არქივი

ხატიკო…

97af02074e28

ხატიკო – აკიტას ჯიშის ძაღლი.ეს ჯიში გავრცელებულია იაპონიაში და ითვლება ერთგულების სიმბოლოდ.
ხატიკო 1923 წელს დაიბადა ერთ ერთ იაპონურ ფერმაში და ფერმის პატრონმა აჩუქა ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორ ხიდესაბურო უენოს,რომელმაც ძაღლს სახელად ხატიკო დაარქვა. როცა ხატიკო გაიზარდა ის პატრონს ყველაგან დაყვებოდა.ეს პროფესორი ყოველდღე მატარებლით დადიოდა უნივერსიტეტში და ძაღლი კი ელოდა სადგურზე.

1925 წელს პროფესორი მოულოდნელად გარდაიცვალა უნივერსიტეტში და სახლშიც აღარ დაბრუნებულა.ხატიკო კი ყოველდღე მიდიოდა სადგურზე და პატრონს ელოდა გვიან ღამემდე და ასე გრძელდებოდა 9 წლის განმავლობაში.

1932 წელს ერთ-ერთ ცნობილ იაპონურ გაზეთში ხატიკოზე დაიწერა სტატია და მთელმა იაპონიამ გაიგო ეს ამბავი.ამის შემდეგ სადგურზე მოდიოდნენ ხალხი სხვადასხვა ქალაქებიდან ხატიკოს სანახავად.

1934 წელს კი იმ ადგილას სადაც ხატიკო ელოდა პატრონს დაიდგა ძეგლი.

881ca4c83d7a

1935 წელს კი ხატიკო იპოვეს მკვდარი სადგურთან ახლოს… ის დღე იაპონიაში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ეხლახანს გამოვიდა მხატრული ფილმი “ხატიკო-ყველაზე ერთგული მეგობარი”(მთავარ როლში რიჩარდ გირი),სადაც სწორედ ეს ისტორიაა გაცოცხლებული.

მსგავსი ამბები

Back to top button