გართობაუცნაური

მუყაოს რესტორანი ტაივანში

2621d8bdce6a
პარკში „მუყაოს მეფის კრეატიულობა“ (Carton King Creativity) მდებარეობს მუყაოს რესტორანი .ქალაქ ტაიჩუნგში (Taichung), ტაივანი.
ეს რესტორანი უნიკალური დაწესებულებაა, სადაც ყველაფერი, ავეჯიდან დაწყებული და დამთავრებული დეკორაციებით და აგრეთვე თეფშებით, დამზადებულია გოფრირებული მუყაოთი.
ნახეთ ვიდეო:
eb5b5be3d9d7
თუ თქვენ არ ყოფილხართ ტაიჩუნგში (Taichung) ადრე, შეიძლება ითქვას დანამდვილებით, რომ მსგავსი რესტორანი თქვენ არსად გინახავთ !
ამ რესტორანში, ყველაფერი კეთდება მუყაოსა და ქაღალდისაგან, გარდა საკვების და მიმტანების, რომლებიც რეალური ადამიანები არიან… ჟღერს წარმოუდგენლად, მაგრამ სტუმრები ფაქტობრივად ზიან მუყაოს სკამებზე, წრუპავენ სასმელს მუყაოს ბოკალებიდან, მიირთმევენ საკვებს მუყაოს თეფშებიდან, რომლებიც მოთავსებულია მუყაოს მგიდებზე; შეიძლება ითქვას, რომ საკვები ამ რესტორანში საკმაოდ უღიმღამოა და ცოტა ძვირიცაა, მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო, ასეთი გარემოს გათვალწინებით…

91daea39b252
რაც სინამდვილეში სიამოვნებას ანიჭებს ასეთ რესტორანში მომუშავე თანამშრომლებს – ეს მისი პოტენციალია ხელახლა გადამუშავებისათვის (განმეორებითი გამოყენებისთვის).
იმ შემთხვევაში, თუ რამე გატყდა ან დაზიანდა – ნივთი მიაქვთ გადამუშავებაზე;
საზოგადოდ, „მუყაოს მეფის კრეატიულობის“ მიზანი არის დავანახოთ ქაღალდის და მუყაოს ჭეშმარიტი პოტენციალი და დავარწმუნოთ ხალხი, რომ რომ ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნას დიდი რაოდენობით , არა მხოლოდ შეფუთვისათვს, არამედ სხვა დანიშნულებისთვისაც;

2c5954749f40
ტაივანში, ამ საოცარი რესტორნის შექმნის იდეა ეკუთვნის კომპანია «Chin Tang Paperware» დამფუძნებელს და გენერალურ მენეჯერს – ხუანგ ფანგ-ლიანგუს (Huang Fang-liang). ტაიჩუნგში (Taichung), სკოლის დამთავრების შემდეგ, ის მუშაობდა კომპანიებში, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ ქაღალდით და ბეჭვდით მთელ ტაივანში, რათა უფრო მეტი გაეგო ამ იდუსტრიის შესახებ; 1984 წელს ხუანგ ფანგ-ლიანგი დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში, რათა გაეხსნა საკუთარი სახელოსნო, მაგრამ ხუანგმა იცოდა, რომ ცოტა კაპიტალს არ შეეძლო კონკურენცია გაეწია დიდ კომპანიებთან, რომლებიც აწარმოებენ კომერციულ და საწარმოო ქაღალდს… ასე რომ, მან გადაწყვიტა დასაქმებულიყო შეფუთვის ტექნოლოგიით, სადაც გამოიყენებდა ქაღალდს და მუყაოს;
6406d7ffbcd9
„ისინი, ვინც იყვნენ ამ ბიზნესში დიდი ხნის განმავლობაში, მეუბნებოდნენ, რომ მათ ნახეს უფრო მეტი ქაღალდის პროდუქცია, ვიდრე „ბრინჯის მარცვალი, რომელსაც მე ვჭამ“ – ამბობს ხუანგი (Huang). „ისინი მეუბნებოდნენ, რომ ქაღალდის ნაწარმი გამოიყენება მხოლოდ ბეჭვდისა და ხატვისათვის. ხოლო მე მინდოდა გამომეყენებინა ქაღალდი შეფუთვისათვის, რომლისთვისაც, როგორც წესი , ისინი ჩვეულებრივ იყენებდენ პლასტმასს ან ხეს, მაგრამ დამცინეს და მასხრად ამიგდეს“… მიუხედავად იმისა, რომ მას დასჭირდა ბევრი დრო, რათა შეემუშავებინა თავისი სპეციალური შეფუთვის და პაკეტების ტიპი , დაუფასდა ხუანგის (Huang) და მისი კლიენტები ძალიან კმაყოფილნი იყვნენ ; ამდენად, ამბიციურმა მეწარმემ მოიპოვა შესანიშნავი რეპუტაცია თავისი მცირე ბიზნესისათვის. არასტანდარტული და შემოქმედებითი აზროვნების წყალობით
ხუანგ ფანგ-ლიანგი გახდა საკმაოდ გავლენიანი პიროვნება შეფუთვის ინდუსტრიაში, ხოლო მისი კომპანია «Chin Tang Paperware», ერთ ერთი ყველაზე პატივცემული კომპანია ტაივანში. 2007 წელს მან ააშენა „მუყაოს მეფის კრეატიულობა“, მხოლოდ იმისათვის, რომ დავანახოთ მსოფლიოს, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ისეთი მასალისაგან, როგორიც ქაღალდი და მუყაოა.

f0e7f84adbfe
მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ მუყაოს სკამები ძალიან მყიფეა მათი სხეულისათვის და ვერ გაუძლებენ სიმძიმეს, «Chin Tang Paperware»-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ შენგ-უიმ განაცხადა შემდეგი:
„ ადამიანები ხშირად სვამენ შეკითხვებს – დაიშლება სკამები და მაგიდები?
ჩვენ მოგვყვავს ჩვენი მზარეული, რომელიც იწონის 100 კილოგრამზე მეტს და ვთხოვთ სკამზე დაჯდომას , ხოლო ამის შემდეგ, ერთ-ერთი მიმტანი მის მუხლებზე ჯდება… ამის შემდეგ, საიმედო სკამების თაობაზე, ეჭვი აღარავის ეპარება !“
ნახეთ ვიდეო:

47e357eac3d0
ხუანგის მუყაოს სავარძელი -აგარაკზე
d14db82b00e1

ხუანგ ფანგ-ლიანგუსმა თავისი კოტეჯისათვის გააკეთა სამზარეულო-სასადილო…
d49039a47bf4

blogerlady

age: 14
Back to top button