გასართობისაკითხავისასარგებლო

ვინჩენსო პერუჯა – XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქურდი


ლუვრის ახალგაზრდა იტალიელმა თანამშრომელმა, ვინჩენსო პერუჯამ ლუვრში მისვლისთანავე დაადგა თვალი ლეონარდო და ვინჩის შედევრს – ,,მონა ლიზას”. ის ამაყობდა ამ დიდებული ნახატის იტალიური წარმომავლობით და გადაწყვიტა , თავის დროზე ნაპოლეონის მიერ მოპარული შედევრი უკან იტალიაში დაებრუნებინა. ვინჩენსომ არ იცოდა, რომ ეს ნახატი და ვინჩიმ საფრანგეთის მეფე ფრანცისკ I -ს აჩუქა, რის შემდეგაც საფრანგეთის მეფის კარის მხატვარი გახდა.

ვინჩენსომ სამი კვირა მოანდომა ლუვრის შესწავლას. დეტალურად შეისწავლა ყველა შესასვლელი, საკეტები, დაუახლოვდა დაცვის თანამშრომლებს, რათა მეტი ინფორმაცია მიეღო. 1911 წლის 21 აგვისტოს კი ,,მონა ლიზა” გაქრა.

ვინჩენსომ იცოდა, რომ მუზეუმი ორშაბად დილას სარემონტო სამუშაოების გამო დაკეტილი იქნებოდა. მთელი ღამე მუზეუმში გაატარა, დილას კი, როცა სარემონტო სამუშაოები დაიწყო სპეცტანსაცმელში გამოწყობილმა ჩამოხსნა ნახატი. მის შორიახლოს დაახლოებით 10 კაცი მუშაობდა, თუმცა რატომღაც მისი ქმედებას ყურადღება არ მიაქციეს, ალბათ ვერ წარმოედგინათ რომ ვინჩესო ნახატის მოპარვას აპირებდა. იტალიელმა ნახატს მოაძრო ჩარჩო და ტილო ტანსაცმელში დამალა. შემდეგ კი გასასვლელიკენ დაიძრა. შემოწმება არ გაუვლია, რადგან დაცვის თანამშრომელი ზუსტად იმ დროს წყლის დასალევად იყო გასული.


ვინჩესომ ნახატი პარიზში თავის ბინაში დამალა. პოლიციამ ყველა თანამშრომლის ბინა გაჩხრიკა, ვინც იმ დღეს ლუვრში იყო თუმცა ვერაფერი აღმოაჩინეს. 2 წლის შემდეგ ვინჩენსო იტალიაში დაბრუნდა. ის ფლორენციაში ჩავიდა და ერთ-ერთი გალერიის მეპატრონეს, ალფრედო გერის დაუკავშირდა. ალფრედომ უფიცის გალერიის ხელმძღვანელის დახმარებით დაადგინა ნახატის სინამდვილე. ვინჩენსო ნახატის სამშობლოში დაბრუნებისათვის ჯილდოს ელოდა, მაგრამ ის დააპატიმრეს.


ვინჩენსო პერუჯა სასამართოზე ამბობდა, რომ მისი ქმედება პატრიოტიზმით იყო გამოწვეული და ნახატის სამშობლოში დაბრუნება ჰქონდა განძრახული. მართალია ის დააპატიმრეს მაგრამ მალევე გაათავისუფლეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ პერუჯა იტალიის არმიას შეუერთდა I მსოფლიო ომში.

რამდენად პატრიოტი იყო პერუჯა ძნელი სათქმელია. იმ ორი წლის განმავლობაში, როცა ,,მონა ლიზა” ვინჩენსოს ბინაში ინახებოდა, რამდენიმე ადამიანს შეატყუეს ნახატის ასლები საკმაოდ დიდ თანხად. თუმცა იმ თაღლითების პერუჯასთან კავშირი ოფიციალურად დადასტურებული არ არის.


თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close