არქივი

მედიჩების ბანკი

6281f62f4b1d
მედიჩების ბანკი რენესანსის პერიოდის იტალიის ყველაზე ცნობილ ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენდა, მეთხუთმეტე საუკუნის განმავლობაში ის პრაქტიკულად მთელი ევროპის საბანკო სისტემაზე ბატონობდა.

მედიჩების ბანკის წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა ეკლესიასთან დადებულმა ხელშეკრულებამ, რომლის მიხედვითაც მედიჩების საბანკო სახლი ეკლესიის აგენტის სტატუსით სარგებლობდა. ბანკის ფილიალები პრაქტიკულად მთელს ევროპაში იყო განთავსებული: ფლორენცია, რომი, ჟენევა, ლიონი, ბრიუგე და სხვა. მთელი საბანკო ქსელი ფლორენციის სათაო ოფისიდან იმართებოდა.

11e3866516ea
ბანკის დამაარსებლად ჯოვანი მედიჩი მიიჩნევა (1397) , რომელიც მანამდე რომში საქმიანობდა და შემდეგ გადავიდა ფლორენციაში. მედიჩები იმ დროისათვის საბანკო საქმის ინოვატორები იყვნენ, ისინი იყენებდნენ ორმაგ ბუღალტრულ აღრიცხვას. როგორც თანამედროვე ბანკები, ისინიც იღებდნენ დეპოზიტებს და შემდეგ გასცემდნენ სესხებს. მართალია იმ პერიოდისათვის სესხზე პროცენტის გადახდა კანონით დაშვებული არ იყო, თუმცა პროცენტი სხვა სახით გადასახადებით იყო შენიღბული. მედიჩები სერიზულ შემოსავლებს იღებდნენ ასევე ვალუტის გადაცვლის ოპერაციებიდან და საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეობით, მთელი ფილიალების ქსელის მასშტაბით.

844beaf84e0e

კიდევ ერთი ინოვაცია ბანკის სტრუქტურა გახლდათ. თითეული ფილიალი წარმოადგენდა ამხანაგობას, ხოლო მთლიანად ბანკი კი ჰოლდინგურ კომპანიას, რაც იმ დროისათვის ნამდვილად ახალი იყო. მედიჩების ბანკმა სწრაფად დაიწყო ზრდა. მას 9 ფილიალი ჰქონდა ფლორენციის გარეთ, რაც იმ დროისათვის საბანკო სისტეაში რეკორდს წარმოადგენდა. მედიჩების ბანკს მეთხუთმეტე საუკუნის ყველაზე ინტერნაციონალური ბანკი შეიძლება ვუწოდოთ. მედიჩების ბანკი აქტიურ მონაწილეობას იღებდა იტალიის მთავრობის სამხედრო კამპანიების დაფინანსებაში.
837b4a546eb5
საერთაშორისო ვაჭრობა და საბანკო საქმე პრაქტიკულად ერთად ვითარდებოდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ელესიის კანონებით სესხზე პროცენტის აღება ცოდვად და დანაშაულად ითვლებდა. ბანკების სესხს გასცემდნენ ერთ ვალუტაში, ხოლო გასასხებულ თანხას უკან ითხოვდნენ სხვა ვალუტაში. პროცენტი კი ვალუტის გაცვლით კურსში იყო გათვალისწინებული.
3d75015f34fa
კოზიმო მედიჩის სიკვდილის შემდეგ (1464) მედიჩების საბანკო სახლი ნელ-ნელა დასუსტდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ კოზიმოს შვილს არ აღმოაჩნდა მართვის ნიჭი და საბანკო საქმეშიც დიდი ცოდნით არ გამოირჩეოდა. 1494 წელს კი ბანკი გაკოტრდა და იძულებული გახდა ყველა ფილიალი დაეხურა.
abd360719d7d
3f619bf72334

მიუხედავად არც თუ ისე დიდი ისტორიისა მედიჩების ბანკი რენესანსის პერიოდის იტალიის ფინანსური სიძლიერის სიმბოლოდ რჩება.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button