ახალი ამბებისაკითხავიუცნაური

პროსტიტუცია, ანუ მანკიერება (18+)

ადამის პირველი მეუღლე ლილიტ ნეო ლისლა, ქმარს არ ემორჩილებოდა და მასთან თანასწორობას ითხოვდა, რის გამოც ადამმა ღვთისგან უფლება მიიღო, მეუღლე ჯოჯოხეთში გაეგზავნა, ხოლო მეორე ცოლად ღმერთმა ადამს ევა უბოძა,  რომელიც მის მორჩილებაში იყო, მანამ სანამ გველმა არ შეაცდინა. ლილიტს ადამისგან ჰყავდა შვილები, რომლებსაც შთააგონა მამის სიძულვილი და შვილები აღზარდა ყველანაირად ბილწები: ვაჟშვილები ავაზაკებად, ქალიშვილები კი მრუშებად. ეს ამბავი აპოკრიფული წიგნების ნაწილია და ზოგიერთების ვარაუდით მრუშობა ამ დროიდან მოდის.

ასეა თუ ისე, ამ ქმრის დაუმორჩილებელი ქალის მოგონილი ქმედება თანამედროვე პერიოდის გადაუჭრელ და მთავარ პრობლემად რჩება . prostitutis – ლატინური სიტყვაა და  შერცხვენა, წაბილწვას ნიშნავს. ეს არის გასამრჯელოს სანაცვლოდ ადამიანისთვის სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.  ზოგ ქვეყანაში ეს ლიცენზირებული პროფესიაა, ზოგში ტრადიცია, ზოგან მომაკვდინებელი ცოდვა, თუმცა ყველა ადამიანი ერთაზროვნად თანხმდება, რომ ეს მართლაც, რომ მიუღებელი საქციელია. ეს სოციალური მოვლენა ძველთაგანვეა ცნობილი და ყველა საზოგადოებრივი ფორმაციისთვისაა დამახასიათებელი. არსებობდა და არსებობს სხვადასხვა სახის პროსტიტუცია: ქუჩის, საროსკიპოს, ტაძრის, საერო, სამასპინძლო და ა. შ. თანამედროვე ადამიანების პროსტიტუციით დაკავების  მიზანი განსხვავდება ბიბლიური პერიოდისგან. თანამედროვე “მეძავები” თავის სხეულს ყიდიან ფულის სანაცვლოდ, რადგან მათი  სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა უბიძგებთ ამ ქმედებისკენ.

ალბათ მსოფლიოში ამ პროფესიის წარმომადგენელთა შორის, გარდა ისეთებისა, რომლებიც ამას პირადი სიამოვნებისთვის აკეთებენ, [ჩემი აზრით ისინი მაგათზე უარესები არიან], მხოლოდ ერთი ორიღა მოიძებნება ისეთი, რომელიც თავისი ნებით აღასრულებს კურტიზანის როლს. მათი დიდი ნაწილიც ნარკოტიკების მომხმარებელია.

ალბათ იკითხავთ რამ მიიყვანა ადამიანები ასეთ გადაწყვეტილებამდე? – რა თქმა უნდა, არასწორმა ცხოვრებამ. ადამიანები, რომლებიც ოჯახს, დედა-მამას, და-ძმას მიატოვებენ, ისინი, ვინც უსიყვარულოდ ქორწინდებიან და შემდეგ  ხვდებიან, რომ ერთმანეთისთვის სრულიად შეუთავსებლები არიან,  ამგვარი ქმედებები უკუქმედების გარეშე წარმოუდგენელია. ასეთი ურთიერთობების შედეგი ხშირ შემთხვევაში ბავშვია, რომელიც ითხოვს მოვლას. საკუთარი ოჯახისგან გარიყულს ჩვილების აღზრდა საკუთარი სახსრებით უწევს და აი ამ დროს თავს იჩენს მარტივი და ყველაზე შემოსავლიანი პროფესია “მეძავობა”. სხვა გზა არ აქვს ან შვილი ზეცას უნდა მიაბაროს, ან სხეული უნდა გაყიდოს. თუმცაღა შვილის სიყვარული აჭარბებს პირად ღირსებას და ასე იწყება რიგითი ქალების ამ სფეროში ჩაბმა.

 

თუ ნებისმიერ კურტიზანს დაუსმევთ კითხვას რას განიცდიან, როდესაც სრულიად უცნობი ადამიანის მომსახურეობა უწევთ, ალბათ, მისი პასუხი იქნება შინაგანი სულიერი ტკივილი  და  შელახული თავმოყვარეობა, რომელიც გკარნახობს შენი ამორალური საქციელის შედეგს. აი, ჩემი აზრთ, ნამდვილი ჯოჯოხეთი. რადგან ჯოჯოხეთი მიუღებელი ფასეულობების ერთობლიობაა, ამაზე უფრო დიდი ჯოჯოხეთი ჩემი აზრით, არ არსებობს. თუ ჩვენ გვგონიათ, რომ ისინი კმაყოფილები არიან თავიანთი ცხოვრების წესით მწარედ ცდებით. მათ ყოველდღე უწევთ ტანჯვის გადატანა და სახლში მისულნი იმით ინუგეშებენ თავს , რომ მათი შვილები დღეს ულუკმაპუროდ არ დარჩებიან. და ისევ იწყება მომდევნო დილა…… ვინმე თუ დაფიქრებულა, თუ რამდენად შემზარავი საქციელის ჩადენა უწევს მრუშს. ემსახურება ათას ურჯულოს, უწევს ენით გამოუთქმელი სისაძაგლის კეთება, თუმცა 90%-სთვის მიზანი ერთია: ოჯახის დაპურება ნეისმიერი საშუალებით.

XX საუკუნეში ელექტრონული ტექნოლოგიების გავრცელებისა და გლობალიზაციის პროცესის მომძლავრების ფონზე მოხდა სექსუალური მომსახურების, სექსმუშაკის, როგორც პროფესიის დამკვიდრება, რომლის წარმომადგენლები ჩართულნი არიან როგორც ჩვეულებრივ პროსტიტუციაში, ასევე – ვირტუალურში. მაგალითად, სექსი ტელეფონით, სექსი ინტერნეტით, სექს-შოუ და ა.შ. სექსმა და პროსტიტუციამ გართობის სფეროში გადაინაცვლა. ამავე დროს, რიგ ქვეყნებში, მაგალითად, ავსტრალიაში, გერმანიასა და ნიდერლანდებში სექს-მომსახურება, პროსტიტუცია ლეგალიზებულია და მისი სტატუს-კვო კანონმდებლობით რეგულირდება. ალბათ ნებისმიერი ჯანსაღი ადამიანი დამეთანხმება იმაში, რომ თუ სახელმწიფო ამ ინსტიტუტს მიანიჭებს რეგალიზაციას, მოხდება შემდეგი რამ: პირველი ეს ნაბიჯი იქნება შეფასებული, როგორც პროსტიტუციის ნორმალურობა. ის გაუტოლდება იურისტობას, ანდა ნებისმიერ სხვა პროფესიას. მეორე ამ ნაბიჯით სახელმწიფო მოიხსნის ვალდეულებას დაეხმაროს ისეთ გაჭირვებულ ადამიანს როგორიც მრუშია. მათ არ სჭირდებათ ავტორიზაციის გავლა, მათ ჭირდებათ სახელმწიფოს და ნებისმიერი მოქალაქის მხრიდან უანგაროდ მატერიალური დახმარება. მათ სჭირდებათ სწორ გზაზე დადგომა.

 

ახლა ამ საკითხს სხვა მხრიდან შევხედოთ. მაგალითისთის, ვისაც აქვს წაკითხული დიდი გენიოსის თეოდორ დოსტოევკის რომანი ” დანაშაული და სასჯელი”, ალბათ მიხვდებით მწერლის პოზიციას ამ ინსტიტუტის თაობაზე. მას მეძავობა გაიგივებული აქვს  მკვლელობასთან. დოსტოევსკის მრუში სონია იტანჯება სულიერად, მას მხარზე აწევს უმამოდ დარჩენილი ოჯახი. მას სხვა გზა არ აქვს ოჯახის რჩენისთვის და კავდება პროსტიუციით. ის იტანჯება,  განიცდის შემზარავ გრძნობას, თუმცა მას ყავს ოჯახი. მიუხედავად ამ ყველაფრისა ის გახლავთ სულიერად წმინდა, ფაქიზი და ადამიანობის ეტალონი. ის არის ადამიანი, რომელმაც პირველსავე შესაძლებელობაზე  მიატოვა თავისი ცოდვილი მხარე, თუმცა ეს მისთვის ადვილი არ გახლდათ მას მოუწია “ახსარების” თქმა და განწმენდა…. ასე ჩემო მეგობრებო შეიძლება ადამიანი იყოს მრუში, მაგრამ ამისდა მიუხედავად იყოს წმინდა სულის პატრონი.

თუმცა არიან ისეთი ფილოსოფოსნი, რომლებიც გვიბიძგებენ სექსუალური თავისუფლებისკენ. თუ ჩვენ მივემხრობით ნიცშეებს, ფროიდებს, რომლებიც გვკარნახობენ, რომ გენიტალური სიყვარული ადამიანს უდიდეს კმაყოფილებას ანიჭებს, რომელიც თავისთავად ყოველგვარი ბედნიერების პირველსახეა. შესაბამისად გამოდის, რომ ბედნიერება ადამიანებმა სქესობრივ ურთიერთობაში უნდა ვეძებოთ და გენიტალური ეროტიკა ცხოვრების ცენტრად ვაღიაროთ. ალბათ მრუშები და სამიკიტნოები გამოდის ბედნიერების პირველ წყაროდ, ისინი იქნებიან “წმინდანები”, რომლებიც ფულის სანაცვლოდ ღვთაერბრივ სიამოვნებას მოგვანიჭებენ, ამ კუთხით ეს პროფესია  ყველაზე ამაღლებული გამოვა. თუმცაღა მეგობრებო ყველა თეორია როდი არის ჭეშმარიტება, ხშირად ამგვარ თეორიებს  ფატალურ დასასრულამდე მივყავართ.

პროსტიტუცია დანაშაულია, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით ისჯება და 4 წლამდე პატიმრობას ითვალიწინებს! ნუ გავხდებით მსხვერპლნი.

“- უთხრეს მას: ეს ქალი მრუშობაზეა წასწრებული. მოსემ რჯულში მცნებად დაგვიდო ასეთების ჩაქოლვა. შენ რაღას იტყვი?

– უთხრა მათ: ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად მან ესროლოს ქვა! (იოანე, თავი 8)”

სრული სიჩუმე.

აბსოლუტური ჭეშმარიტება, რაც კი სულიერ-მშვინვიერს შეეძლო ეპასუხა. იარაღმომარჯვებული ხალხი, რომელიც მზად იყო ნებიმიერ პასუხისთვის იესო დაეპატიმრებინათ შეაჩერა ამ სიტყვებმა.

და მოდით ხალხნო, რახან მივბაძოთ ქრისტეს მაგლითს, ნუ განვიკითხავთ მათ არამედ უბრალოდ შევეცადოთ მათ დახმარებას. ხელი გავუწოდოთ გაჭირვებულებს, ამ ნაბიჯით იესომ განწმინდა და გამოასწორა გზააბნეული სული, ჩვენც შეგვძლია ამის გაკეთება….. დაე ვიყოთ გაბედულები და გავუწოდოთ ხელი. ვიანიდან და რადგანაც არავინ არ იცის, ვინ შეიძლება აღმოჩნდეს გარემოების მსხვერპლი. ეს ინსტიტუტი მორიგი ადამიანური მანკიერებაა, რომელსაც სჭირდება გამოსწორება. ყველა ადამიანი ერთნაირი ინტენსივობით უნდა იყოს ჩარეული ამ ქმედების აღმოსაფხვრელად. მაგრამ როგორც ყველაფერს, ამ საქმიანობის წამოწყებასაც სჭრდება წინამძღოლი. ჩემი აზრით,  იდეალური პიროვნება ამისთვის არის სასულიერო პირი. ისინი უნდა დომინირებდნენ ამ საქმის პროპაგანდისას. რადგან ისინი არიან – ღვთის ხმის გამავრცელებლები.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close