არქივი

აერონავტიკა კაპადოკიის ზემოთ

06437e2c7915

კაპადოკია – ეს არის მხარე აღმოსავლეთ მცირე აზიაში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე; ასეთი შთამბეჭდავი, სანახაობრივი პეიზაჟის მსგავსი არსად არის ევროპაში.
64eee6e8e428
კაპადოკიის კონტინენტური კლიმატის გამო იგი დედამიწის უბრწყინვალესი ადგილია, ხოლო ვულკანური ამოფრქვევების გამო დაახლოებით 3-9 მილიონი წლის წინათ, კაპადოკიაში მრავლად შეხვდებით ბუნების საოცრებებს: ულამაზესსს მთებს, უცნაური მოყვანილობის მინდორ-ველებს, კლდეების საოცარ ფორმებს- პირამიდებს, კონუსებს, სოკოებს და ასევე ყველაზე მახინჯ ფორმებსაც. გეგონებათ, რომ ჯადოსნურ სამყაროში მოხვდით… კაპადოკიას ხშირად ”დაკარგულ სამყაროს” ან ”მთვარის უცნაური პეიზაჟების” ქვეყანას უწოდებენ.
მიუხედავად ყველაფრისა მისი უცნაური ლანდშაფტები ყოველთვის იყო ადამიანების ყურადღების ცენტრში. პირველი კლდეში ნაკვეთი ქალაქები აქ ქრისტეშობამდე გაცილებით ადრე გაჩნდა.
ჩვენი წელთაღრიცხვის 4-დან მე 13 საუკუნეში, ამ ტერიტორიის მაცხოვრებლებმა გაჭრეს კლდეში გვირაბები და მოაწყვეს იქ თავიანთი სახლები და ეკლესიებიც; მე-7 საუკუნეში ბერებმა დაიწყეს კედლების დამშვენება წმინდა ბიზანტიური ფრესკებით; გვირაბების კომპლექსი გადაიქცა რეალურ ქალაქებად: წარმოიდგინეთ 8 იარუსი გადიოდა მხოლოდ მიწის ქვეშ. დღესდღეობით, კაბადოკიის გვირაბის კომპლექსი ითვლება ყველაზე გრძელ კომპლექსად მსოფლიოში…
c17c4b1584c8
ამჟამად, ყველა კაბადოკიის კლდის გამოქვაბულებები გადაიქცა მუზეუმებად. ბევრი დღესაც მოწყბილია სასტუმროებად და ამ სასტუმროებში გაჩერება და დასვენება მართლაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გვჩუქნის;
64a8ea77a102
ფრენა საჰაერო ბურთით:
მისი უნიკალური გეოლოგიური, ისტორიული და კულტურული თვისებებით, კაპადოკია გახდა პოპულარული საყვარელი ტურისტული ადგილი, ჰაერნაოსნობის განხრითაც კი; აქ ხშიურად იმართება ჰაერნაოსნობაში (აერონავტიკაში) შეჯიბრებები;
ფრენა საჰაერო ბურთით:

ჰაერზე მსუბუქი საფრენი აპარატების წინამორბედად მიჩნეულია “მფრინავი დრაკონი”(ფრანი), რომელიც ძველ ჩინეთში გამოიგონეს, იქიდან კი „ფრანი“ სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა.
ფრენა და შეჯიბრება ჰაერზე მსუბუქი საფრენი აპარატებით, აეროსტატებით , რომლებიც შედგება 1) ელასტიკური ქსოვილისგან დამზადებული, უმეტესად სფეროს ფორმის მქონე, თბილი ჰაერით ან ჰაერზე მსუბუქი აირით სავსე რეზერვუარისგან; 2) კალათის, ანუ გონდოლისგან, რომელშიც თავსდება ეკიპაჟი. გონდოლაზე კიდებენ ბალასტს-ქვიშით სავსე მომცრო ტომრებს, რომლებსაც სიმაღლის აღებისას ცლიან. რეზერვუარში ჰაერის გასაცხელებად რისი მეშვეობითაც აპარატი მაღლა ადის, გონდოლაში დამონტაჟებულია პროპანით დატენილი სანთურებიანი ბალონები. დაშვებისას ჰაერის გაცხელებას წყვეტენ.

e9eda735e3a8
საჰაერო ბურთი მიფრინავს იქით, საითაც ქარი წაიღებს, მისი მართვა შეუძლებელია. ამის მიუხედავად, საუკუნეზე მეტია ტარდება საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებები ჰაერბურთით მიზნის მიღწევაში. შეჯიბრებები იმართება მაქსიმალურად შორ დისტანციაზე ფრენასა და დიდ სიმაღლეზე ასვლაშიც. პირველი სპორტული შეჯიბრება ჰაერბურთებით 1903 წელს მოაწყო ამერიკელმა გამომცემელმა ჯეომს გორდონ ბენეტმა. მას შემდეგ პირველობა ყოველწლიურად იმართებოდა …
8198134d35d0
მსოფლიოს ჩემპიონატი -1974-იდან იმართება. აეროსტატით მიღწეული რეკორდული სიმაღლეა 34 668 მ (მ. როსი, აშშ,1961), დისტანცია -40814 კმ (ბ. პიკარი, შვეიცარია, ბ. ჯონსი, დიდი ბრიტანეთი, 1999). რეკორდსმენებმა დედამიწას 19 დღესა და 22 საათში შემოუფრინეს ჰიბრიდული აეროსტატით, ე.წ. “როზიერით”.
სპორტული ჰაერნაოსნობის განვითარებაზე ზრუნავს აერონავტიკის საერთაშორისო ფედერაცია -IAF.

აუცილებელია ამის ცოდნა : აირით სავსე აეროსტატის დასაშვებად რეზერვუარს საგანგებო სარქველს ხსნიან და აირს თანდათანობითი უშვებენ.

f7eba456dde1
a11a6bfdb6b6
99ee278ef705
f75c79fb8570
50f3d23552a2
3b3111c7b25c
ffa99e1d61e1
b1ddc4889022
62708eae967d
2bee1a011ef9
f73842d4f41c
b488511845e0

blogerlady

age: 14
იხილეთ ასევე
Close
Back to top button