არქივი

ბეჰეროვკა – პოპულარული ჩეხური სასმელი

8ce210130f74

ბეჰეროვკა ჩეხური ლიქიორია , რომლის ისტორიაც სათავეს კარლსბადში  იღებს. სასმელი ოცზე მეტ სამკურნალო ბალახს შეიცავს და დღემდე 1807 წლიდან ცნობილი  ტექნოლოგიით მზადდება. თავდაპირველად ბეჰეროვკას ისე ამზადებდნენ, როგორც წამალს მუცლის ღრუს დაავადებებისათვის. სასმელის რეცეპტი გასული საუკუნის 20-იან წლებამდე მკაცრად გასაიდუმლოებული იყო.

ბეჰეროვკა ორმა ადამიანმა, ინგლისელმა თერაპევტმა ფრობრიგმა და აფთიაქარმა იოზეფ ბეჰერმა შექმნა. ორივე მათგანი გატაცებული იყო ბალახის ნაყენის, არომატული ზეთისა და ალკოჰოლის შერევით. კარლსბადიდან წასვლამდე, ფრობრიგმა თავის მეგობარს სამკურნალო სასმელის რეცეპტი დაუტოვა და მისი სრულყოფა სთხოვა. ბეჰერმა ბევრი არ დააყოვნა. მის მიერ მიღებული ნაყენი იმდენად სასიამოვნო დასალევი აღმოჩნდა, რომ აფთიაქარმა მას “კარლსბადის ცამეტი წყარო” უწოდა. 1807 წლიდან, იოზეფ ბეჰერმა საკუთარ აფთიაქში ელექსირის, სახელწოდებით “კარლსბად ინგლიშ ბიტერ” გაყიდვა დაიწყო.
56de74d205b6

 

იოზეფ ბეჰერი საკმაოდ წარმატებულ ბიზნესს 1841 წლამდე მართავდა და ლიქიორის რეცეპტსაც საიდუმლოდ ინახავდა. თავისი საიდუმლო მან მხოლოდ ერთ კაცს, თავის ვაჟსა და მემკვიდრეს, იოჰანს გაანდო. ეს უკანასკნელი საკმაოდ მოხერხებული ბიზნესმენი გამოდგა. მან ძველი ტექნიკა გამოცვალა და ახალი ფაბრიკა ააგო. ამდენად, 1841 წლიდან ლიქიორის წარმოება გაფართოვდა. ბეჰეროვკას სავაჭრო მარკა ამ დრომდე გამოიყენება. სწორედ იოჰანმა თავის ნათესავს კარლ ლაუბს განსაკუთრებული ეტიკეტის მქონე ბრტყელი ბოთლების შექმნის დავალება მისცა. ბეჰეროვკა ახლაც ასეთ ბოთლებში იწარმოება.
a575fe6c24c1

იოჰანმა მისი რეცეპტი ტრადიციისამებრ, საკუთარ ვაჟს, გუსტავს გადასცა, რომლმაც ბეჰეროვკას   წარმოებაში სერიოზული ნაბიჯი გადადგა. მან სავაჭრო მარკა ბეჰეროვკა ოფიციალურად დაარეგისტრირა, რისკენაც მას სასმელის ფალსიფიცირებული ვარიანტების წარმოებამ უბიძგა. გარდა ამისა, გუსტავმა დაიწყო ფაიფურის პატარა ჭიქების წარმოებაც, რომელიც ლიქიორთან ერთად იყიდებოდა და რომლის შეძენაც ბეჰეროვკას მოყვარულებს დღესაც შეუძლიათ.
dd6ed25a5ce4

სასმელის რეცეპტი მამიდან შვილზე გადადიოდა და სასმელის წარმოებას მთლიანად აფთიაქარის ოჯახი  აკონტროლებდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ბეჰეროვკას რეცეპტი ბეჰერის სახლის ეზოში, მიწაში დაფლეს. მას ჩეხმა აგენტებმა 1945 წელს მიაკვლიეს, რის შემდეგაც ბეჰეროვკა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა.
e131fd99ebb3

ოც სხვადასხვა სამკურნალო ბალახს ნატურალური ტილოს ტომრებში ათავსებენ და ერთი კვირის განმავლობაში, ალკოჰოლით სავსე ჭურჭელში დებენ. ამის შემდეგ, ექსტრაქტს მუხის კასრებში ასხამენ და მასში წყალსა და შაქარს ამატებენ. არომატური ელექსირი ორ-სამ თვეში, იოვალური ფორმის მუხის კასრებში მიიღება. აღსანიშნავია, რომ სასმელი მხოლოდ კარლოვი ვარის წყალზე მზადდება.
37727af5957f

მსგავსი ამბები

Back to top button