არქივი

Mercedes-Benz SLR

f612ca6ba875

Mercedes-Benz SLR 0დან 100მდე სულ რაღაც 3.5 წამში ჩქარდება და მაქსიმალურ სიჩქარეს 331 კმ/სთ აღწევს … დღეს Mercedes-Benz SLR 722 ვერსიაზე უნდა ვისაუბროთ. რომელიც სულ რაღაც 450 000 აშშ დოლარი ღირს.

გრძელცხვირიანი SLR-ის სტილი საკმაოდ უჩვეულოა, ხოლო გრძელი კაპოტი და მოკლე ფრთები მოდელ ამაღელვებელ შესახედაობას ანიჭებეს. მოდელი კარბონით გამაგრებული პლასტმასისგან არის დამზადებული. ძარის ქვედა ნაწილის სადები ჰერმეტულად დახურულია, ხოლო ავტომობილის უკანა ნაწილზე ასაწევი სპოილერია დამაგრებული.
დაკიდება რბოლებისთვისა გათვლილი დიზაინისაა, ხოლო მუხრუჭები დიდი ზომის ნახშირბად-კერამიკის დისკებით არის აღჭურვილი, რომლებიც 300 კმ/სტ-ზე მეტი სიჩქარით მოძრავ ავტომობილს ცვეთის გარეშე აჩერებს.
“მერსედეს SLR-ის” ძრავა დამხმარე ფიმრა AMG-ს ეკუთვნის. 5.4 ლიტრი მოცულობის, კომპრესორიანი, რვაცილინდრიანი ძრავა ხელით არის დამზადებული. “ლიშოლმის” მომპრესორი ძრავის სიმძლავრეს 617 ცხენის ძალამდე, ხოლო ბრუნვის მომენტს 575 ფუნტი/ფუტზე. გადაცემათა კოლოფი ხუთსიჩქარიანია და ორ ავტომატურ რეჟიმთან ერთად ღილაკებიანი გადამღველითაცაა აღჭურვილი, რომელსაც თავის მხრივ სამი რეჟიმი აქვს.
50-იანი წლების კლასიკური “მერსედესი 300SL-ის” ანალოგიურად, SLR-ს ასაწევი კარებები აქვს. 2006 წელს გამოშვებული 722-ის ძრავის სიმძლავრე 650 ცხენის ძალამდეა გაზრდილი, ხოლო ბრუნვის მომენტია 605 ფუტი/ფუნტზე მმაჩვენებლამდე ზრდის. ძარა ოდნავ არის დაწეული, დაკიდება გამყარებულია, ხოლო უნიკალური ბორბლების სიგანე 19 დიუმია (48,3 სმ)
2007 წლის ფრანკფრუტის ავტომობილების გამოფენაზე “მერსედესმა” SLR მოდელის როდსტერ ვერსია წარმოადგინა. ქარხნული სახურავი სამი ფერი შეიძლება იყოს. დასაკეცად საქარე მინი ჩარჩოზე გაკეთებული ჩამკეტი უნდა მოხსნათ და ოდნავ მაღლა აწიოთ. 10 წამის შემდეგ ავტომობილი კაბრიოლეტად იქცევა.

115caeb3457c

9dcd25347611

704e351e0670

b5438cb1b815

f612ca6ba875

8b9933812872

b219013ec7bc

bloggerBro

Just simple internet user , video editor and future bloger ;) & FBer
Back to top button