კულტურაუცნაური

ეგვიპტურმა ქანდაკებებმა მოძრაობა დაიწყეს

image

“მე დავინახე როგორ მოძრაობდა ის”. ღმერთის უძველესმა რელიქვიამ მუზეუმში მოძრაობა დაიწყო, რამაც საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია. ეს შეიძლება იყოს ძველი, განაწყენებული სულების ბრძოლა უკან დასაბრუნებლად. 4 000 წლიანი ქანდაკება ნელ-ნელა ბრუნდება უკან, ე. ი. ზურგით მაყურებლისკენ. მან ზუსტად იდეალური წრე(შემობრუნება) გააკეთა, იმის მიუხედავად, რომ საიმედოდ არის ჩაკეტილი ვიტრინაში. შავი ფიგურა უკვე ოთხმოცი წელია რაც საზოგადოების წინაშე გამოფინეს და სავარაუდოდ ღმერთ ასირისს მიეკუთვნება. ამ საქმის მასალებზე მანჩესტერის მუზეუმის მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელს მიუწვდება ხელი. ერთერთი მათგანი ეგვიპტოლოგი, 29 წლის კემბელ ცენა(რომელმაც პირველმა შენიშნა ქანდაკების მოძრაობა) ამბობს, რომ გაკვირვებული იყო თუ ვინ შეუცვალა ქანდაკებას მის დაუკითხავად მდებარეობა, მაგრამ შემდეგ ჯერზე შენიშნა, რომ ქანდაკებას სხვა მიმართულებით ჰქონდა ადგილი შეცვლილი. შემდეგ დღეს კიდევ სხვა მხარეს, თანაც გასაოცარია, რომ ვიდეოკამერების ჩანაწერის მიხედვით მას არავინ მიკარებია. ამან ძალიან გააოცა. აქვე დაამატა, რომ ძველ ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ ასეთ ქანდაკებებში სახლდებოდნენ მათი სულები, ვისაც ეს ფიგურები ეკუთვნოდა. საკვირველია, რომ აქამდე ასეთი რამ ამ ფიგურისთვის არ შეუმჩნევიათ. ივარაუდეს, თითქოს მისი შებრუნება გამოიწვია დამთვალიერებელთა ნაბიჯებით გამოწვეულმა ვიბრაციამ, მაგრამ ის ხომ ათეულობით წლის მანძილზე იმავე ადგილზე იდგა და დამთვალიერებელიც ისევე მიმოდიოდა, როგორც ახლა. ქანდაკება მყარი ქვისგანაა გაკეთებული და ადამიანის გამოსახულებას წარმოადგენს. ზურგზე ამოტვიფრულ იეროგლიფებში იკითხება: “პური, ლუდი და ღორის ხორცი”, რაც სავარაუდოდ ადამიანის სულის სალოცავად წარმოითქმებოდა. აქვე მითითებულია სახელიც, მაგრამ მისი ამოკითვა გაძნელებულია.

ქანდაკება მუზეუმს ენი ბარტონმა აჩუქა 1933 წელს.

image

image

image

image

image

image

image

 

 

წყარო : http://intermedia.ge

Back to top button