არქივი

BBC – ფაქტები მსოფლიო ენების შესახებ

WorldLang Flags
1) რამდენი ენაა სულ?
• ენათა რიცხვი დღესდღეობით 7000-ს ითვლის. აქიდან 90% -ს იყენებს 100 000-ზე ნაკლები მოსახლე, მილიონზე მეტი საუბრობს 150-200 ენაზე, ხოლო 46 ენას თითო-თითო მოსაუბრე ჰყავს.

• ენები გაერთიანებულია ოჯახებში მათი საერთო წინაპრების მიხედვით. მაგალითად, ინგლისურის ნათესავების რიცხვში შედის გერმანული და ჰოლანდიური, რომლებიც ერთად ინდო-ევროპულ ენების ოჯახს ეკუთვნის. ამ ოჯახში შედის ასევე რომანტიკული ენებიც: ფრანგული, ესპანური და იტალიური. რომანტიკული ენების წინაპარი ლათინურია.
• მსოფლიო ენათაგან 2200 ენა აზიაშია, ევროპაში – 260.
• თითქმის ყველა ენა იყენებს ერთმანეთთან მსგავს გრამატიკულ სტრუქტურას, მიუხედავად იმისა, ერთი წარმოშობისა არიან თუ არა. საზოგადოებებს, რომლებიც იზოლირებულნი არიან ერთმანეთისგან მთაგორიანი ტერიტორიული მდებარეობით, უყალიბდებათ სხვადასხვა ენა. მაგალიად პაპუა ახალ გვინეას შეუძლია დაიკვეხნოს 832 სხვადასხვა ენის არსებობით ქვეყნის ფარგლებში.

2) რომელია მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ენები?

• მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ენები იუნესკოს(UNESCO) მიხედვით ასე ვრცელდება:
1. ჩინური მანდარინი (ჩინური დიალექტი, ჩინეთის ოფიციალური ენა)
2. ინგლისური
3. ესპანური
4. ინდური
5. არაბული
6. ბენგალური
7. რუსული
8. პორტუგალიური
9. გერმანული
10. ფრანგული

3) რომელია საწავლად ყველაზე რთული ენები?

• ენების სწავლაში სიმარტივე ან სირთულე დამოკიდებულია ადამიანის წარმოშობასა და მშობლიურ ენაზე. რაც უფრო ახლოსაა მეორე ენა ადამიანის მშობლიურ ენასთან, მით მარტივია მისი სწავლა.
• პოლონელისთვის მარტივი იქნება სლავური ენების სწავლა, როგორებიცაა ჩეხური და რუსული. შესაბამისად იაპონელისთვის უფრო მარტივი სასწავლი იქნება ჩინური, ვიდრე გერმანული ან ფრანგული. (ქართველებს რაც შეეხებათ, ვფლობ ინფორმაციას, რომ ჩვენთვის სულ ერთია რომელ ენას ვისწავლით სირთულის მხრივ, რადგან ქართულში არსებული ასოების ნაწილი ევროპულ ენებში გვხვდება, ნაწილი სლავურში და ნაწილი აზიურში. პირადად მე ჩინურს ვსწავლობ და შემიძლია გითხრათ, რომ არც ისე რთულია, როგორც ეს ინგლისელებს მიაჩნიათ.)
• ჰოლანდიური ყველაზე მარტივი სასწავლი ენაა ინგლისელისთვის. ხოლო ინგლისელებისთვის ყველაზე რთული სასწავლი ენების სია ასე გამოიყურება: არაბული, კანტონური (ჩინური დიალექტი), ჩინური მანდარინი, იაპონური, კორეული, რუსული, პოლონური, ქართული და ა.შ.

4) გაქრობის რისკის ქვეშ მყოფი ენები.

• გლობალიზაცია და კულტურული შერწყმა ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო ენების უმეტესობას ემუქრება გაქრობა. იუნესკოს მონაცემებით ამ ენების რიცხვი 2500-ს აღწევს.
• მსოფლიოს ენების მეოთხედზე ლაპარაკობს სულ რაღაც 1000 ადამიანზე ნაკლები, და ეს ენები გაქრება იმ შემთხვევაში თუ მომავალ თაობებს არ გადაეცა.

5) მსოფლიო ანბანები.

• ლათინური, ან რომაული ანბანი არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული დამწერლობის სისტემა მსოფლიოში. მისი ფესვები სათავეს იღებს ძვ.წ. 1100 წელს. ის ჯერ ბერძნებმა აითვისეს, შემდეგ კი რომაელებმა.
• ეს არის მსოფლიოს ყველაზე გამოყენებადი ანბანების და იეროგლიფების სია, რომლებიც დღესაც გამოიყენება (ჩამოთვლილია არეული თანმიმდევრობით):
ამქარული, არაბული, სომხური, ბენგალური, ბურმანული, ჩინური იეროგლიფები, კირილური, დევანაგარი, ქართული, ბერძნული, ივრითი (ებრაული), იაპონური იეროგლიფები, ქმერული, კორეული, ლაო, ლათინური, სინჰალური, ტაილანდური და ტიბეტური.

6) რატომ უნდა ვისწავლოთ სხვა ენები?

• დედამიწის დასახლეის 75% არ საუბრობს ინგლისურად, ხოლო სხვა ენის ცოდნა აძლევს ადამიანებს შანსს (ამ შემთხვევაში ინგლისელებს), რათა გაავრცელონ საკუტარი კულტურა და ისტორია სხვა ქვეყნებში.
• გამოკვლევის თანახმად ადამიანი, რომელიც იყენებს უცხო ენებს სამსახურში, დაახლოებიტ 8%-ით მეტ ხელფასს იღებს სამსახურში, ვიდრე იგივე სამსახურში ის ადამიანი, რომელმაც არ იცის არცერთი უცხო ენა.
• ბევრი მეცნიერი თანხმდება იმაში, რომ ენების ცოდნა ჩვენს ტვინს უმატებს პროდუქტიულობას. ადამიანი, რომელიც ორ ან ორზე მეტ ენას ფლობს, ასაკში ნაკლებად განიცდის ტვინთან დაკავშირებულ პრობლემებს (მაგ: სკლეროზს).

7) ხელოვნური ენები

• მე-17 საუკუნის მერე 200 ხელოვნური ენა შეიქმნა. მატგან უმეტესობა ორი სხვადასხვა ენის შეჯვარებით შეიქმნა (მაგ: ტუტონიური, რომელიც ინგლისურ-საქსონური და გერმანული ენების შეჯვარებით მიიღეს).
• ესპერანტო არის ენა, რომელიც გამოიგონა ლუდვიგ ზამენჰოფმა, ებრაელმა ოფთალმოლოგმა პოლონეთიდან, 1887 წელს. ესპერანტო არის ლათინური, ინგლისური, გერმანული და რომანტიკული ენების ნაჯვარი. რაც არ უნდა საინტერესოდ ჟღერდეს, ამ ენაზე მსოფლიოს 2 მილიონი ადამიანი საუბრობს.

და ბოლოს, ისწავლეთ უცხო ენები. ექსპერტების მთავარი რჩევაა ისწავლოთ არა ის ენა, რომელიც თითქოს „აუცილებელია“ და სამომავლოდ „საჭირო“, არამედ ენა, როელიც თქვენ მოგწონთ. რაც უფრო მეტია ენის სწავლისადმი მოტივაცია, მით მეტია სწავლის შედეგი და თვითკმაყოფილების შეგრძნება სწავლის შემდეგ.

გისურვებთ წარმატებებს.

 

მსგავსი ამბები

Back to top button