საკითხავისასარგებლოუცნაური

ნიცშე: “ღმერთი მოკვდა”

გერმანელი ფილოსოფოსი ფრიდრიხ ვილჰემ ნიცშე (1844-1900) ფილოლოგიას, ფილოსოფიას და თეოლოგიას სწავლობდა ბონში და ლაიფციგში. 24 წლის ის უკვე კლასიკური ლიტერატურის პროფესორი გახლდათ. 13 წლის შემდეგ, 37 წლის ნიცშე თავს ანებებს სამსახურს და პენსიონერი პროფესორი ისე აგრძელებს თავის კარიერას. პენსიონერმა ნიცშე შექმნა მისი ძირითადი ნაშრომები. მისი უმთავრესი ნაშრომია: ” ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან”; “აისი”; კეთილისა და ბოროტის იქით”; “ასე ამბობდა ზარატუშტრა”; მხიარული მეცნირება”, “ანტიქრისტე” და სხვ.

ნიცშეს დამახასიათებელი ნიშანი გახლდათ  საკუთარი პიროვნების განდიდება. ის საკუთარ თავს ყველაზე დიდ ავტორიტეტად მიიჩნევდა. მისთვის პლატონი – “მოსაწყენია”, სოკრატე – “ლაზღანდარაა”, სპინოზა – “ცრუბრძენია”, კანტი – “ფსიხოპატია” და ა.შ.

მას, “ასე ამბობდა ზარატუშტრა” მიაჩნდა ყველაზე ღრმა და ყველაზე ღირებულ წიგნად მთელს კაცობრიობის ისტორიაში. ნიცშე არის ირაციონალიზმისა და ვოლუნტარიზმის წარმომადგენელი, თუმცაღა განსხვავებულად ამ მიმდევრობისა, მის ნაშრომებს ახასიათებს ოპტიმიზმი. “ცხოვრების ფილოსოფია” სათავეს პოულობს ნიცშედან, ხოლო ექსისტენციალიზმისთვის ნიცშე ისტორიული წყაროა. მისი იდეები ფართო გამოყენებას პოვებს ფენომენოლოგიაში, ნეოპოზიტივიზმში, ფინქციონალიზმში, ფროიდის ფსიქოანალიზმში და მრავალ სხვადასხვა მიმდინარეობებშა და დისციპლინებში.

ნიცშე ფაშისტებისთვის ფეტიშის როლს ასრულბდა, ის გახლდათ მათ სათაყვანებელი კერპი.

ნიცშეს ფილოსოფიას ლოგიკური განვითარების სისტემა არ აქვს. იგი არის ძლიერი და ცვალებადი ემოციების გამოხაულება, მხარულ ფორმაში, ამ მხატრულმა გარსმა განაპირობა ნიცშეს პოპულარობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ნიცშეს ნაშრომთა მთავარი მოტივებია ნიჰილიზმი და ყველა ღირებულებს გადაფასება, სიამოვნების კულტი და  ძალაუფლების ნების იდეა.

ნიცშე აზრით, სამყარო სადაც ვცხოვრობთ, არის მარადიულ ცვალებადობათა უსასრულო პროცესი. არაფერი მასში უცვლელი. თვით სამყაროს კი არც დასაწყისი და არც დასასრული აქვს. მისი აზრით, სამყარო არის უმიზნო პროცესი. იგი არა წინასწარ გამიზნულ გონიერ, ღვთაერბივ გეგმას კი არ მისდევს, არამედ ცხოვრება ქმნის სამყაროს.

ღმერთი როგორც სამყაროს არსებობის პირველწყარო, სიცოცხლის მომცემი, ცხოვრების მიზანი და შედეგი არ არსებობს.  ღმერთის რწმენა, მისი სიყვარული, რომელიც საუკუნეების მანძილზე  კაცობრიობას ასულდგმულებდა, ილუზიაა, სიყალბეა. სამყარო ღმერთის გარეშეა. ღმერთი აღარ არსებობს თანამედროვე ადამიანისთვის – ” ღმერთი მოკვდა”.

“ღმერთის სიკვდილის” აღიარებით ნებისმიერი პიროვნებისთვის უფასურდება ყველა ის ღირებულება, რასაც ძალა ჰქონდა

ღმერთან მიმართებაში ყოფნისას. ღმერთი აძლევდა საზრისს ადამიანის ცხოვრებას. იგი იყო მანუგეშებელი პასუხი ადამიანის ცხოვრების მთავარი კითხვებისა: საიდან? საით? იგი იყო საზომი, რომლითაც გაირჩეოდა კეთილი და ბოროტი, ჭეშმარიტება და სიმცდარე, მშვენიერება და სიმახინჯე. ღმერთით გასაგები იყო ადამიანის დაბადების, ამქვეყნიური ცხოვრების და გარდაცვალების აზრი, მისი სული უკვდავება. უღმერთოდ კი ადამიანი დაინახება სულ სხვა განზომილებაში. აშკარავდება მისი მიწიერი ბუნება, მისი წარმავლობა. ადამიანის “სული”  უფრო მალე კვდება, ვიდრე ადამიანის სხეული, “ღმერთის სიკვდილის” აღიარებით ადმაინი რჩება მარტო, თავისი თავის ანაბარა. იგი მხოლოდ თვითონ განაგებს და პასუხს აგებს საკუთარ სიცოცხლეზე: მაგრამ იგი ხდება თავისუფალი, რადგან ღმერთი არ არსებობს, ამიტომ “არაფერი არ არის ჭეშმარიტი, ყველაფერი დასაშვებია”.

მორალური, რელიგიური, ესთეტიკური, პოლიტიკური და ა.შ იდეალები, როგორც ღმერთის რწმენაზე დამყარებული ყალბი კერპები, უნდა უკუგდებულ იქნას. ნიცშეს ფილოსოფია აღსავსეა ნგრევის პათოსით. მას “ფილოსოფოსი ჩაქუჩით” უწოდებენ. საეჭვოდ ხდის, ანგრევს, გადააფასებს ყველა ტრადიციულ ღირებულებას. გასაგებია ნიცშეს შეურიგებელი წინააღმდეგობა ტრადიციულ ონტოლოგიასთან…. პლატონის “მარადიული იდეათა სამყარო”, კანტის “ნივთი თავის თავად”, ქრისტიანული საიქიო არის ფერადი კვამლი, ილუზია, ამასთან ავადმყოფური ილუზია. ეს ყველაფერი არის ნიღაბი, რომლის იქით არარა იმალება. ნიცშეს აზრით, სწორედ პლატონმა, მიღმური მარადიული იდეების აღიარებით, ჩაუყარა საფუძველი მეტაფიზიკურ ტყუილს, რომელიც ქრისტიანობის სახით საუკუნეების მანძილზე უკანონოდ ბატონობდა. ამასთან ქრისტიანობამ საიქიოს აღიარებით და ქრისტეს ნაზი პიროვნებით გააბატონა სუსტების მონური მორალი.  ინტელექტი, როგორც ინდივიდის შენარჩუნების საშუალება, თავის ძირითად უნარებს თვალთმაქცობაში ასახავს. ეს სწორედ ის საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც ძლიერები იმორჩილებენ ნაკლებად სუსტებს, როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურადაც. მისი აზრით, ადამიანი საკუთარი თავის მოტყუებისკენ არის მიმართული. ყველაზე დიდი და გონიერი წარმოსახვის შედეგი გახლავთ ღმერთი.

ნიცშე თვითონვე უწოდებს თავს “ანტიქრუსტესა და ანტიმორალისტს”.

ფრიდრიხ ნიცშე 1889 წელს სულიერად დაავადდა.

თუ გინდათ ნიცშეს სესახებ გაიგოთ მეტი შეგიძლიათ იხილთ ვიდეო, სადაც მოცემულია ნიცშეს ერთ-ერთი ნაშრომი და მისი ბიოგრაფია მოცემული:

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close