არქივი

სასიკვდილო შხამი

e57b254dd8f9

უჩინარი იარაღი- შხამი დიდი ხნის განმავლობაში იდეალური იარაღი იყო დამნაშავეთა ხელში, მაგრამ იქამდე, ვიდრე სხეულში მისი აღმოჩენის მეთოდს მიაგნებდნენ. შხამის გამოყენება მარტივია და არ სჭირდება სხვერპლზე ძალადობა.ეფექტური შხამი მაშინაც მოქმედებს,როდესაც დამნაშავე მსხვერპლისგან შორს არის.

მსხვერპლის სიახლოვეს არ არის ნაპოვნი იარაღი, არც სისხლის კვალი ჩანს, მაგრამ გარდაცვალება მაინც საეჭვოა.ზოგიერთი ნიშანი მოწამვლაზე მიანიშნებს: ციანიდით მოწამლული კანი წითელია  და ატმის სუნი ასდის. გოგირდმჟავით, ანუ ქლორჰიდრიდით, მოწამლულს პირის, ტუჩებისა და ცხვირის  გარშემო დამწვრობა უჩნდება. ატროპინით მოწამვლა აფართოებს გუგებს, ხოლი ოპიუმით- პირიქით, ავიწროებს. მაგრამ მოწამვლის დასადასტურებლად საჭიროა საწამლავის აღმოჩენა სისხლში, შარდში ან კუჭში, რაც არ არის ადვილი, რადგან საწამლავის დოზა მცირეა, სკრინინგის ტესტები ადასტურებს მის არსებობას და საბოლოო პასუხის მისაღებად ნაცხი ქრომო ქრომატოგრაფიული ან სპექტრომეტრულ ანალიზს გადის . თუ საწამლავი სისხლშია აღმოჩენილი და არა შარდში ე.ი გარდაცვალება სწრაფი იყო; თუ პირიქით ორგანოებში გროვდებოდა,მოწამვლა ხანგრძლივად მიმდინარეობდა.

22a7caa3a91d

უკრაინის ექსპრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო უთუოდ დიოქსინით მოწამლეს, ეს საწამლავი ნელ ნელა კლავს  თანაც აუცილებლად ტოვებს კვალს კანზე. თუმცა, მსხვერპლის სხეულის აგებულებისა და და მიღებული დოზის გათვალისწინებით, შედეგი ყოველთვის არ არის სასიკვდილო.

თუ გვამის გაკვეთისას საწამლავი აღმოაჩინეს, ისმის კითხვა: თვითმკვლელობაა თუ მოწამვლა? ნელი, მცირე დოზებით მოწამვლის შედეგია საწამლავის დაგროვება თმასა და ფრჩხილებში. ეს უდავო დანაშაულია ,მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლს ერთბაშად დიდი დოზა არ აქვს მიღებული. თვითმკვლელობის დროს ერთ ჯერზე დიდი ოდენობით საწამლავს იღებენ , მაგრამ ამაში რომ დარწმუნდნენ, გამომძიებლები ყველა საეჭვო სამხილს ეძებენ.ხელწერის იდენთიფიკაციით გამოვლენილი ყალბი გამოსამშვიდობებელი წერილი უდავოდ დამნაშავის შექმნილია. წამლების ფლაკონებზე  ანაბეჭდების არ არსებობა  მოწმობს უცხო პირის სურვილს, წაშალოს მაკომპრომეტირებელი სამხილები, ვთქვათ, თავისი ანაბეჭდები.

c62b156b57f3

მარი ბენარი XX ს.-ის 50 იანი წლების ქრონიკის გმირი გახდა.ლუდონელ (ქალაქი საფრანგეთში) ქალს ბრალად ედებოდა ცამეტი კაცის, მათ შორის -ქმრის, მოწამვლა. გარდაცვლილთა სხეულებში დიდი ოდენობით  დარიშხანს პოულობდნენ. სამი პროცესის შემდეგ ბენარს  პატიმრობა მიუსაჯეს, მოგვიანებით შეიწყალეს, მაგრამ საიდუმლო საიდუმლოდ დარჩა.

საწამლავი ყოველითვის ვერ აღწევს. XX ს.-ის დასაწყისში მარა ბურეტმა რამდენჯერმე სცადა ყოფილი შეყვარებულის , ბატომ დუდიოს მოწამვლა. პირველად დარიშხანით ამოვსებული შოკოლადის კანფეტი გაუგზავნა, მაგრამ როდესაც ბატონმა დუდიომ ერთ-ერთის მირთმევა დააპირა, ის გადასკდა და შიგთავსიდან საეჭვო თეთრი ფხვნილი გადმოიყარა. მეორედ მოწამლული ტაბლეტები გაგზავნა, რამაც მოკლა ოჯახის მეგობარი, ცნობილი ტენორი (ეგონათ რომ სიკვდილის მიზეზი ბუნებრივი იყო). მესამედ ისევ დარიშხანით შეკაზმული ხამანცკები გაგზავნა, მაგრამ ბატონმა დუდიომ წინდახედულობა  გამოიჩინა  და მათი ანალიზი შეუკვეთა. მარი ბურეტის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას პოლიციამ საწამლავთა მთელი კოლექცია აღმოაჩინა და ბურეტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

41a6690e0b64

მწერებისა და მღრღნელების გასანადგურებელ საშუალებეში გამოყენებული უგემო და უსუნი დარიშხანი საკვებთან შერევისას თავს არ იჩენს,  რამდენიმე მილიგრამი საკმარისია გულისრევის, ღებინების, კუჭის ტკივილისა და ნაწლავის ჰემორაგიის ნიადაგზე სწრაფი სიკვდილის გამოსაწვევად.იგივე ნიშნები აქვს საკვებით ჩვეულებრივ მოწამვლასაც. ქაღალდის დასამზადებლად გამოყენებული ციანიდი უჯრედის სუნთქვას აფერხებს და მსხვერპლი გაგუდულს ჰგავს. საჭიროა ყურადღება საკვების მომზადებისას: ამანიტებისა და ლეპიოტების შემცველმა სოკომ შეიძლება უბედურება გამოიწვიოს.აფრიკული მცენარე მანიოკი ციანიდს შეიცავს და თუ საგულდაგულოდ არ გაიწმინდა საკვებად გამოყენებამდე, კიდურების ხანგრძლივ დამბლას და ზოგჯერ სიკვდილსაც იწვევს.

სასამართლოს სამედიცინო ექსპერტმა და ქიმიკოსმა მატიე ორფილამ(1787-1853) გამოიგონა ტოქსიკოლოგია, ანუ მეცნიერება, რომელიც სწავლობს სხეულზე საწამლავის მოქმედებას. მან დაამტკიცა რომ მიღებული საწამლავი ადამიანის მთელ ორგანიზმში ვრცელდება და გარდაცვალების შემდეგაც დიდხანს რჩება. მანვე გამოიგონა სისხლისა და სხვადასხვა ორგანოს (ღვიძლის, თირკმელი) ქიმიური ტესტები მათში საწამლავის შემცველობის აღმოსაჩენად, განსაკუთრებით კი იმ პერიოდის საწამლავების “მეფის”- დარიშხანის.

zura444

,efalfkas;dfkaslfklk;

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button