საკითხავისასარგებლოსურათები

ყვავილების სამოთხე – ,,ჰიტაჩი სისაიდ პარკი”


,,ჰიტაჩი სისაიდ პარკი” იაპონიაში, იბარაკის პრეფექტურაში მდებარეობს. საოცრად ლამაზი ყვავილების გამო ის უკვე დიდი ხანია ტურისტების ფავორიტი ადგილია.

პარკი 3.5 ჰექტარზეა გაშენებული და წელიწადის ნებისმიერ დროს აღტაცებაში მოჰყავს მნახველები თავისი სილამაზით. წელიწადის სხვადასხვა დროს ,,მიჰარაში ნა ოკას” გორაკზე, რომელიც წყნარ ოკეანეს გადაჰყურებს, სხვადასხვა ყვავილი ყვავის.

პარკი განსაკუთრებიც ცნობილია ლურჯი ,,ნემოფილათი”. ამ ყვავილს გამჭირვალე ლურჯი ფურცლები აქვს და ზაფხულობით ყვავის. მთელ პარკში 5 მილიონამდე ,,ნემოფილაა”. მისი ყვავილობის პერიოდს ,,ნემოფილას ჰარმონიას” ეძახიან და სწორედ ამ პერიოდში ჰყავს პარკს ყველაზე მეტი სტუმარი.


,,ნემოფილას” გარდა პარკში გვხვდება ,,ნარგიზები”, ,,ტიტას” 170-ამდე სახეობა და სხვა უამრავი ყვავილი. პარკში მოწყობილია სპეციალური ბილიკები ველოსიპედით სეირნობისათვის.



თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close