმნა მისი რამდენიმე ვერსიაც, მაგრამ ძირითადი შინაარსი ყველგან ერთია. მხოლოდ მცირეოდენი ცვლილებებია შეტანილი, რადგან ზეპირსიტყვიერების შედეგად გადაეცემოდა თაობიდან-თაობას.

115bf667bd10

ლეგენდა უკავშირდება მთების წარმოშობის ისტორიას:

საუკუნეების წინ იყო აცტეკების იმპერატორის ასული იხთაციუჰატი (იხტა)(ნაჰუას ენაზე “მძინარე ქალი”-Sleeping Woman), რომელიც განთქმული იყო თავის სილამაზით და ბევრი ეტრფოდა. მეფის ასულს ჰყავდა ირემი, რომელიც სულ თან დაჰყვებოდა. ერთ დღეს სასეირნოდ წავიდნენ და ირემმა ერთ მშვენიერ პატარა ტყეში შეიყვანა სადაც ულამაზესი ხეობა იყო. მშვენიერებით მოხიბლულმა იხტამ გაიფიქრა: ” აქ ალბათ ღმერთები თუ ცხოვრობენო”. ამის შემდეგ ხშირად მიდიოდა ამ ადგილას და ბუნების მშვენიერებით ტკბებოდა. იხტას ყოველთვის მოჰქონდა შესაწირი ტონანცინისა (Tonantzin -მიწის დედა) და ჩალიჩილქუიტლუსთვის (Chalichilquitlue -მტკნარი წყლების სული).

ერთ დღესაც იხტას გასაოცრად ამ ადგილას დახვდა ერთი მეომარი, იხტამ ის ღმერთსაც მიამგვანა. მისი სახელი იყო პოპოკატეპტი (პოპო), რაც ნაჰუას ენაზე ნიშნავს “კვამლიან მთას” (The Smoking Mountain). პოპმ უთხრა რომ ამ ადგილას თვითონ ცხოვრობდა და იხტას გაუკვირდა, რომ ამდენი წლის მანძილზე აქ დადიოდა და არასდროს შეხვედრია. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და სწორედ ამ ხეობაში საიდუმლოდ ხვდებოდნენ ერთმანეთს.

პოპომ გადაწყვიტა იხტა ცოლად შეერთო და ეახლა იმპერატორს, რომ ქალიშვილის ხელი ეთხოვა. იმპერატორს არ ესიამოვნა, რადგან იხტას იმპერატორობისთვის ამზადებდნენ და უბრალო მეომარი მის შესაფერისად არ მიაჩნდა. ამიტომ პოპოს უთხრა, რომ იმ შემთხვევაში გაატანდა ქალიშვილს ცოლად, თუ “მეომარი არწივი” გახდებოდა (ისინი იყვნენ საუკეთესო მეომრები აცტეკების იმპერიაში). იმპერატორმა იფიქრა რომ პოპო მხდალი იყო და უარს იტყოდა თავის განზრახვაზე, თუმცა პოპო დათანხმდა. ამ პერიოდში აცტეკებს ომი ჰქონდათ გაჩაღებული სხვა ტომებთან და იმპერატორმა პოპოს უბრძანა მტერი გაენადგურებინა და დაბრუნების შემთხვევაში იხტაზე ქორწინების უფლებას მისცემდა.

პოპო საომრად გაემგზავრა, იხტა კი თვეების მანძილზე დადიოდა ხეობაში და ღმერთებს ევედრებოდა პოპო უკან ცოცხალი დაებრუნებინათ. თუმცა სხვა წინაღობაც გამოჩნდა. მეფესთან დაახლოებულ ერთ-ერთ კაცს იხტას ცოლად შერთვა ჰქონდა განზრახული, რომ იმპერატორზე გავლენა მოეპოვებინა. ამიტომაც გაავრცელა ხმები, რომ პოპო ბრძოლაში დაიღუპა. ამ ხმებმა იხტას ყურამდეც მიაღწია. მაგრამ ის იმედს არ კარგავდა, რომ პოპო დაბრუნდებოდა. ერთ დღესაც მაცნე მოვიდა ბოროტ მეტოქესთან და აცნობა, რომ პოპო ბრუნდებოდა. მეტოქემ მოკლა მაცნე, რომ იხტასთვის არავის არაფერი ეთქვა და იმპერატორთან გაიქცა პოპოს სიკვდილის საცნობებლად. იმპერატორს გული დაწყდა, რადგან უკვე დაინახა რადმენდად დიდი სიყვარული აკავშირებდათ იხტას და პოპოს. იმპერატორმა ქალიშვილს უამბო მომხდარი და თან ბოროტი მეტოქის მიერ მოტანილი სისხლში ამოსვრილი თმა აჩვენა. იხტა სახლიდან გაიქცა თავის ირემთან ერთად და საიდუმლო ხეობას მიაშურა. იქ იჯდა და დასტიროდაპოპოს, სანამ არ გარდაიცვალა.

მალე პოპო ტრიუმფით დაბრუნდა ქალაქში, თუმცა იმპერატორისგან შეიტყო, რაც მოხდა და იხტას დაიკარგვის ამბავი. პოპო განრისხდა და იმპერატორს აცნობა, რომ სწორედ მისმა მეტოქემ მოაწყო ყველაფერი. ბოროტი დიდებული მძიმედ დასაჯეს. პოპო კი წავიდა ხეობაში იხტას ასაპოვნელად, რადგან იცოდა იქ იქნებოდა. როცა მიაგნო თავიდან იფიქრა, რომ იხტას ეძინა და მთებში წაიყვანა, რადგან ეგონა სიცივე გამოაფხიზლებდა, მაგრამ უშედეგოდ. პოპო მიხვდა, რომ იხტა უკვე გარდაცვლილი იყო და საშინელმა მწუხარებამ მოიცვა. ააშენა საკურთხეველი და იხტა ზედ დაასვენა. ასე უვლიდა და დასტიროდა სანამ თვითონაც მწუხარებისგან არ გარდაიცვალა.

ღმერთებს შეეცოდათ შეყვარებულები და ისინი გააქვავეს და მთებად აქციეს. ლეგენდა ამბობს, რომ როცა პოპო ამოიფრქვევა ის წავა იხტასთან ,გამოაღვიძებს მას და ბოლოს და ბოლოსშეყვარებულები გაერთიანდებიან.

313fd440f4a4

ee3f9e347a4c

Niloufer

fjfjhfjkhkiuilu;j;n;n;jk;

მსგავსი ამბები

Back to top button