საკითხავისასარგებლო

მუსიკა – Death Metal

ესეიგი, დეს მეტალი რო შეიყვარო და მიიღო მისგან დაუვიწყარი სიამოვნება, შემოგთავაზებ იმ შედევრ ალბომებსა და ჯგუფებს, რომლებიც ერთი მოსმენის შემდეგ, სამუდამოდ დარჩება შენს კომპიუტერსა თუ აიპოდში ^_^

1.დავიწყებ ჩემი საყვარელით Cannibal Corpse (დისკოგრაფია – ანუ ყველა ალბომს მოუსმინე ;) )

2. უთუოდ გენიოსთა ბანდა და დეს მეტალის ფუძემდებლები Death (ყველა ალბომი ნახე, თუ გინდა რომ სიამოვნება ბოლომდე მიიღო და იგრძნო ჩაკ შულდინერის გენია)

3. ვაგრძელებ დეს მეტალის პიონერებით ^^ Possessed (ნუ ამ ჯგუფმა სულ 2 სტუდიური ალობომი ჩაწერა და ერთი EP. მათი ნამუშევრებია: Seven Churches (Studio album), Beyond The Gates (Studio Album) და The Eyes Of Horror (EP)

4.ერთ-ერთი ორიგინალური დეს-მეტალ ბანდა ამერიკის შტატ ფლორიდიდან Obituary (გაეცანი მათ სუყველა ალბომს, თუმცაღა პირველი(Slowly We Rot) და მეორე (Cause Of Death) ფაქტობრივი მაგალითია იმისა თუ რატომ უნდა უკრავდეს ეს ბანდა დეს მეტალს ^_^)

5. უთუოდ მეორე გენიოსი ბანდა, რომელთაც უნდა ვუმადლოდეთ ბლასტბიტების შემოღებას დეს-მეტალში Morbid Angel (სუყველა ალბომს გაეცანი, ბოლო ალბომის გარდა, რადგან მათი ბოლო ნამუშევრით დავრწმუნდი, რომ მათ თავისი სათქმელი ამ ქვეყანაზე თქვეს და ჩაბარდნენ ისტორიას)

6.შეიძლება პროგრესივ დეს მეტალს არ უსმენ, მაგრამ ჯგუფმა Atheist-მა შემაყვარა ეს ჟანრი თავისი გენიალური ნამუშევრებით (გაეცანი სუყველა ალბომს ;) ^^)

7.ნუ შემდეგი დეს მეტალ ბანდა Napalm Death თავიდან გრაინდკორს უკრავდა, თუმცაღა სტილი შეიცვალა და გააგრძელა დეს მეტალის დაკვრა. (მათ საუკეთესო ნამუშევრებად ითვლება Harmony Corruption და Utopia Banished, თუმცაღა გრაინდკორი რომ კარგად იგემო გადაავლე თვალი მათ ნამუშევარს Scum)


8. საინტერესო მოსასმენია ასევე ძველი სკოლის დეს-მეტალ ბენდები ისეთები როგორიცაა: ერთ-ერთი ეპოქალური ჯგუფი Autopsy (ნახე მათი პირველი (Severed Survival) და მეორე ალბომი (Mental Funeral), Cancer ( ზრდილობისთვის გადაავლე თვალი მათ პირველ (To The Gory End) და მეორე ალბომს (Death Shall Rise), Dismember (ნახე მათი პირველი ალბომი (Like An Ever Flowing Stream) და 1995 წლის ალბომი (Massive Killing Capacity)

Gorefest (განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ პირველი(Mindloss) და მეორე ალბომი(False) საინტერესო რამეებია ^_^) აგრეთვე, არ შეილება არ ავღნიშნოთ ერთ-ერთი საინტერესო ჯგუფი Pestilence (1993 წლამდე ყველა ალბომი ნახე არ ინანებ ;) ) ვაგრძელებთ ძველი სკოლის ჯგუფების ჩამოთვლას და შემდეგი ჯგუფი არის Entombed შვედეთიდან ^^ (პირველი(Left Hand Path) და მეორე (Clandestine) საინტერესო ალბომებია, დანარჩენი აღარ ვარგა), Suffocation ერთ-ერთი უძლიერესი ჯგუფია ძველი სკოლის დეს მეტალში, მათ დატოვეს ისეთი შესანიშნავი ნამუშევრებია როგორიცაა Effigy Of The Forgotten, Human Waste(EP) და Bleeding The Spawn (ნუ ეს ის ალბომებია რომლებიც მე მაქ და გირჩევ რომ მოსმინო, თორე ჯგუფს ბევრი სტუდიური ალბომი აქვთ, ეს სამი ალბომი ჩემი ფავორიტია და ერთ ამოსუნთქვაში ისმინება ^^) ძველი სკოლა იამაყებდა ისეთი ჯგუფით როგორიცაა Immolation მათი შესანიშნავი ნამუშევრით Dawn Of Possession. გლენ ბენტონი თავისი ჯგუფით Deicide-ით დაგარწმუნებს რომ ძველი სკოლის დეს მეტალი უმაგრესი რამაა და ისიც რომ ღმერთი არ არსებობს (თუმცაღა ამ ჯგუფის ტექსტებს არ ჩაუღრმავდე :D) (გადახედე მის პირველ (Deicide), მეორე (Legion), 1995 წლის ალბომსა(Once Upon The Cross) და 1997 წლის ალბომს (Serpents Of The Light).

9. ერთ-ერთი ორიგინალური ჯგუფი ძველი სკოლის დეს მეტალში სწორედაც რომ Bolt Thrower-ია ^^ მათი ტექსტებით ომზე და იარაღებზე ^_^ მოუსმინე მათ 1998 წლის ალბომს Mercenary.

10. და ბოლო ჯგუფი რომლითაც მინდა ეს ათეული დავამთავრო არის Carcass გორგრაინდის ფუძემდებლები და აგრეთვე მათ დიდი წვლილი მიუძღვით მელოდიკ დეს მეტალ სცენაზე ^_^. შეიძლება მათი პირველი -ორი ალბომი არ მოგეწონოს, მაგრამ მათი 1991 წლის (Necroticism: Descanting The Insalubrious), 1993 წლის (Heartwork) და 1995 წლის (Swansong) ნამუშევრები უყურადღებოდ არ უნდა დატოვო ^_^

პ.ს. სუ გამომრჩა ფინური დეს/დუმ მეტალის ლეგენდები Amorphis. მოუსმინე მათი 1994 წლის ალბომს Tales From Thousand Lakes :3

აქ ჩემი მისია დავასრულე, ნება შენია ახალბედა მეტალისტო მოუსმენ თუ არა განძეულობას, რომელიც დეს მეტალმა კაცობრიობას და მეტალ სცენას დაუტოვა.

წარმატებები ;)

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close