გასართობისაკითხავისასარგებლო

10 ყველა დროის უდიადესი ჩოგბურთელი


გთავაზობთ ყველა დროის 10 ყველაზე ტიტულოვან ჩოგბურთელს


10. მათს ვილანდერი – 7 გზის დიდი სლემის ტურნირების გამარჯვებული. ის ერთადერთი იყო ვინც რეალურ წინააღმდეგობას უწევდა ბირნ ბორგს თიხნარის საფარზე. და ივან ლენდლის მსგავსად მანაც ვერ შეძლო უიმბდონის მოგება უდიდესი სურვილის მიუხედავად.


9. ანდრე აგასი – 8 გზის დიდი სლემის ტურნირების გამარჯვებული, ის ერთ-ერთია იმ 4 მოთამაშის გან რომელმაც შეძლო კარიერაში მოეგო ოთხივე დიდი სლემის ტურნირი. ის იყო მისი დროის ყველაზე ქარიზმატული და საინტერესო მოთამაშე რომლის ყველა თამაში იწვევდა დიდ ინტერესს განსაკუთრებით მისი დაპირისპირება პიტ სამპრანსთან რომელიც მისი მუდმივი მეტოქე იყო.


8. ჯიმი კონორსი – 8 გზის დიდი სლემის ტურნიტების გამარჯვებული, მან კარიერის განმავლობაში შეზლო მოეგო 109 ტიტული რაც ყველა დროის საუკეთესო და შეიძლება ითქვას დღესდღეობით მიღწეველი შედეგია


7. ივან ლენდლი – 8 გზის დიდი სლემის ტურნირების გამარჯვებული მან შეძლო კარიერის განმავლობაში 270 კვირა ყოფილიყო რეიტინგთა სათავეში ( მხოლოდ ფედერერსა და სამპრანსს ჩამორჩება ამ მხრივ). მან ვერა და ვერ შეძლო მოეგო უიმლდონი მიუხედავად იმისა რომ 2 ჯერ იყო ფინალში.


6. ჯონ მაკინროუ – 7 გზის დიდი სლემის ტურნიტების გამარჯვებული, ის იყო ძალიან ელეგანტური და მებრძოლი ჩოგბურთელი, განსაკუთრებით შეუჩერებელი ხდებოდა გადამწყვეთ სეტებში, ამ მხრის ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო ისტოირიაში. ის იყო ასევე შესანიშნავი წყვილთა თანრიგის მოთამაშე.


5. ბიორნ ბორგი – 11 გზის დიდი სლემის ტურნირების გამარჯვებული, მათ შორის 6 გზის როლან გაროსის ტრიუმფატორი. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თიხნარის მოთამაშე. ყველა ექსპერთი თანხმდება რო მას გაცილებით მეტის გაკეთება შეეძლო რომ არა 25 წლის ასკში მოულოდნელად კარიერის დასრულება.


4. როდ ლეიველი – 11 გზის დიდი სლემის ტურნირების გამარჯვებული ( მათ შორის 5 ჩოგბურთის ღია ერაში ).მან შეზლო კარიერაში 2 ჯერ შეესრულებინა გრენ სლემი ანუ მოეგო 4 ვე დიდი სლემის ტურნირი ზედიზედ ეს მოახერხა 1962 და 1969 წლეში


3. რაფაელ ნადალი – 12 გზის დიდი სლემის ტურნირების გამარჯვებული მათ შორის 8 როლან გარო (რომელი ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია ერთის ტურნირის მრავალჯერადად მოგების მხრივ), მას კარიერაში მოგებული აქვს 4 ისვე დიდი სლემის ტურნირი, შეიძლება ითქვას რომ ის ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგეა როგორ ფედერერის რომელთანაც ურთიერთ შეხვედრებში დადებით მაჩვენებელი აქ (20-10). აღსანიშნავია ასევე მისი შედეგი მასტერსების ტურნირზე რომელიც საუკეთესოა ისტორიაში მან შეძლო კარიერაში მოეგო 20 მასტერსი. მას ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქ რადგან ჯერ მხოლოდ 26 წლისაა და შესანიშნაბ ფორმაშია.


2. პიტ სამპრანსი – 14 გზის დიდი სლემის ტურნირების გამარჯვებული. მათ შორის 7 გზის უიმბლდონის ტიტული რომელიც რეკორდული მაჩვენებელია ფედერერთან ერთად. მან შეძლო კარიერაში 286 კვირის განმავლობაში ყოფილიყო რეიტინგთა სათავეში ეს შედეგი მოგიანებით ფედერმა გააუმჯობესა როცა 2012 წელს ნოვაკ ჯოკოვიჩს წაართვა პირველობა.


1. როჯერ ფედერერი – 17 გზის დიდი სლემის ტურნირების გამარჯვებული. მათ შორის 7 გზის უიმბლდონის ტიტული რომელიც რეკორდული მაჩვენებელია პიტ სამპრანსთან ერთად რომელის ასევე 7 გზის უიმბლდონის გამარჯვებულია როჯერმა ეს მაჩვენებელი 2012 წელს გაიმეორა როცა უიმბლდონის ფინალში ენდი მიურეი დაამრცა. ასევე მას ეკუთვნი არაერთი რეკორდი მათ შორის გამორჩეულია მისი მაჩვენებელი რეიტინგთა სათავში ყოფნის დრო რომელიც შეადგენს 290 კვირას. აღსანისნავია რომ მას მოგებული აქვს დიდი მუზარადის ოთხივე ტიტული. ის ცნობია, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური მოთამაშე.

ამ ცხრილს აკლია ნოვაკ ჯოკოვიჩი რომელმაც 2011 წლის საოცარი სეზონი ჩაატარა და მოიგო 12 ტიტული მათ შროს 3 დიდი სლემის, ჩემი ვარაუდით ის შეძლებს საპატიო ადგილი დაიმსახუროს ამცხრილში, თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ ის კვლავ შესანიშნავ ფორმაშია დღესდღჶობით საუკეთესოა. მან მისი ბრწყინვალე თამაში დაასრულა ნადალ ფედერერის ხანა და რეიტინგს ჩაუგდა სათავეში

თეგები

ZIZU

NO IMFORMATION

მსგავსი ამბები

Close
Close