არქივი

ლოტუს ელისი

ce176030d2b8

ჩვენს ყურადღებას ყოველთვის დიდი ზომის, მყვირალა სუპერმანქანები უფრო იქცევდნენ, თუმცა მცირეწონიანი , პატარა მანქანებსაც უნდა ვცეთ პატივი.

მსუბუქ წონაში იგულისხმება არა ავტომობილის მონაცემები, არამედ ნამდვილი წონა.
კოლინ ჩემპენი მცირეწონიანი ავტომობილების ოსტატი გახლდათ, ხოლო მის მიერ ინგლისში შექმნილი ფირმა “ლოტუსი” ამ თვალსაზრისით დღემდე ლიდერია.
ნათქვამის დასტურია მოდელი “ელისი”. ამ მოკლე მოდელის , წინა და უკანა ღერძებს შორის მანძილია 225 სანტიმეტრი, ხოლო სრულად აღჭურვილი ავტომობილის მასა 900 კილოგრამზე ნაკლებია. ექსტერიერის დიაზინი სანდომიანობის, აგრესიულობის და ორიგინალურობის ნაზავია და RTM-ის შუშაბოჭკოსგან არის დამზადებული. გარდა ამისა, “ლოტუსის” საფირმო ნიშანია ეპოქსიდური ფისით შეწებებული, დაპრესილი ალუმინიგან დამზადებული სავალი ნაწილი.
“ლოტუსის” მოდელები, როგორც წესი შედარებით ხელმისაწვდომია. “ელისი” აღჭურვილია “ტოიოტას” მოდიფიცირებული ძრავით. ამ ძრავას მოცულობაა 1.8 ლიტრი, სიმძლავრე 190 ცხენი, ხოლო ბრუნვის მომენტია 134 ფუნტი/ფუტზე. გადაცემათა მექანიკური კოლოფი ექვსსიჩქარიანია, ავტომობილი 100 კმ/სთ სიჩქარეს 4,7 წამში ავითარებს, 160 კმ/სთ-ს 12.9 წამში არწევს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 240 კმ/სთ გააჩნია.
მოდელის ინტერიერი საკმაოდ მარტივია. ესეც “ლოტუსის” საფირმო ნიშანია. სავარძლები ტილოთია გაწყობილი, ხოლო სტანდარტული ან არააუცილებელი კომპონენტები ტყავით და/ან ალუმინით არის მორთული

ce176030d2b8

4fa5d2fe8c23

253d41e3f465

bloggerBro

Just simple internet user , video editor and future bloger ;) & FBer
Back to top button