მშვიდობით მანდელა!

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ დრო ჭკვიანურად და უნდა გვახსოვდეს: კარგი საქმის დაწყება შეიძლება ნებისმიერ დროს”

ნელსონ როლიჰ ლაჰ-ლაჰ მანდელა.

 

ნელსონ როლიჰ ლაჰ-ლაჰ მანდელა 2013 წლის 27 ივნისს, ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან იქნა გამორთული, ახლობლებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში, მშვიდად და უშფოთველად მიიცვალა. ის 94 წლისამ გამოემშვიდობა სამყაროს და ცათა სასუფეველში გადაინაცვლა, სადაც მას მოელის კუთვნილი და ღირსეული განსასვენებელი.

ნელსონ მანდელა იყო ცნობილი არამხოლოდ როგორც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის(სარ) პირველი შავკანიანი პრეზიდენტი, არამედ როგორც ყველაზე შეურიგებელი მებრძოლი უსამართლობისა, როგორც თავისუფლებისმოყვარე სული. მისი ცხვორება სავსე იყო როგორც დიადი შენაძენებით, ასევე არანაკლები ფასეული დანაკარგებით. ის არასოდეს დანებებულა და მედგრად ედგა საკუთარსა და ერის ინტერესებს. ის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იცავდა სამშობლოს და დაუფასდა კიდეც საკუთარი ღვაწლი.

ეკლიანი გზის დასაწყისი

მომავალი პრეზიდენტი, მსოფლიო დონის გამორჩეული პერსონა დაიბადა 1918 წლის 18 ივლისს. ნელსონ მანდელა მიეკუთვნება ტემბუს დინასტიას. ამ დინასტიის წევრები მართავდნენ აღმოსავლეთ კაპსკს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ერთ-ერთი პროვინციას. მიუხედავად მისი მმართველი დინასტიის შთამომავლობისა, ის მაინც არ იყო უფლებამოსილი გამხდარიყო თემის ბელადი, რადგან ის იყო უმცროსი მემკვიდრე თავის საგვარეულოში. თუმცა ნელსონის მამა იყო ვმეზოს პროვინციის მმართველი, აფრიკის დაპყრობის შემდეგ კოლონისტებმა მას ჩამოართვეს ეს სტატუსი და გადაასახლეს კუნუს პროვინციაში. ნელსონის მამა  კუნუს საიდუმლო ყრილობის დროს არჩეულ იქნა ამ ტომის მმართველად.  მამის სიკვდილის შემდეგ ეს პოსტი გადაეცა 9 წლის ნელსონს და მომავალი მმართველი აღსაზრდელად რეგენტ ჯონგიტანბას გადაეცა.

1937 წელს კუნუს საიდუმლო საბჭოს წევრმა, ნელსონმა გადაწყვიტა გადასახლებულიყო ფორტ-ბოფორტში, სადაც ის ჩაირიცხა მეთოდურ კოლეჯში, რომელშიც თავის დროზე განათლებას მთელი ტემბუს დინასტიის წარმომადგენლები იღებდნენ. ამის შემდეგ, 1939 წელს ნელსონი ჩაირიცხა ფორტ-ჰეპის უნივერსიტეტში, სადაც მან გაიცნო მისი ყველაზე ერთგული, ცხოვრების თანამგზავრი და იდეების თანაზიარი მეგობარი და თანამებრძოლი ოლივერ ტამბო. პირველსავე კურსზე ნელსონი და ტამბო ჩაერთვნენ უნივერსიტეტის საპროტესტო აქციებში. ეს აქციები იმართებოდა  პოლიტიკურად “გაჟღენთილი” ლექტორების საწინააღმდეგოდ. ნელსონი ამ პრეცენდენტის მერე გაწევრიანდა სტუდენტთა თვითმართველობაში, თუმცა, რამდენიმე ხანში, პოლიტიკური შეუთავსებლობის გამო ნელსონს მოუწია  დაეტოვებინა ფორტ-ჰეპის უნივერსიტეტი.

უნივერსიტეტის დატოვების შემდეგ ნელსონმა გაიგო, რომ მისი აღმზრდელი ჯონგიტამბა, მას სრულიად უცნობ ქალზე დაქორწინებას უპირებდა. ამის გამო ნელსონი იძულებული იყო გაქცეულიყო იოჰანესბურგში რათა თავი დაეღწია ამ ვანდალიზმისგან, ან მოეყვანა ცოლად სრულიად უცნობი ქალი. გარკვეული პერიოდი ნელსონმა იმუშავა ოქროს მომპოვებელი საბადოს დარაჯად, თუმცა მალევე დაატოვებინეს სამსახური, რადგან გაიგეს, რომ ნელსონი გამოქცეული იყო თავის აღმზრდელის ოჯახიდან. საბედნიეროდ, ნელსონი ცხოვრების ასეთ მძიმე პერიოდში გზად გადაეყარა უოლტერ სისულუს. ამ უკანასკნელმა ნელსონს დააწყებინა სამსახური ერთ იურიდიულ კომპანიაში კლერკად. მისმა ახალმა თანამდებობამ მანდელას მისცა შესაძლებლობა მიეღო ბაკალავრის სტატუსი სამხრეთ აფრიკულ უნივერსიტეტში, ამის შემდეგ 1943 წელს ის ჩაირიცხა ვიტვატერსრანდას უნივერსიტეტში. ზუსტად ეს უნივერსიტეტი  იქცა ნელსონის ლიბერალური მსოფლმხედველობის მთავარ წყაროდ. ის ამ პერიოდიდან აშკარად და პერმანენტურად ღებულობდა მონაწილეობას საჯარო აქციებში. მაგალითისთვი, ის გამოდიოდა აქციაში, რომელშიც აპროტესტებდნენ ტრანსპორტით მგზავრობის სიძვირეს. ასევე ინტენსიურად ესწრებოდა სამხრეთ აფრიკის კონგრესის ყრილობებს, რომლის წევრიც გახდა 1943 წელს.

მომავალმა აფრიკის ნაცონალური კომიტეტის წევრმა და რამდენიმე აქტიურმა ახალგაზრდამ, ჩამოაყალიბა ახალგაზრდული ლიგა, რომელიც სამხრეთ აფრიკის კომიტეტისგან განსხვავებით უფრო აქტიურად ებმეოდა მთელ რიგ საკითხებში და მედგრად იდგა ხალხის უფლებების სადარაჯოზე.

1944 წელს ნელსონ მანდელა დაქორწინდა ლამაზ ეველინ მეისზე, უოლტერ სისულუს ძმისშვილზე. მათ შეეძინათ ორი ვაჟიშვილი მაბიდა და მაკგახო და ორი ქალიშვილი, რომელთაც ორივეს სახელად მაკაზიხე  დაარქვეს.

დასასრულის დასაწყისი!

დიდად მადლობელი ვარ ღვთისა, რადგან მან ჩემს სულს თავისი ფრთები გადააფარა და მიცავდა ფათერაკებისგან. მე თავად ვარ ჩემი ბედის გამგებელი, მე ჩემით განვაგებ ჩემს მომავალს”.

 

თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა ნელსნმა 1948 წელს დაიწყო, როცა ის ნაცონალური კომიტეტის  ახალგაზრდული ლიგის მთავარ სპიკერად დაინიშნა. შემდეგ  ნაცონალური კომიტეტის წევრიც გახდა, ხოლო 1950 წელს ნელსონ მანდელა აირჩიეს ნაცონალური კომიტეტის  ახალგაზრდული ლიგის პრეზიდენტად. ბატონი ნელსონი არ ეშვებოდა ბრძოლას აფრიკელი მოსახლეობის უფლებების დასაცავად, თავის საუკეთესო მეგობართან ოლივერ ტამბოსთან ერთად. ნელსონმა ტამბოს დახმარებით 1952 წელს შექმნა იურიდიული კომპანია სახელწოდებით “მანდელო და ტამბო”(mandelo & tambo). ეს იურიდიული კომპანია  სამხრეთ აფრიკელი მოსახლეობის სამართლებრივ ინტერესებს იცავდა.

სახელმწიფოს მოქმედი, უზუმპატორი ხელისუფლება ფხიზლობდა, ის ნელსონის სახით გრძნობდნენ დიდი წინააღმდეგობას. 1956 წელს ნელსონი და 150 ადამიანი იქნა დაპატიმრებული ერის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ღალატის ბრალდებით. სასამართლოს მსვლელობა 1961 წლამდე მიმდინარეობდა და ამ ხუთწლიანი გამოძიების შედეგად ვერცერთ სამხილი ვერ იქნა მოპოვებული და სასამართლო იძულებულნი შეიქმნენ გაეთავისუფლებინა ყველა ეჭვმიტანილი.

ამ ფაქტმა ნელსონის ცხოვრებაში და მის პოლიტიკურ მსოფლმხედველობაში დიდი გარდატეხა მოახდინა და საბოლოოდ გადააწყვეტინა მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ გადაედგა სასწრაფო და გადამწყვეტი ნაბიჯები. ნელსონ როლიჰ ლაჰ-ლაჰ მანდელა ოფიციალურად ჩაუდგა სათავეში პარტიზანულ მოაძრაობა  “ერის მახვილს”. თავიდან პარტიზანული დაჯგუფებები საბოტაჟს აწყობდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ, ხოლო შემდეგ კი საერთოდ პარტიზანული ბრძოლები დაიწყეს ხელისფულების მოხელეების წინააღმდეგ, რომლის მიმდინარეობის პროცესში დაიღუპა უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე, რასაც ნელსონ მანდელა ამ საზარელ ფაქტს თავისი ცხოვრების შავ ლაქად მიიჩნევდა სიცოცხლის ბოლომდე.

 

ციხე და თავისუფლება!

 

თუმცა, მიუხედავად ნელსონის აქტიური მონაწილეობისა მისი პარტიზანული ბრძოლები დიდხანს არ გაგრძელებულა. 1962 წლის 5 აგვისტო, ეს ის თარიღია, როცა ამბოხებული ნელსონ  მანდელა დააპატიმრეს, ცსს-ის (ცენტრალური სადაზვერვო სამსახური) აგენტების დახმარებითა და თაოსნობით და მას დაუყოვნებლივ 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამ 27 წლიდან 18 მან გაატარა ერთკაციან საკანში, კუნძულ რობიენში, მშვიდობის იმედის კუნძულის მახლობლად მდებარე ამ პატარა ციხის არქიპელაგზე. რასაკვირველია პოლიტპატიმარს ამ ციხეში ძალიან ცუდად ეპყრობდნენ. ნელსონს წერილის გაგზავნა საკუთარ ახლობლებთან შეეძლო, ოდენ ნახევარწელიწადში ერთხელ.

მიუხედავად ნელსონის ციხეში მძიმე პირობებისა, ამ გარემოებას სრულიად არ შეუშლია ხელი ლონდონის უნივერსიტეტი დაემთავრებინა და მიეღო, საერთაშორისო დონის ბაკალავრის წოდება სამართალმცოდნეობაში.

1982 წელს ნელსონი და მისი თანამძრახველები ახალგაზრდული ლიგიდან, გადაიყვანეს პოლსმურის ციხეში.  ეს ნაბიჯი ხელისუფლებამ პოლიტმატიმრების გულის მოსაგებად გადადგა. უფრო მეტიც, 1987 წელს ნელსონ მანდელას ოფიციალურად შესთავაზეს თავისუფლება თუ ის უარს იტყოდა ძალადობაზე და თავის საქმიანობას მიატოვებდა. ვინაიდან ეს შემოთავაზება მხოლოდ ნელსონს მიუვიდა, მან კატეგორიული უარი განაცხადა და თქვა:

 

“რა თავისუფლებაზეა საუბარი, როცა სახალხო ორგანიზაციები რჩება აკრძალული ? ? მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ წავიდნენ მოლაპარაკებაზე, მონას არ შეუძლია პატრონთან დადოს ხელშეკრულება”

 

ამგვარი კატეგორიული უარის მიუხედავად სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებას არ შეუწყვეტია ნელსონის გადაბირება. 1988 წელს ბატონი ნელსონი გადაიყვანეს ვიკტორ-ვასტერის საპატიმროში, სადაც საბედნიეროდ პოლიტპატიმართა მიმართ მოპყრობა შედარებით მსუბუქი იყო. 1990 წელს სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ფედერიკო დე კლერკმა ხელი მოაწერა ნორმატიულ აქტს, რომლის მიხედვით ნაცონალური კომიტეტის  ახალგაზრდული ლიგა ოფიციალურად ლეგალიზირებულად გამოაცხადა და 1990 წლის 11 თებერვალს, საპატიმროს შავბნელით მოცული საკნები დატოვა მომავალმა პრეზიდენტმა მანდელამ და დაუბრუნდა ნანატრი თავისუფლება.

 

მშვიდობით იარაღო!

 

“ვფიცავ ღვთისა და ერის წინაშე ვიქნების ქვეყნის ერთგული. დღეიდან მოყოლებული არასდროს, არასდროს არ დაირღვევა ადამიანთა უფლებები, დღეიდან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში შავკანიანი მოსახლე თანასწორია და თანაბარ ქმედითუნარიანია თეთრკანიანი მოსახლისა. არასდროს არ დაბრუნდება ჩვენს ქვეყანაში დისკრიმინაცია და უსამართლობა,დღეიდან ჩვენი ქვეყანა ძლიერი და ერთიანია როგორც არასდროს”.

 

ციხიდან გამოშვების შემდეგ, პოლიტიკური ვითარებების გამო ნელსონს მოუწია ქვეყნის დატოვება და ესპანეთში გადასახლდა. ერთხელ ის ბარსელონას საფეხბურთო მატჩზე  საპატიო სტუმრად მიიპატიჟეს. ის მრავალათასიანი პუბლიკის წინაშე წარსდგა და აი, მოხდა სასწაული, ათობით ათასმა მაყურებელმა ერთხმად დაიწო სამხრეთ აფრიკაზე შეთხზული ერთი მოძველებული სიმღერის შესრულება. ნელსონ მანდელას თქმით, იმ 5 წუთიანი მონაკვეთის განმავლობაში, მან თავი  იგრძნო სამოთხეში, მან მიიღო გაცისკროვნება და მიხვდა, რომ მის ერს სჭირდებოდა ის როგორც არასდროს. მან იმღამესვე გადაწყვიტა დაეტოვნბინა ესპანეთი და დაბრუნებოდა მშობელ მიწას, თავის საყვარელ ქვეყანას. მან იმ ხანებში ჩასატარებელ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა გადაწყვიტა.

“და აი დადგა გადავწყვეტი მომენტი არამხოლოდ სამხრეთ აფრკის რესპუბლიკის, არამედ მთელი ცივილიზირებული მსოფლიოს  ისტორიაში, ნელსონ როლიჰ ლაჰ-ლაჰ მანდელა, 1994 წლის 10 მაისს, 40-მა მილიონმა სამხრეთ აფრიკის მოსახლემ აირჩია ქვეყნის სრულუფლებიან ლიდერად. არავინ ელოდა,  რომ იმდროინდელი ხელისუფლება ასე მართივად და უმოქმედოდ დათმობდა თავიანთ ძალაუფლებას, თუმცა სხვანაირად შეუძლებებლი იყო, რადგან არჩევნებში იმდენმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა და ნელსონ მანდელას იმდენმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, რომ ამ არჩევნების გაყალბება თვით მეფისტოფოლეს არ შეეძლებოდა. ნელსონ მანდელას წყალობით შეწყდა სახალხო აჯანყება აფრიკაში. ქვეყნის შიგნით ერთმანეთს გადამტერებული აფრიკელების შემრიგებლად ზეციდან სამხრეთ აფრიკას მოევლინათ მშვიდობის მტრედი, ქვეყნის ღრმად მოყვარე და ყველაზე ჰუმანისტი პრეზიდენი მანდელა. თითქმის წარმოუდგენელი რამ მოხდა ამ ქვეყნის ისტორიაში, შავკანიანი ადამიანი გაუთანაბრდა თეთრკანიანს”. ნელსონ მანდელამ გათავსუფლებისთანავე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის არ აპირებდა დანებებოდა უსამართლობას, ის და მისი თანამებრძოლები სიცოცხლის ბოლო წუთებამდე დაიცავდნენ აფრიკელთა ინტერესებს, მისი თქმით, არავის ექნებოდა უკანონო და ზომაზე მეტი ძალაუფლება, რაც მან პირნათლად შეასრულა.

 

“აიღეთ იარაღები და დანები და გადაყარეთ ზღვაში. ამიერიდან ჩვენ სიყვარულში შევეჯიბრებით ერთმანეთს!”

 

თავისი პრეზიდენტობის 5 წლის მანძილზე ნელსონ მანდელამ ჩაატარა უამრავი რეფორმა, რის შედეგადაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ თითქმის დაძლია ეკონომიკური კრიზისი და სიღარიბე. მანდელამ იმდენი გააკეთა, რომ მან ქვეყანაში დააფუძნა უფასო სასწრაფო დახმარება, ბავშვების შენარჩუნების მიზნით ოჯახებს მატერიალურად ეხმარება სახელმწიფო, ქვეყნის შიგნით მოსახლეობა უპრეცედენტოდ თანასწორუფლებიანი. ნელსონ მანდელას საქმეები  შეუფასებელია, ვერასდროს ვერ გადაიხდიან მის ღვაწლს სამხრეთ აფრიკის მოსახლეები.

ნელსონ მანდელას ერთ-ერთ სისუსტეს წარმოადგენდა სპორტი. მას სიყრმიდანვე გულში ჰქონდა ჩავარდნილი რაგბის სიყვარული. ნელსნის პრეზიდენტობის განმავლობაში სამხრეთ აფრიკის რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა მიაღწია უამრავ გამარჯვებას და ის გახდა მსოფლიოს ჩემპიიონი. ნელსონი თავისი ქვეყნის ნაკრების ამგვარ წარმატებას თავისი კარიერის ყველაზე დიდ მიღწევად მიიჩნევდა.

ასევე 2010 წელს ამ ქვეყანაში ჩატარდა მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურნირი ფეხბურთში, მსოფლიო ჩემპიონატი.

ასევე სამხრეთ აფრიკა შედის განვითარებულ ქვეყნებში. ეს უბრალოდ ფანტასტიკური შედეგია.

ნელსონი ღრმა ჰუმანურობასა და მის სიწმინდეზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ მისი პრეზიდენტად გახდომის შემდეგ, არცერთ ყოფილ მაღალჩინოსანს არ დაუკარგავს თანამდებობა. უფრო მეტიც, ის პიროვნებები, რომლებმაც ნელსონი უკანონოდ ოთხ კედელშუა გამოამწყვდია 27 წელი, მიუტევა ეს შეცდომა და არავისთვის არ გადაუხდია სამაგიერო. ეს მართლაც, რომ სასწაულია.

პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ნელსონ მანდელამ გაახშირა სხვადასხვა დაავადებებთან ბრძოლის კამპანიები. მან გადაწყვიტა შიდსისა და მალარიას დაძლევა. ბედის ირონიით 2005 წელს ნელსონ მანდელას შვილი მაკგახო მანდელა გარდაიცვალა ამ ზემოთ ხსენბული განუკურნებელი მალარიის დაავადებით.

ნელსონ მანდელა არის 20-მდე ჯილდოს ლაურეატი, მათ შორის ნობელის პრემიის. ის გახლდათ მეოცე საუკუნის ყველაზე გამორჩეული და კაშკაშა პიროვნება.

 

მშვიდობით მანდელა!

 

ასევე ნახეთ მანდელაზე გადაღებული ერთ-ერთი მხატრული ფილმი:


ავტორი: murghulia

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC