საკითხავი

დოპინგზე ასაფა პაუელიც დაიჭირეს

ასაფა პაუელი იტალიელმა პოლიციელებმა დოპინგის მიღებაში ამხილეს !!

ჯერ კიდევ არ განელებულიყო ის შოკი, რაც გამოიწვია ცნობამ იმის შესახებ, რომ ამერიკელი სპრინტერი ტაისონ გეი დოპინგზე ჩავარდა, რომ კიდევ ერთი სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა – არანაკლებ სახელგანთქმული იამაიკელი სპრინტერის, ასაფა პაუელის დოპინგ-სინჯმა დადებითი შედეგი აჩვენა.

სინჯში, რომელიც 100 მეტრზე რბენაში მსოფლიოს ყოფილ რეკორდსმენს ივნისში, იამაიკის ეროვნულ პირველობაზე აუღეს, აკრძალული პრეპარატი – ოქსილოფრინი – აღმოჩნდა.

იგივე პრეპარატი გამოვლინდა კიდევ ერთი იამაიკელი მორბენლის – შერონ სიმპსონის – სინჯშიც.

30 წლის პაუელი 4X100 მეტრზე რბენაში ოლიმპიური (2008) და მსოფლიოს (2009) ჩემპიონია. 2005-2007 წლებში მან რამდენჯერმე გააუმჯობესა 100 მეტრზე რბენაში მსოფლიო რეკორდი: 2005 წლის 14 ივნისი – 9, 768; 2006 წლის 11 ივნისი – 9, 763; 2006 წლის 18 აგვისტო – 9, 762; 2007 წლის 9 სექტემბერი – 9, 74. 2008 წლის 31 მაისს, იამაიკელმა უსაინ ბოლტმა ახალი რეკორდი დაამყარა – 9, 72. პაუელმა ამ შედეგის გამეორება იმავე წლის 2 სექტემბერს შეძლო. ეს ამ დისტანციაზე მეოთხე უსწრაფესი მაჩვენებელია – მასზე სწრაფად, ეს მანძილი მხოლოდ ბოლტს (9, 58), ზემოთ ხსენებულ გეის (9, 69) და იამაიკელ იოჰან ბლეიკს (9, 69) დაუფარავთ.

რაც შეეხება 28 წლის სიმპსონს, ის 4X100 მეტრზე რბენაში ოლიმპიური ოქროს (2004) და ვერცხლის (2012) მედალოსანი და ასევე მსოფლიო პირველობის ორგზის (2005, 2009) ვერცხლის პრიზიორია. ის ასევე 2008 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანია 100 მეტრზე რბენაში.

შეგახსენებთ, რომ ივნისში დოპინგზე ჩავარდა იამაიკის ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი მძლეოსანი ქალი, 31 წლის სპრინტერი ვერონიკა კემპბელ-ბრაუნიც.

თეგები

dato_messi

I LOVE GEORGIA

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close