ექსკურსია კუნძულ პალმაზე -Palma
ხელოვნურმა კუნძულმა დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში- „პალმის კუნძულის“ სახელწოდება ფორმის გამო მიიღო. ”პალმის კუნძულები” მსოფლიოში უდიდესი ხელოვნური კუნძულებია;
პალმის კუნძული ჯუმეირა (Jumeirah) კოსმოსიდან შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს და შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის ხელით გაკეთებულ ყველაზე უდიდეს კუძულად; კუძულის დიამეტრი შეადგენს 6000 მეტრს, ხოლო შიგა წრის სიგრძე შეადგენს 11 კილომეტრს;
ტრანსპორტირება მატერიკასა და კუნძულ Jumeirah შორის ხორციელდება სწრაფმავალი მონორელსური მატარებლით;
ასევე კუნძულის ტერიტორიაზე კომფორტული გადადგლებისათვის გაყვანილია წყალქვეშა გვირაბი სამი საზღვაო ტრასით თითოეული მიმართულებით, რომელიც აერთებს კუნძულის ცენტრალურ ნაწილს – „გვირგვინს“ (crown) გარე წრესთან. კუნძულზე დარგულია 12 500 პალმის ხეები, რაზეც გადახდილია თითოეულში $ 10- 15 ათასი ამერიკული დოლარი და თითოეულ ხეებთან გაყვანილია , რა თქმა უნდა, ხელოვნური სარწყავი სისტემა
კუნძულის მსენებლობა დაიწყო 2001 წლის ივნისში, ხოლო 2008 წელს კი შედგა მისი ოფიციალური გახსნა; შეუძლებელია დაჯერება, მაგრამ ასეთ წარმოუდგენლად მოკლე დროში, დედამიწაზე ადამიანის მიერ შექმნილმა სამოთხემ უკვე მოიპოვა თავისი გამოხატულება, თავისი „გამოსადეგობა“ ; კუნძული უკვე, დიდი ხანია , 2008 წლიდან დასახლებულია ხალხით და ეს პატარა ქალაქი ცხოვრობს სრულფასოვანი ცხოვრებით, რომელიც სავსეა ტურისტებით…
ასე რომ, კუნძული შედგება 3 ნაწილისაგან: (სახლის ქვემოთ
-„ნახევარმთვარე“ (the Crescent),
– „გვირგვინი“ (the Crown)
– „ტანი“ (Trunk).
„ნახევარმთვარე“ (the Crescent)- ეს თავისებური ტალღასაჭრელია, რომელიც „პალმის“ ირგვლივ გარშემორტყმულია და იცავს “Palm”-ას. მასზე განთავსებულია უმაღლესი კლასის სასტუმროები, რომლებიც აგებულია სხვადასხვანაირ სტილში -ბრაზილიური, ვენეციური, იაპონური და ა.შ. აქ არის დაივინგის მოყვარულთათვის მსოფლიოში უდიდესი წყალქვეშა პარკი ; წყალქვეშ მდებაროებს „დაკარგული ქალაქი“, რომელიც წარმოადგენს მთელს ქალაქს, სადაც ჩაძირულია თვითმფრინავები და გემები, ასევე შესაძლებელია ეგვიპტური პირამიდებისა და ძველი რომაული კოლონადების ნახვა….
კუნძულის ნაწილი-„გვირგვინი“ (The Crown) შედგება 17 ტოტისაგან, რომლებიც ზღვის სხვადასხვა მხარესაა მიმოფანტული და ქმნიან 17 განცალკევებულ მიკრორაიონებს; ამ „ტოტებზე“ განთავსებულია სხვადასხვა ზომის და დიზაინის ექსკლუზიური ვილები;
პალმის „ტანი“ (The Trunk) – ცენტრალური ნაწილია, სადაც იგეგმება კიდევ პარკების გაშენება, სავაჭრო ცენტრების გაფართოება და მდიდრული რესტორნების (ზღვის სამზარეულოს რესტორნების) პროექტირება;
მთელი კუნძულის ძირითადი რაიონს წარმოადგენს „პალმის ტანი“, რომლის სიგრძე ორი კილომეტრია, მის ცენტრალურ ნაწილში – „მარინში“ განთავსებულია 2 სასტუმრო, იახტკლუბი, სპეციალიზებული მაღაზიები , ასევე 5 000 აპარტამენტი, წყლის პარკები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, სპორტული კლუბები და ორი დიდი ნავსაყუდელია . მთლიანობაში კუნძულზე 60 სასტუმრო, 400-ზე მეტი ექსკლუზიური ვილა და კოტეჯია.
მასზე აშენებულია ლუქსის კლასის 20 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი „Shoreline Apartments“, კეთილმოწყობილი აპარტამენტები-ორსართულიანი პენტჰაუზებით ,რომლებიც ზღვას გადაჰყურებს…
Oceana, Golden Mile, Marina Residences, Tiara Residence, როგორც სტანდარტული, ასევე ძვირადღირებული აპარტამენტები: penthouses და townhouses კომპლექსში გამოტანილია გასაყიდად …
ხელოვნური კუნძული თავგადასავლების და მძაფრი შეგრძნებების მოყვარულთათვის ან უბრალოდ გართობისა და ექსკლუზიური დასვენების მსურველთათვის განსაკუთრებულად შთამბეჭდავ ადგილს წარმოადგენს.
მაგრამ რაც მთავარია, გაითვალისწინეთ:
ხელოვნურ კუნძულებს ქმნის ადამიანი, და არა ბუნება. ხელოვნურ კუნძულებს არ აქვთ კუნძულის სტატუსი.
არ აქვთ კუნძულის სტატუსი…