გასართობისაკითხავისასარგებლო

ქალი & მამაკაცი

ვისაც ჰგონია, რომ ბავშვები კომბოსტოში იჩეკება, ანდა წეროები ემსახურებიან გადაზიდვის სერვის, მათვის ეს სტატია უინტერესო გამოვა. ხოლო ისინი, ვინც რაციონალურად უნდგება ამ საკითხს შეიძლება საინტერესო რამ აღმოაჩინოს ამ ნაჯღაბნში.ჩვენ რამდენიც არ უნდა ვამტკიცოთ ქალისა და მამაკაცის ექვივალენტობა, მაინც ფაქტი სახეზე გვექნება. ჩვენ რამდენიც არ უნდა ვიჯიუტოდ და ჩვენ აზრზე  მედგრად ვიდგეთ, ფაქტია, რომ უზენაესმა ძალამ ეს ორი რადიკალურად განსხვავებული, თუმცა ორგანულად მსგავსი ქმნილება იმისთვის გააჩინა, რომ  ერთმანეთი შეევსოთ და არა მეტოქენი გამხდარიყვნენ. ქალსა და მამაკაცს შორის განსხვავება მარტო გენიტალების სხვადასხვაობით კი არ ამოიწურება, არამედ მთელ რიგ დეტალებში შეიმჩნევა კონტრასტი.

პირველი და მთავარი განსხვავება ამ ორ სქესს შორის არის ორგაზმის პერიოდი. შეიძლება იფიქროთ, რომ ცოტათი თამამი შესავალი გავუკეთე, თუმცა არ ვართ ჩვენ პატარები და ეს საკითხიც ალბათ არ უნდა იყოს ტაბუდადებული. ქალის ორგაზმის პერიოდი რამდენიმე წუთით ხანგრძლივია, მამაკაცთან შედარებით, რაც უმეტეს შემთხვევაში იწვევს დისკომფორტს და კონფლიქტს. თუმცა არიან ძლიერი სქესის წარმომადგენლები, რომლეთა სექსუალური დაკმაყოფილების ხანგრძლივობა აღემატება სუსტი სქესისა, თუმცა ეს იშვიათობაა.

მეორე განსხვავება ქალსა და მამაკაცს შორის არის, რესპილაციური ორგანოს მასა.  ჩვენდა გასაკვირად, მამაკაცის ფილტვის წონა 20% აღემატება ქალისას, რაც განაპირობებს მამაკაცის მეტ ამტანობას ვიდრე ქალისას, თან ყველა საკითხში.

მომდევნო განსხვავება ეს არის მოტორული ფუნქციის პერიოდულობა. მამაკაცების გული 15% ინტენსიურად მუშაობს, ვიდრე ქალებისა. ამიტომაცაა, რომ ქალისთვის სიამოვნების მინიჭება ადვილია ჩემო მეგობრებო, შეეცადეთ რაც შეიძლება მეტად გამოაყოფინოთ სისხლში ადრენალინი, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უფრო მიმზიდველს ხდის.

შემდეგი სხვაობა  კი მდგომარეობს სუსტი სქესისთვის ყველაზე სტრატეგიულ და სასიცოცხლო ფუნქციაში. გოგონები ლაპარაკს გაცილებით ადრე იწყებენ ვიდრე ბიჭები. ანუ საკუთარი აზრების გაზიარებას სხვა პიროვნების თაობაზე, ქალი უფრო ადრეულ ასაკში იწყებს, ვიდრე მამაკაცი. ამით თამამად შეგვიძლია თქმა, რომ ქალები იდეაშიც მეტად ჭორიკნები არიან ვიდრე მამაკაცები.

რიგით ბოლოს წინა განსხვავება ვლინდება ისეთ მდგომარეობის დროს, როცა “გონიერი არსება” არაცნობიერ მდგომარეობაშია. თურმე   მამაკაცთა 45% ღამით ხვრინავს , ხოლო ქალებში ეს მაჩვენებელი 22% აღწევს. ეს ერთი შეხედვით არც თუ ისეთი სხვაობაა, თუმცა ბიოლოგიურად ხვრინვა ნიშნავ სასუნთქი გზების გაუმართაობას, რაც ძლიერ სახიფათოა ორგანიზმისთვის.

ბოლო სხვაობა კი ეხება თვითგემოვნებას, ანუ მამაკაცების 44% და ქალების 60% უყვარს სარკეში საკუთარი თავის ყურება და მხოლოდ მამაკაცების 37% და ქალების 32% გახლავთ კმაყოფილნი საკუთარი გარეგნობით. ანუ იმ ქალების 49%, რომლებსაც უყვართ სარკეში ყურება,   თვლის საკუთარ თავს უშნოდ, ხოლო საკეში ხშირად ჩამხედავ მამაკაცთა 75% მეტს საკუთარი თავი მაჩოდ ანდა დევიდ ბექჰემად მიაქვს.

ასე და ამგვარად არსებობს კიდევ უამრავი სხვაობა ქალსა და მამაკაცს შორის, თუმცა ამ კონტრასტების გამოყენება იმისთვის, რომ ერთმა სქესმა მეორე გამოაცხადოს ქმედუუნაროდ და მოახდინოს ანექსირება, ეს დაუშვებელია და ლოგიკას მოკლებულია.

ქალსა და მამაკაც შორის თანასწორუფლებიანობა უნდა იყოს ნებისმიერ საკითხში და ამ ორმა სახესხვაობამ ერთმანეთი უნდა შეავსოს და შემქნას ერთარსი.

ასევე იხილეთ “ხოჭოების” ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა:

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close