არქივი

ბობი რასტამანობიდან აფრომანობამდე

981258 390210204432134 1268472753 o

სალამი ყველას, მინდა დღევანდელი ჩემი პოსტი ჩემს ყველაზე ძვირფას და საყვარელ ადამიანს, ყველაზე კეთილსა და უერთგულეს, ჩემ აღვფრთოვანების წყაროს მივუძღვნა ეს სტატია.  გუდუ ჰაერივით საჭირო ხარ ჩემთვის. პოსტი კი ეხება ყველა დროის ყველაზე დიად პიროვნებას სახელმწიფო მოღვაწესა და მართლაც რომ შეუდარებელ ბობ მარლის.

981258 390210204432134 1268472753 o

მარლის სიმღერების აღსაქმელად მხოლოდ ინგლსურის ცოდნა ანდა მელომანობა არ არის საკმარისი. მსმენელი უნდა ხვდებოდეს მუსიკოსის გულისტკივილს თუ რა გზა გამოიარა მან, სანამ ხალხის სულიერ-მშვინვიერი წინამძღოლი გახდებოდა. სანამ ხალხი არ გაიგებს რასტამანობიდან აფრომანობამდე რა გზა გამოიარა ბობიმ, მის სიმღერებს ვერ გაიგებს და მისი სიმღერები უბრალო რელიგიურ-პოლიტიკური შინაარსის მატარებელი იქნება. მისი სტიქია არ გახლდათ დაუმორჩილებლობა, ჯიმ მორისონი, ჯიმ ჰენდრიქსი, ბობ დილანი და ბევრნი სხვანი ყოფილან ამათუ იმ სახელმწიფოს საშიში ელემენტები, თუმცა ყველას კი არ შეძლებია გამხდარიყო ერის სულიერი წინამძღოლი და მილიონობით ადამიანის ფეტიში, კარგი გაგებით. მისი სიმღერების სიღრმე უფრო და უფრო მაღალ საფეხურზე იყო ასული ვიდრე როკ-მუსიკოსებმა დღემდე მოახერხეს.

მუსიკის ისტორიამ ჯერ კიდევ არ იცის ისეთი ფაქტი, რომ მუსიკოსი ერთდროულად ყოფილიყო საზოგადო მოღვაწე და ამავდროულად ქვეყნის ცოცხალი ლეგენდა, სულიერი ლიდერი და ქვეყნის მოტრფიალე მეხოტბე და მომღერალი.

ბობ მარლის წარმატების საიდუმლო ორი, ერთი შეხედვით ბანალური ელემენტის შერწყმაა: რელიგიურობისა, იგივე რწმენისა და უზადო ნიჭის. ის რასტამანობის მიმდევარი გახლდათ. ეს არის ქრისტიანული ეკლესიის მონოფიზიტური მიმდინარეობა(ეს დოქტირნა თავისი არსით ახლოსაა პროტესტანტიზმთან, მიუხედავად ეთიოპიელთა მმართმადიდებლური რწამსისა). ბობი თავის თავს ეთიოპიის მკვიდრად თვლიდა, სამოცდაათიან წლებში ეთიოპიის მთავრობამ ბობ მარლი დამოუკიდებლობის აღსანიშნავად დაპატიჟა და ქვეყნის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა. რასტამობა იამაიკაში მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში დამკვიდრდა. ქრისტიანთა ამ მიმდინარეობის წევრებს რასტაფები, იგივე რასტამანები ჰქვიათ. მათი განმასხვავებელი გარეგნული გამოვლინება დრესლოკია – გრძელი, ძალიან სქლად დაწნული თმა, რომელიც განასახიერებს ლომის თავს. კიდევ ერთი განმასხვავებელი ელემენტი და მთავარი სიმბოლოა მარიხუანას ფოთოლა. მათვის ცივილიზაციის ცენტრი ამერიკა, ასოცირდება, ცოდვისა და სიყალბის ბიბლიურ სიმბოლოსთან – ბაბილონთან, რომელიც მეორედ მოსვლის შემდეგ დაეცემა.

965689 390210727765415 1590739161 o

ბობის სიმღერების რელიგიური შინაარსი, მისი რელიგური ქადაგებების მთავარ ი შთაგონების წყარო, 1966 წელს იამაიკაში ეთიოპიის პრინცესის სტუმრობა გახლდათ, მის შთაგონების წყაროდ იქცა ჰალიე სელასიე პირველი, ამ პეიროდიდან წარმოიშვა ყველასათვის ცნობილი მუსიკალური მიმდინარეობა – რეგეი.

ბობის მამა თეთრკანიანი ინგლისელი იყო , რომელიც ბობის დედა მიატოვა ბავშვის გაჩენიდან რამდენიე თვეში და სიცოცხლის, რომელიც ხანგრძვლივი არ გახლდათ, ბოლომდე, შეძლებისდაგვარად მატერიალურად  ეხმარებოოდა გარკვეული თავის შვილს. ბობის იზრდებოდა ქუჩაში, სადაც ის გამოირჩევოდა ქუჩის მკაცრი წესების დამცველად. მას მეტსახელს Tuff Gong-ს(ვულკანური დარტყმა) ეძახდნენ. მალევე მიხვდა გენია, რომ ასე დიდხანს გაგრძელება არ შეიძლებოდა და დაიწყო მუშაობა საამქროში შემდუღებლად. ის თავისუფალ დროს ახალ ფეხადგმულ როკ-ენროლსა და ბლუზს მღეროდა მეგობრების წრეში.

პირველი მისი სტუდიური მოსმენა 1962 წელს მოხდა თავის ახლადშექმნილ ჯგუფთან, The Wailing Wailers ერთად. მან რამდენიმე ათეული სმღერა ჩაწერა,რომელსაც არ ეწია იამაიკის საზღვრების გაცდენა.

ცოტა ხნის მერე ბობი ლონდონში გაემგზავრა, სადაც შეხვდა თავის თანამემამულეს კრის ბლეკუელს, რომელიც  island Records-ის დამაარსებელი გახლდათ. ამ შეხვედრამ ახალი ეპოქის დაბადება გამოიწვია მომღერლის ცხოვრებაში. 1973 გამოვიდა პირველი ალბომი –  Catch A Fire.  ბობის ჯგუფმა მიუხედავად ბრიტანული კლიმატისა შეინარჩუნა თავისუფალი სული.1002817 390212291098592 424921852 n

რეგეი მშვიდი, უშფოთველი და ოპტიმისტურია. ჩატეხილად დაკრული რიტმ-გიტარა, ბას-გიტარა დინჯი მარტივი გამები და კოჭლი დრამის სეტი. ეს ყველაფერი გაფორმებულია ჩასაბერი ინსტრუმენტების და სოლო გიტარის დაკვაკლული პასაჟებით.

“მოწევ მოსაწევს და ყველა საუკეთესო მეგობარს კარგავ. ბობის სიმღერაზე კეთილი დამოსიყვარული მეგობრის პოვნა მოწეულზე შუძლებელია. ის არის სრულყოფილი, სიყვარულით სავსე, მშვიდი, ჭკვიანი, ერუდირებული და პოზიტიური, შეუძლებელია სხვა მსგავსი მეგობრის პოვნა. აგაგდო პლანმა? გამოგიყვანს. წაგიღო ფიქრმა? დაგაბრუნებს. დაგამუნჯა? აგალაპარაკებს. მოგეწყინა? გაგაცინებს, ასეთ სასწაულებს მიაწერდნენ ბობის სიმღერას.

ბობის კარიერული აღმასვლა იწყება ლონდონის ლიცეუმის ტეატრში გამოსვლის შემდეგ, სადაც მან პირველად იმღერა  No Woman, No Cry .

სხვა ნებისმიერი როკ-მუსიკოსისგან განსხვავებით, ბობს მუსიკის წერის გარდა სხვა ფუნქციებიც ჰქონდა დაკისრებული: მას უნდა გაეცნო იამაიკა მსოფლიოსთვის, და პირიქით იამაიკისთვის უნდა გეცნო მსოფლიო ღირებულებები.

1978 წელს ბობ მარლი მშვიდობის სიმბოლოდ იქცა, საქმე ისაა, რომ იმ დროისათვის იამაიკაზე სამოქალაქო ომი იყო. ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციური პარტიები იბრძოდნენ, რომელსაც უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. იმ პერიოდში ბობის მსოფლიო ტურნე ჰქონდა, მან შეწყვიტა ეს გასტროლი და 5 დეკემბერს უფასო კონცერტი გამართა სტადიონზე. მან სცენაზე ორი მოსისხლე მტერი მოიწვია. მისი ავტორტეტი იმდენად დიდი იყო, რომ ვერცერთმა მხარემ ამ დაპატიჟბას უარი ვერ უთხრა. ბობ მარლიმ ორი მოსისხლე მტერი სცენაზე აიყვანა, ხელები ჩაჰკიდა და შეარიგა.

ამ ნაბიჯით მოხიბლულმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მას “მშვიდობის დესპანის” წოდება მიანიჭა. უკლებლივ ყველა იამაიკელს სჯეროდა, რომ რეგეი უფრო მეტი იყო ვიდრე უბრალოდ მუსიკა. იცოდნენ, რომ მისი მელოდია ყველაზე საჭირო იყო.

ცხოვრების ბოლო წლებში მარლის რასტამანობის ქადაგება შეწყვიტა და აფრომანობის პროპაგანდა დაიწყო, თუმცა რასტამანობის ერთგული გახლდათ სიცოცხლის ბოლომდე[როგორც მე ვიქნები გუ შენი ერთგული] ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით ბობმა მეგობრების წრეში ფეხბურთის თამაშის დროს ფეხის თითი იღრძო და საჭირო გახდა თითის ამპუტაცია, რაზედაც უარი განაცადა მუსიკის ტიტანმა. ამან მალევე ფილტვებს სიმსივნე განავითარა, რამაც მომღერალს მხოლოდ სამი წლის ცხოვრების უფლება მისცა.

აფრომანობის რწამსის მიხედვით ღმერთი შავკანიანი გახლდათ, რომ პირვანდელი ხალხი შავკანიანები იყვნენ. ეს მიმდინარეობა რასიზმთან და აგრეისასთან არავითარ საერთოს არ ხედავს. ბობი აღნიშნავდა მის “აღრეულ” წარმომავლობას, ის იყო თეთრკანიანი მამისა და შავკანიანი დედის შვილი, ის მიიჩნევდა, რომ ამან მას ხალხზე ზემოქმედების უნარი შესძინა.

ბობ მარლიმ  1980 წლის გაზაფხულზე, ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში სეირნობისას თავი ცუდად იგრზნო. კიბო უკვე მთელს ორგანიზმში იყო განვითარებული. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს გერმანიაში, თუმცა, უკვე ყველაფერი გვიან იყო.

 

1980 წლის 11 მაისს, ფლირიდის შტატ მაიამიში 36 წლის ასაკში გარდაიცვალა რეგეის ღმერთი ბობ მარლი. ეს იყო იამაიკის ტრაგიკული პერიოდი, იამაიკას მარჩენალი მამა გარდაეცვალა. ბობ მარლიმ დაგვიტოვა ათზე მეტი ალბომი, უამრავი სიმღერა და დღესაც “ზეციურ იამაიკიდან” სხვადასხვა კომპილაციებში მონაწილეობით არაერთ სიურპრიზს გვიგზავნის.976164 390211991098622 1830784886 o

“გაათავსუფლეთ თქვენი გონება ბოროტებისგან და შეეგებეთ სიცოცხლეს”, ამგვარი შინაარსის ანდერძი დაგვიტოვა დიდმა მარლიმ, დაე ღმერთმა ქნას ყვეყნად ყველას გონებას ჩამოშორებოდეს ეს დიდი ტვირთი,ს ახელად ბოროტება და ჭეშმარიტ გზას შესდგომოდეს. ხალხნო იმედია ამგვარი პიროვნებები ჩვენთვის მაგალითის მომცემელნი იქნებიან და ჩვენს ცხოვრებაში შევიტანთ ცვლილებებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლო უკეთეობისკენ იქნება მიმართლი.

 

შეგიძლიათ იხილოთ ბობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა იამაიკის ღიმილი :

მსგავსი ამბები

Back to top button