გამოგონებაგასართობიუცნაური

ფრთხილად ძაღლია საჭესთან

მოგესალმები ჩემო მკითხველო. აგერ უკვე რამდენიმე წელია, რაც ტრანსპორტი გაჩნდა ჩვენს პლანეტაზე. ამ, ცივილიზაციის უდიდესმა მიღწევამ მართლაც, რომ დიდად წაწია წინ კაცობრიობა. ტრანსპორტი გახდა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ეს გამოგონება გვიმსუბუქებს ჩვენს სამუშაოს, გადაადგილების უებრო საშუალებაა და რაც მთავარია, ყველასათვის ხელმისაწვდომია.

მანქანების გამოჩენის დღიდან, დაიწყო ინტერესთა შეჯიბრი, ანუ ავტომწარმოებლებს შორის კონკურენცია. რამდენი სახეობის მანქანა არ დაიარება დღეისთვის ჩვენს ქუჩებში. ავტოგიგანტები ყოველდღიურად მუშაობენ, რათა დახვეწონ დიზაინი და ყველასათვის მოსაწონი და კომფორტული გახადონ თავისი ნაწარმი. თავიდან მანქანები იქმნებოდა უშუალოდ მამაკაცებისთვის, მათი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ოცდამეერთე საუკუნეში კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და მანქანებს უკვე ქალების ინტერესებზე მორგებულს უშვებენ.

ჩვენს ქვეყანაში მიუხედავად გლობალიზაციის შემსვლილა, მაინც არსებობს ტენდენცია, რომ ქალი საჭესთან ძალზედ სახიფათოა და რომ ქალების ადგილი მხოლოდ სამზარეულოშია. ეს მხოლოდ საქრთველოში და ჩვენს მსგავს ქვეყნებში ხდება. თუმცა, მიუხედავად ყველაფრის მართლაც სტატისტიკურად ავარიების 70% სწორედ ქალებზე მოდის. თუმცა ოცდამეერთე საუკუნემ ქალისა და მამაკაცების ქმედითუნარიანობა საჭესთან გაათანაბრდა და ქალებიც დაეუფლნენ საჭეს და ეს რა არის იმასთან შედარებით, რასაც თქვენ წაიკითხავთ ქვემოთ.

თქვენ წარმოიდგინეთ იმ ქართველი კაცის ემოცია, ვინც ირწმუნება რომ საჭესთან მხოლოდ კაცი უნდა იჯდეს და ქალი სამზარეულოში ფუსფუსებდეს, როცა დაინახავს საჭესთან ოთხფეხა ინტუიციურად მანევრირებად არსებას. ალბათ, ჭკუიდან შეიშლება. თქვენ წარმოიდგინეთ ესეთი ინციდენთი და ეს რეალურად ხდება. ძაღლი საჭესთან! მეცნიერთა დიდი გარღვევა, სამყაროს შეცნობისკენ..

ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ახალ ზელანდიელი ძაღლი სახელად პორტერი, ატარებს მანქანას თავისუფლად. ეს პატარა “გონიერი” არსება ცხოვრობს ერთ ორგანიზაციის თავშესაფარში და პატრონისა და სწავლულების დახმარებით, რამდენიმე წლის წინ დაეუფლა მანქანის საჭეს. ის მართლაც, რომ ძალზედ ამტანი და საოცრად მონდომებული გამოდგა და მალევე შეისწავლა მანქანის ფილოსოფია. ვერ გეტყვით, ეს სამყაროს შავ-თეთრად აღქმისუნარიანი არსება, საგზაო ნიშნებს ცნობს თუ , მაგრამ იმას დარწმუნებით გეტყვით, რომ მას დიდად სიამოვნებს საჭის ტრაილი და სიჩქარის გადართვა.

” ეს 2012 წელის 10 დეკემბერს, პარასკევ დღეს, პირველად პორტერი დამოუკიდებლად სხვების დახმარების გარეშე დაძრა მანქანა და წრე შემოარტყა მოედანს”. მან “მინი ქანტრიმენის”ტიპის მანქანა გასინჯა და, როგორც თავად ეტყობა, დიდად კმაყოფილიც დარჩა გასეირნებით. ეს ზელანდიელი “ძაღლი” მაწანწალათა სახლიდან გამოიყვანეს SPCA ორგანიზაციის წევრებმა და მისცეს მეორე შანსი, რომელიც მან პირნათლად გამოიყენა. ეს ორგანიზაცია ყოველწლიურად ეხმარება უპატრონო ცხოველებს და ისინი მათ შტაბ-ცენტრში მიჰყავთ, სადაც უვლიან და ასწავლიან გარესამყაროსთან ურთიერთობას.

იმედია ამით არ შეჩერდებიან და კიდევ ბევრ სასწაულს შემოგვთავაზებენ. მანამდე კი ამ საოცრებით დავტბეთ.

მინდა შემოგთავაზოთ, რამდენიმე პორტერის დრიფტის ამსახველი ვიდეო

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close