არქივი

SHELBY GT 350

4e1f12e3b552

შელბის ლეგენდარული მოდელი GT 350 % GT 350H … ცოტაოდენი GT 500-სზეც

ავტორბოლის ლეგენდამ კეროლ შელბიმ “ფორდთან” კონტრაქტი გააფორმა, რათა “პონის” კლასის ავტომობილი “მუსტანგი” მაღალი წარმადობის ავტომობილად ექცია. ამ მოდელს GT 350 ეწოდა და 4,7 ლიტრი მოცულობის V-8 ძრავით არიჭურვა, რომელიც მოგვიანებით შეიცვალა და სიმძლავრე 271-დან 306 ცხენის ძალამდე გაიზარდა. შელბიმ და ფორდმა დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში GT350, GT350H და GT500 ააწყვეს. ამ უკანასკნელის ძრავან 7.0 ლიტრი მოცულობის V-8 იყო.
შელბი GT350 თავის როზე მაღალი წარმადობით დაფასდა და აქ იგულისხმებოდა ღირებულებაც, კერძოთ 4500 დოლარზე ოდნავ ნაკლები (რაც იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენდა). ეს მოდელი შელბის მძლავრი “კობრების” კონკურენტი იყო, თუმცა არც ამ ფაქტს მოუტანია რაიმე ზიანი.
შელბიმ GT350 ცნობილი თეთრი და ლურჯი ზოლებით მორთო. დღესდღეობით ეს ავტომობილი ძველებური ავტომობილების რბოლებში ხშირად გამოიყენება და საუკეთესო ფორმაში მყოფი შეიძლება 1 მილიონი დოლარიც კი ღირდეს.
მექანიკოსები “ფორდის” ახალ, პატარა ზომის V-8-ს აქტიურად იყენებდნენ, თუმცა ამ ძრავამ პატარაბლოკიანი “შევროლეს” სრულდა შეცვა ვერ შეძლო. GT350-ის პირველი მოდელი 4,7 ლიტრი მოცულობის V-8-ები ჰქონდა, ხოლო 1968 წელს ძრავა 5,0 ლირტი მოცულობის 302 V-8-ით შეიცვალა. ამის შემდეგ ცხენის ძალები 250-მდე შემცირდა, თუმცა 335 ცხენისძალიანი კომპრესორი დაემატა.
GT350-ის ინტერიერი სტანდარტული “მუსტანგის” ინტერიერს წააგავს, თუმცა მნიშვნელოვანი დანამატებიც აქვს. პანელზე დამატებულია ტახომერი. საჭის ფერსო ხისაა, ხოლო უსაფრთხოების ღვედები – განიერი და ავტორბოლისთვის დამახასიათებელი ფორმისაა. GT350-ების უმეტესობის ინტერიერში კეროლ შელბის ავტოგრაფი გვხვდება.

იცოდით ?
1968 წელს “შელბი GT500-ს” 4500 დოლარზე იაფად იყიდდით, ხოლო KR (king of the Road) ვერსია ოდნავ უფრო მეტი ღირდა. 7 ლიტრი მოცულობის V-8 ძრავათი აღჭურვილი ასეთი მოდელის სიმძლავრე 355 ცხენის ძალა იყო. დღეს იგივე ავტომობილი კარგ მდგომარეობაში 150 000 დალრზე მეტი ღირს

GT350

5d8d3939aef7

5956509591a6

4e1f12e3b552

c62ab84e0186

bd2a77e873c3

271bd4e6ec63

GT500

3c5a7f11f707

459d598b4f91

59b486711254

GT350 H

947c99fdbdc5

fbe7e8d0a129

დაწერეთ კომენტარებში რა მანქანაზე გინდათ იხილოთ შემდეგი პოსტი , შეძლებისდაგვარად დავპოსტავ

bloggerBro

Just simple internet user , video editor and future bloger ;) & FBer

მსგავსი ამბები

Back to top button