არქივი

მეცნიერები გადაშენებული სახეობების აღდგენას აპირებენ

b1934080301f
უკვე წლებია მეცნიერები მუშაობენ სპეციალურ პროექტზე, რომლის მიზანია უკვე გადაშენებული სახეობების აღდგენა.   გადაშენებული სახეობების აღსადგენად  არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნ მასალებს გამოიყენებენ.  ქვემოც წამოდგენილია ის სახეობები, რომლებიც პირველ რიგში მოიაზრებიან ამ პროექტში.

ტასმანიური ვეფხვი
9b9b3baf7169
1999 წელს ავსტრალიის ერთ-ერთი მუზეუმის  კვლევითმა ცენტრმა განაცხადა, რომ ტასმანიური ვეფხვის აღდგენას აპირებდა, თუმცა გათხრების შედეგად არმოჩენილი  ძვლები არ აღმოჩნდა საკმარისი დნმ-ის  გამოსაყოფად.

f8835ed82535
მეცნიერების მეორე ჯგუფმა უფრო დიდ წამატებას მიაღწია და ერთი გენი სრულად აღადგინეს.  თუმცა ერთი გენი საკმარისი არ არის და წინ მეცნიერებს დიდი სამუშაო ელოდებათ. ტასმანიური ვეფხვის აღდგენის შემთხვევაში ის სავარაუდოდ ზოოპარკის ბინადარი გახდება რადგან ცხვრის მოშენების გამო ადგილობრივი ფერმერები ამ სახეობას კვლავ გაანადგურებენ.

 

მამონტი
8c1fdb88ac49
თუ გავითვალისწინებთ  გაყინულ მდგომარეობაში აღმოჩენილი მამონტების ნეშტის რაოდენობას, შეიძლება ვიფიქროთ რომ მათი კლონირება ადვილი საქმეა. თუმცა აქ ერთი პრობლემა არსებობს, აუცილებელია მოიძებნოს ის სახეობა, რომელიც ხელოვნური განაყოფიერების შედეგად  მამონტს  დაბადებს.  ყველაზე გამოსადეგი  ცხოველი აფრიკული სპილოა. თუმცა ჯერჯერობით  პროექტზე მუშაობა გრძელდება.
fe10fd1d60da
ალბათ იცით რომ მამონტების  ეშვები საკმაოდ ძვირად ფასობს, ასე რომ არ არის გამორიცხული მათი აღდგენის შემთხვევაში  მათზე  ნადირობა დაიწყონ.

 

დომბა
cdb1abddbc78

დაახლოებით ათიათასი წლის წინათ, ევრაზიის მოსახლეობამ მოიშინაურა დომბა, რომელიც დაახლოებით ერთ ტონას იწონიდა და რომლის შთამომავლები არიან   ძროხები.  დღეს მეცნიერები ეძებენ ძროხის ისეთ სახეობას რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს დომბას,  ასეთ სახეობას მიაგნეს კიდეც, მაგრამ საქმე იმაშია, რომ  ამ სახეობის მამრი  წონით და გაბარიტებით დომბას მხოლო 2/3-ს წარმოადგენს.  მეცნიერები ფიქრობენ, რომ  შესაძლებელი დომბას დნმ-ს  შერევა  მისი მსგავსი სახეობის დნმ-ში, რის შედეგადაც გიგანტური  ზომის ძროხას მივიღებთ.
79c1e19eb445

 

მსგავსი ამბები

Back to top button