ვატიკანის ბიბლიოთეკა და საიდუმლო არქივები
ვატიკანის ბიბლიოთეკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველია, ხოლო მის საცავებში შენახული წიგნებითა თუ სხვა სიძველეებით ერთ-ერთი ყველაზე დიდი. იქ ინახება 1.6 მილიონი წიგნი, 180 000 მანუსკრიფტი, 300 00 -ამდე იშვიათი მონეტა და მედალიონი, 150 000-ამდე იშვითი ხელნაწერი, ნახატი და გრავიურა.
ბუნებრივია აქ ,,ჰობიტზე” და ,,ჰარი პოტერზე” არ არის საუბარი, იქ ინახება უიშვიათესი წიგნები, რომელბიც ისტორიის განმავლობაში მსოფლიოს ყველა კუთხიდან გროვდებოდა. აქ იმდენი რამეა თავმოყრილი, რომ შავი ბაზრის აუქციონებზე ყველფრის გაყიდვას ერთი წელიც არ ეყოფა. სიძველეების და საიდუმლოებების მხრივ კი ყველაზე მიმზიდველი ადგილი ვატიკანის საიდუმლო საცავებია.
საიდუმლო დოკუმენტები ამ არქივში 1610 წლიდან გროვდება და თაროების მთლიანი სიგრძე 52 მილია. არქივებში შესვლის უფლებას მკვლევარების ძალიან მცირე რაოდენობას აძლევენ. ამ გამორჩეული მეცნიერების გარდა არავინ იცის რა ინახება რეალურად იქ.
ვატიკანის დაცვას უკვე 500 წელია შვეიცარიული არმია უზრუნველყოფს. იმისთვის რომ ვატიკანის მცველი გახდე, აუცილებლად შვეიცარიელი და კათოლიკე უნდა იყო. უნდა გქონდეს სამხედრო გამოცდილება და რაც მთავარია, უნდა შეძლო მკაცრი გასაუბრების და შერჩევის პროცესის დაძლევა.