ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

30 საინტერესო ფაქტი იაპონიის შესახებ


1) ცხენის უმი ხორცი იაპონიში პოპულარული საკვებია.
2) „დამტვრეულ“ ინგლისურს ყველაგან შეხვდებით, მათ შორის კოფთებზე და სხვა მოდის ნივთებზე.
3) იაპონიის 70% მთიანია და მოიცავს ასევე 200 ვულკანს.
4) რელიგია მათთვის მთავარი არაა და ადამიანთა უმეტესობამ არც იცის განსხვავება ბუდიზმს, შიიზმს და მუსლიმანობას შორის.
თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ხვდება განსხვავებას.
5) იაპონიაში 4 სხვადასხვა დამწერლობის სისტემაა: რომანჯი (რომანიზაცია), კატაკანა, ჰირაგანა და კანჯი.
6) იაპონელთა ნაკითხობის და განათლებულობის მაჩვენებელი თითქმის 100%-ია.
7) იაპონიაში 127 მილიონზე მეტი მოსახლეობაა.
8) იაპონიის ¾ ნაწილი ტყეებს ან მთებს უკავია, და რთულია მათი ფერმისთვის ან დასახლებებისთვის გამოყენება.
9) იაპონია ეკონომიკით მესამე ადგილზეა ამერიკის და ჩინეთის შემდეგ.
10) იაპონიაში თითქმის არაა ემიგრაცია. მოსახლეობის 98% იაპონელებია.
11) იაპონიაში ყოველწლიურად 1500 მიწისძვრა ხდება, უმეტესობა უმნიშვნელო.
12) იაპონელები საშუალოდ 4 წლით მეტს ცხოვრობენ ამერიკელებზე.
13) იაპონურად ‘კარაოკე’ ნიშნავს ‘ცარიელ ორკესტრს’.
14) იაპონურად ‘გეიშა’ ნიშნავს ‘შემსრულებელ მსახიობს’ და პირველი გეიშები კაცები იყვნენ.
15) იაპონური კომპანიების უმეტესობა დილით თანამშრომლებს ავარჯიშებს სამსახურის დაწყებამდე.
16) იაპონიას ჰყავს 18 ნობელის პრემიის ლაურეატი.
17) იაპონია შედგება დაახლოებით 6800 კუნძულისაგან.
18) იაპონია დასახლებულია ძვ. წ. 30 000 წლის მერე.
19) იაპონურ მულტიპლიკაციურ ფილმებს (ანიმეებს) მსოფლიო ანიმაციური ფილმების 60%-ს იკავებს.
20) იაპონიაში დაახლოებით 130 გახმოვანების სკოლაა სადაც სწავლობენ ანიმეების გახმოვანებას.
21) იაპონიის მოსახლეობის 23 % 65-ზე მეტი წლისაა.
22) ტოკიოში 13 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
23) ქუჩაში ცხვირის გაწმენდა უზრდელობაა.
24) იაპონიაში არის კაფეები, სადაც შეგიძლიათ კატებს და ძაღლებს ეთამაშოთ.
25) იაპონიას ყველაზე გრძელი მონარქიული ხაზი აქვს მსოფლიოში.
26) ერთადერთი უცხო ენა რომელიც ისწავლება იაპონიაში, არის ინგლისური.
27) იაპონია ერთადერთი ქვეყანაა, რომელზეც გამოიყენეს ატომური იარაღი.
28) იაპონიაში ზამთარში თოვლის პაპას არა 3, არამედ 2 ბურთისგან აკეთებენ.
29) რესტორნებში შეკვეთის გაკეთებამდე უფასოდ მოაქვთ მწვანე ჩაი და სველი ხელსახოცები.
30) ტოკიო საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქალაქია მსოფლიოში.

თეგები
Back to top button
Close
Close