„Tree House„ – გამჭვირვალე სახლი
სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი „ხის სახლი“ (Tree House) შემუშავებული იყო დიზაინ -სტუდიის Van Der Merwe Miszewsk არქიტექტორების მიერ კეიპტაუნიდან (Cape Town). უზარმაზარი რეზიდენცია, ფართობით 230 კვადრატული მეტრი, მდებარეობს ქალაქის მდიდრულ და ულამაზეს რაიონში. კეიპტაუნის სანაპიროზე არის უბანი, სადაც მხოლოდ მილიარდერები ცხოვრობენ….
აფრიკაში უზარმაზარ და ფასდაუდებელ ღირებულებას წარმოადგენს ხეები – ისინი ქმნიან ჩრდილებს, რითაც ისინი სიცხისგან გადაარჩენენ ადგილობრივ მაცხოვრებლებს.
ტერიტორია, სადაც აშენებულია ეს სახლი, გარშემორტყმულია ლამაზი და იშვიათი ჯიშის ხეებით; სახლის დიზაინი შედგება ფოლადის ძელებისგან და მინისაგან, რომელიც ეფუძნება ქვის ზე¬ძირკველს …
ეს არაჩვეულებრივი „ხის სახლი“- გამჭვირვალე სახლი მდებარეობს აფრიკის ულამაზეს ბუნებაში -ქალაქ კეიპტაუნში, რომელიც მოსახლეობის მხრივ მეორე ქალაქია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ხოლო ქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს დასავლეთ კაპის პროვინცია. კეიპტაუნი წარმოადგენს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საკანონმდებლო დედაქალაქს, აქ არის პარლამენტის და სხვა სამთავრობო შენობები, ხოლო , რაც მთავარია, რომ ის ცნობილია თავისი ნავსადგურით. კეიპტაუნის სიახლოვეს არსებული კაპის ოლქი 2004 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლადაა მიჩნეული და ფორბსის მიერ ეს ქალაქი, მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს დასახლებადაა აღიარებული და წარმოადგენს ჩამსვლელი ტურისტების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქალაქს.
კეიპტაუნში ცხოვრობს 4 მილიონამდე ადამიანი და ამ მაჩვენებლით ის პირველი ქალაქია სამხრეთ აფრიკაში.
კეიპტაუნი ყველა მილიარდერებისათვის ოცნების ქალაქია, სადაც ორი ოკეანე ერთდება, პინგვინები დადიან, ვეშაპები მოცურდებიან და საოცარი სანახაობაა. ფლორა და ფაუნაც გამორჩეულია, არაჩვეულებრივი ჰავაა, დგას ანანასის პალმები და გვერდით გაშენებული აქვთ ვენახი, წურავენ ყურძენს და სასიამოვნოდ დასალევი ღვინოს აკეთებენ…
ამ სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ინტერიერი ეგზოტიკური დეკორის ნივთებით არის მოწყობილი.
ხის ავეჯთან და დეკორის ელემენტებთან ერთად სახლში მრავლადაა საინტერესო დიზაინის მქონე რბილი ავეჯი, უმეტესად თეთრი ფერის, ასევე ლამაზადაა მოწყობილი სასადილო, მისაღები, საძინებელი ოთახები და დასასვენებელი ოთახი ღია ცის ქვეშ, სადაც ოჯახს სასიამოვნო საღამოების გატარება შეუძლია.