არქივი

ლამბორჯინი მიურა

be4d5e432540

… 60-იანი წლების გამოძახილია და ამავე დროს სპორტული და ენერგიულია …

ლამბორჯინი მიურა
ფასი : 19 900 აშშ დოლარი (1968)
ძრავა : 350 ცხენის ძალის მქონე, 3.9 ლიტრი მოცულობის, V-12
0-100 კმ/სთ : 6,0 წამი (მოგვიანებით მაჩვენებელი 5,5 მდე დაიყვანეს)
მაქს. სიჩქარე : 280 კმ/სთ

1966 წლის ჟენევის ავტოშოუზე ამ მოდელმა სენსაცია მოახდინა და დღემდე განცვიფრებას იწვევს.
“ლამბორჯინი” სარბოლო ავტომობილების სამყაროში ძრავების შუა ნაწილში განლაგების ტენდენციას აჰყვა და ამ ტექნოლოგიის სამგზავრო ავტომობილში გამოყენების გზით სუპერავტომობილების სამყარო შეჯიბრში გამოიწვია. ფირმამ წინა შემოდგომაზე ბოქსირებული ცენტრალური ჩარჩოს მქონე სავალი ნაწილი A-ს ფორმის მხრიანი დაკიდება წარმოადგინდა, ხოლო V 12 ძრავა მანქანის უკან და გვერდზე განლაგდა.
ბუნებრივია, სავალ ნაწილს სპეციალური ძარა სჭირდებოდა, ამიტომ “ლამბორჯინიმ” “ბერტონეს” მიაკითხა. “ბერტონემ” მშვენიერი შესახედაობის დაბლა დაწეული ფორმის ძარა დაამზადა, რომელსაც “მიურა” ეწოდა. კომიკოსი და “მიურას” (ამასთანავე უამრავი ეგზოტიკური და სპორტული ავტომობილის) მფლობელი ჯეი ლენო იხსენებს: “მახსოვს, სანსეტის ბულვარზე ვიჯექი და მანქანების ჟურნალს ვათვალიერებდი, როდესაც მისი სურათი დავინახე, გავიფიქრე ; “ღმერთო, ეს რა მანქანაა?”
“მიურას” დიზაინი 60-იანი წლების გამოძახილია და ამავე დროს სპორტული და ენერგიულია. ლითონის პანელში შასმული გადაცემათა კოლოფის გადართვისას ტკაცუნი გესმით.
ჟურნალმა “როუდ ენდ თრექ” “ლამბორჯინი მიურა” გამოსცადა და ასეთი რამ დაწერა: “ეს ავტომობილი სამყაროში ყველაზე გლამურული, განსაცვიფრებელი და პრესტიჟულია. მას გარკვეული ნაკლოვანებები აქვს, მაგრამ ყველა ავტომოყვარულს ერთი “მიურა” მაინც უნდა ჰყავდეს”

78263a0096a1

5c198e47e44f

155e546a3b5f

8856f38574e8

574506c28af9

cf257d85d18b

0d21ea6f4b0f

bloggerBro

Just simple internet user , video editor and future bloger ;) & FBer

მსგავსი ამბები

Back to top button