ახალი ამბებისაკითხავიუცნაური

მამაკაცმა 66 წლის ასაკში გაიგო, რომ ის – ქალია

შოკისმომგვრელი სიახლე აღმოაჩინა საკუთარ თავზე 66 წლის მამაკაცმა, როცა ის ექიმთან მუცლის არეში ტკივილის გამო მივიდა. გამოკვლევების დროს ექიმებმა დაადგინეს, რომ ტკივილების მიზეზი საკვერცხის კისტა იყო და რომ მამაკაცი სინამდვილეში – ქალია.
ტკივილი გამოწვეული იყო ორი გენეტიკური დარღვევის იშვიათი თანხვედრით. ერთ-ერთი მათგანი – ტერნერის სინდრომია, რომელიც ქალის ზოგიერთი ფუნქციის მოშლას იწვევს, მაგალითად, ამ დროს შეუძლებელია დაორსულება და შვილის გაჩენა.

თუმცა გარეგნობა ამ დაავადების მქონეთ არ ეცვლებათ, ანუ გარეგნულად ჩვეულებრივი ქალები არიან. ამ შემთხვევაში კი პაციენტს ჰქონდა თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზიაც, რამაც გამოიწვია მამაკაცის ჰორმონების მოჭარბება და პაციენტი მამაკაცს დაამსგავსა.

ამ უნიკალური შემთხვევის ცნობები გავრცელდა დედოფალ ელისაბედ II-ის კლინიკიდან, სადაც ეს პაციენტი გადიოდა მკურნალობას. უცნაური აღმოჩენის დეტალები კი გამოქვეყნდა Hong Kong Medical Journal-ში.

“პაციენტი – ქალია, რომელსაც უბრალოდ, არ შეუძლია დაფეხმძიმება. მას ასევე აქვს თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია, რის შედეგადაც მამაკაცს დაემსგავსა. ეს საინტერესო და ძალიან იშვიათი შემთხვევაა. ერთად ეს ორი დაავადება ძალიან იშვიათად გვხვდება. საეჭვოა, ახლო მომავალში აღმოვაჩინოთ კიდევ მსგავსი შემთხვევა, – წერს ჩინეთის პედიატრიის უნივერსიტეტის პროფესორი ელისონ ხონ კამ-ლუნი.

ვიეტნამის 66 წლის მცხოვრები ჩინეთში დაიბადა და მშობლების გარეშე გაიზარდა. მას აქვს წვერი, პატარა სასქესო ორგანოც კი და მისი სიმაღლე 1,37 მეტრია. მამაკაცი ამ აღმოჩენის შემდეგაც თავს მამაკაცად აღიქვამს და მკურნალობის პერიოდში მამაკაცის ჰორმონებს მიიღებს, – ნათქვამია ოქმში.

მედიკოსების შეფასებით, ტერნერის სინდრომით 2500-3000-დან ერთი ქალი არის ავად. ჩვეულებრივ, ქალს ორი X ქრომოსომა აქვს, ხოლო მამაკაცს – X და Y.

ამ პაციენტს კი აქვს მხოლოდ X ქრომოსომა. წესით, მას გარეგნობაც ქალის უნდა ჰქონოდა, ხოლო დაავადება სქესობრივი მომწიფების დროს გამოვლინდებოდა, რადგან ამ დაავადების მქონე ქალებს არ ეწყებათ მენსტრუალური ციკლი.

გინეკოლოგი კუნ კა-იანის თქმით, ტერნერის სინდრომი ახლა ძალიან იშვიათად გვხვდება, რადგან შემთხვევების უმეტესობა პრენატალური ტესტების დროს ვლინდება. ქალები კი, როგორც წესი, ამ შემთხვევაში აბორტს ამჯობინებენ, რადგან დაავადება შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უფრო სერიოზული პრობლემების მიზეზი გახდეს.

 

წყარო : http://marao.ambebi.ge

თეგები

ExsPreSoOo

.......
Close
Close